|
გარდაიცვალა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო კლუბი
სამეფო კლუბი სამწუხაროდ იუწყება, რომ გარდაიცვალა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი. იგი გახლდათ ბაგრატიონების მუხრანის (ქართლის) შტროს მეთაურის, გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონის პირველი მეუღლე და მარიამ, ირაკლი და დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონების დედა და გიორგი ბაგრატიონის ბებია.
ბაგრატიონ-მუხრანბატონების ოჯახი ავრცელებს განცხადებას:
"საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება , რომ გუშინ , 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა მ.ს.უ. პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი . საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მ.ს.უ. უფლისწული დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონის დედა.პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მდრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ - მუხრანბატონიშვილზე . სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი : მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი ."
სამეფო კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ ბაგრატიონ-მუხრანბატონების ოჯახს!
სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე |
|
|
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას.
როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ. | წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში.
როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება. |
| | | |
|