|
რიონის ხეობის დამცველებს ვულოცავ მნიშვნელოვან გამარჯვებას და 26 მაისს გაიოზ მამალაძე
რიონის ხეობის დამცველებმა საქმე გააკეთეს, მთავრობამ უკან დაიხია (შეიძლება მთლიანად არა, შეიძლება ტაქტიკურად, შეიძლება დროის გაყვანის პოლიტიკა აქვთ, მაგრამ, მაინც. ეს პოლიტიკური და მორალური გამარჯვებაა)...
მთავრობამ გამოაქვეყნა აღიარებითი წერილი, რომ ჰესის მშენებლობაზე გაცემული საბუთები წესრიგში არ არის (იხ. ქვემოთ)...
უცხოეთის ელჩებმაც გაიგეს, რომ მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი მაფიოზურ, ანტისახალხო, ანტიეროვნულ, კორუფციულ გარიგებებს დებდა უცოელ ბიზნესმენებთან (მაფიოზებთან)...
საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგია მიღწეული...
ბოლო წლების განმავლობაში ასეთი კარგი შედეგი არ ჰქონია არც ერთ პოლიტიკოსს, არც ერთ პარტიას, არც ერთ საზოგადოებრივ ჯგუფს არც ერთ ლიდერს...
ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით რიონის მცველებს, რომლებიც დიდი ხანია ღია ცის ქვეშ, წვიმაში, ქარში, ყინვაში იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ხალხის ინტერესს...
ყოჩაღ მეგობრებო - თქვენ გამოგივიდათ, თქვენ პირველ გამარჯვებას მიაღწიეთ, თქვენ მაფიოზებს აჯობეთ! თქვენ უცხოელ დიპლომატებს გააგებინეთ სიმართლე!
ყოჩაღ!
წინ დიდი ბრძოლები გველის კიდევ!
ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ! მაფიოზები შეეცდებიან ახალი ხრიკები გამოიყენონ, ახალი ქრთამები გასცენ... ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად!
დანარჩენი? პოლიტიკური საკითხები მერე, ნელ-ნელა მოგვარდება!
გაგახაროთ ღმერთმა, როგორც მე გამახარეთ!
ვამაყობ, რომ ასეთი თანამემემულეები მყავს!
ხვალ პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეა!
ხვალ მერაბ კოსტავას დაბადების დღეა! ხვალ ექვთიმე ათონელის ხსენების დღეა! ხვალ პირველი პრეზიდენტის არჩევის დღეა!... ჩვენი ოქროპირი ექვთიმე, ჩვენი ტიტანი გმირები - მერაბი და ზვიადი, საქართველოს დამოუკიდბლობისათვის დაღუპული გმირები თქვენ დაგიჭერდნენ მხარს ამ საქმეში!
ისინი დარწმუნებული ვარ - გლოცავენ ზეციური საქართველოდან!
გილოცავთ მეგობრება წარმატებას და 26 მაისს!
თქვენი გაიოზ მამალაძე
---
(http://businesstime.ge/index.php?page=content&id=12295&MenuItemID=2&fbclid=IwAR2mU9nmaUPZFBEWnKXKV7NW6wBnS5f7m6NEVktZh6ApXKRPbWLrK0EUqWc)
https://publika.ge/saministros-uaryofiti-shefaseba-namakhvanis-khelshekrulebis-shesakheb/?fbclid=IwAR1oPBkQPgVu-UyzsY-j2XbxA5rmvVwGfFhqhkxMm_rBI8D-9keRQc5FFZY |
|
|
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. | წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა. |
| | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
|