საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცმა იოანემ და მისმა მეუღლემ, პრინცესა ქრისტინემ ჯვარი დაიწერეს - ვულოცავთ
georoyal.ge
სამეფო წყვილი
3 ივნისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს პრინცმა იოანე ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილმა და მისმა მეუღლემ, პრინცესა ქრისტინემ.

როგორც საპატრიარქოში უწოდეს - სამეფო წყვილს ჰყავს რამდენიმე მეჯვარე. მათგან პირველია სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი მალხაზ დათუკიშვილი.

ჯვრისწერას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის რამდენიმე წევრი, საზოგადოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

ჯვრისწერას ესწრებოდნენ სამეფო კლუბის წევრებიც: სპიკერი გაიოზ მამალაძე, სამეფო კლუბის დამსახურებული წევრები - გიორგი ბურჯანაძე და ვახტანგ ბახტაძე.

ჯვრისწერის შემდეგ პრინცმა და პრინცესამ ჯვრისწერაზე დამსწრე სტუმრები მიიწვიეს შატო მუხრანში.

სამეფო კლუბის საიტი ულოცავს სამეფო წყვილს ჯვრისწერას, უსურვებს ბედნიერებას და გამრავლებას!
სამეფო წყვილი და მეჯვარეები. მარცხნივ მალხაზ დათუკიშვილი. სამეფო კლუბის დამსახურებული წევრ
პრინცესა და სამეფო კლუბის წარმომადგენლები: გაიოზ მამალაძე და ვახტანგ ბახტაძე
თამრიკო ედიშერაშვილი, ნეფე, გაიოზ მამალაძე, ზაზა ნანობაშვილი, დგას ვახტანგ ბახტაძე
სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი გიორგი ბურჯანაძე, პრინცი იოანე, სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე, რეჟისორი ზაზა ნანობაშვილი, დგას სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი ვახტანგ ბახტაძე
პრინცესა ქრისტინე, მარცხნივ თამრიკო ედიშერაშვილი, მარჯვნივ: სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამლაძე, რეჟისორი ზაზა ნანობაშვილი, დგანან სამეფო კლუბის დამსახურებული წევრები: გიორგი ბუეჯანაძე, ვახტანგ ბახტაძე და პრინცესა ქრისტინეს ბავშვობის მეგობარი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq