საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პოეტსა და ფირდოუსის შესანიშნავ მთარგმნელს, ქალბატონ ბელა შალვაშვილს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრის სერთიფიკარი გადაეცა
georoyal.ge
პოეტი და მთარგმნელი ბელა შალვაშვილი დაიბადა 1940 წლის 1 აპრილს თბილისში.

1958 წელს დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 1965 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (სპარსული ენა და ლიტერატურა).

1970-1980 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“, რედაქტორად. 1984-1994 წლებში საქართველოს ტელევიზიაში. 1996-2000 წლებში - გაზეთ „ასავალ-დასავალში“.

გამოცემული აქვს კრებულები:

„არდავიწყება“ (1973 წელი, გამომცემლობა ნაკადული); „ლექსები“ (1977 წელი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“); „ჩუმი ძახილი“ (1979 წელი, გამომცემლობა „ნაკადული“); „ლექსები“ (1982 წელი, გამომცემლობა „ნაკადული“); „მზეო, მზეო“ (1983 წელი, გამომცემლობა მერანი); „უსასრულობა“ (1986 წელი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“); „ჩემი ნაცნობი ჩიტი“ (1986 წელი, გამომცემლობა „მერანი“); „ჩიტები წუხან თავის ენაზე“ (2008 წელი, გამომცემლობა „ეროვნული მწერლობა“).ბელა შალვაშვილს თარგმნილი აქვს დიდი ფირდოუსის "შაჰნამეს" ყველა წიგნი (105 000 სტრიქონამდე). შაჰნამე“ შედგება დაახლოებით 50000 ბეითისაგან (100 000 სტრიქონი), დაწერილია მესნევის (წყვილად გარითმული ტაეპები) სალექსო ფორმით, მოთეყარების საზომით, ზოგადად მთელი მასალა მითოლოგიურ, საგმირო და ისტორიულ ნაწილებად იყოფა. პოემა გაჟღენთილია პატრიოტიზმის და ჰუმანიზმის იდეებით, გამოირჩევა მდიდარი და ორიგინალური პოეტური ხერხებით,
იშვიათი მუსიკალურობით. 

      "ქართველები ადრიდანვე იცნობდნენ ფირდოუსის თხზულებებს, თუმცა პირველი თარგმანი, რამაც ჩვენამდე მოაღწია XVI-XVIII სს. თარიღდება. შაჰნამეს ქართლი ვერსიები ე. წ. აღორძინების ეპოქაში შეიქმნა, „როსტომიანი“, „ზააქიანი“, „უთრუთიან – საამიანი“ (პოეტური) და „ფრიდონიანი“, „წიგნი საამ ფალავნისა“ (პროზაული)."

 უნდა აღინიშნოს, რომ "შაჰნამე" მთლიანად ნათარგმნი არ აქვს არც ერთ ხალხს, გარდა ქართველებისა. ასეთი დიდი დამსახურება აქვს ქალბატონ ბელას ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის წინაშე. 

2011 წელს გამოვიდა ბელა შალვაშვილის მიერ 40 წლის განმავლობაში თარგმნილი ფირდოუსის "შაჰნამეს"ეპიზოდები (წიგნები): წიგნის დასაწყისი (სამყაროს, ადამიანისა და ციურ მნათობთა შექმნის ამბები), ქეიუმარსი, უშანგი, თეიმურაზი, ჯემშიდი, ზოჰაქი, ფრიდონი, მანუჩარი, ქეი-ქაუსი, ამბავი სიაუშისა, ამბავი ბეჟანისა და მანიჟესი, ქესრა ანუშირვანის მეფობა, მეფე ხოსრევ ფარვიზი. მალე გამოვა ბელა შალვაშვილის მიერ თარგმნილი "შაჰნამე" მთლიანად. 

ირანის მთავრობამ იგი დააჯილდოვა ფირდოუსის პრემიით.

ბელა შალვაშვილი ეროვნული მოძრაობის ვეტერანია.

დაფუძნების დროიდან იგი გახლავთ სამეფო კლუბის წევრი.
ბელა შელვაშვილი აირჩიეს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილ წევრად და გადაეცა ღვაწლმოსილი წევრის სერთიფიკატი.

მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq