საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

კახა სიხარულიძე - 6 ივლისს ეროვნული ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.
georoyal.ge

7-8 დღის უკან, ეროვნული ყრილობის მოსამზადებელმა საინიატივო ჯგუფმა შემომთავაზა ეროვნულ საბჭოში შესვლა, სადაც როგორც მითხრეს ჩემთვის საპატივცემლო ადამიანებიც იყვნენ, მათ შორის, ქორეოგრაფი ომარ მხეიძე, ასევე პოეტი ტარიელ ხარხელაური, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე თემურ ჩალაბაშვილი, ხრიდოლის ფედერაციის თავმჯდომარე ნუკრი მჭედლიშვილი, ჩემი მეგობრები პროფესორი პაატა გიორგაძე, გაიოზ მამალაძე, გოგი ხუციშვილი, ასევე უზენაესი საბჭოს დეპუტატები თამაზ გველესიანი და ნუგზარ შავთვალაძე. 

თავიდან დავთანხმდი, რადგანაც ამიხსნეს რომ მეუფე იობის ლოცვაკურთხევა იყო და მას და არამარტო მას, უნდა მოეწოდებინა მრევლისათვის ყრილობაზე დასწრება.

აღსანიშნავია რომ, ჩვენ გვქონდა შენიშვნები - არ გვინდოდა ყრილობის მოწვევის დაჩქარება, გვინდოდა გადატანილი ყოფილიყო სექტემბრის თვეში , რადგანაც ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ყველა ეროვნული ჯგუფისთვის თუ ცალკეული პიროვნებებისათვის შეტყობინებას, გვინდოდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყოფილიყო ჩართული ეროვნული მოძრაობიდან. 

როგორც შემდგომში აღმოჩნდა, 2 ივლისს რუის ურბნისის ეპარქიაში ჩასულთ ეროვნული საბჭოდან ყურნალისტებთან ერთად, მეუფე იობმა უარი განაცხადა ყრილობის მხარდაჭერაზე, ვინაიდან მას პატრიარქის კურთხევა არ ქონდა. თან, საპატრიარქომ განაცხადა რომ ემიჯნება აღნიშნულ შეკრებას. 

აქედან გამომდინარე, მიუხედავად მამა გიორგისადმი პატივისცემისა, მე დღეს ვთვლი რომ ასე ნაჩქარევად, ნაადრევია ეროვნული ყრილობის ჩატარება, რადგანაც ყველა ეროვნული ძალის მობილიზებაა საჭირო და ეს დროს მოითხოვს. როგორც მითხრეს ამავე აზრზე ყოფილა მეუფე იობი. 

გუშინ საღამოს არ მოხდა ჩემი აზრის გაზიარება, რითვისაც მე დავტოვე ეროვნული საბჭო.

სულით და გულით გისურვებთ წარმატებას ეროვნულ საქმეში.

ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი კახა სიხარულიძე

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი (+404) (ხსენება 29 ივნისს) წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის თანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს.
გლახაკთა დამპურებელი საკვირველთმოქმედი – წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი
წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425), რომლის ხსენებაც არის 29 ივნისს, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი. ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის კი გლახაკებს უფასოდ აპურებდა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო: „ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად“. შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, რომ ცარიელი ბერელი ხორბლით პირთამდე ავსებულიყო.
gaq