საქართველოს სამეფო კლუბმა რამდენიმე ხნის წინ ინგუში პოეტი, დრამატურგი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ზვიად გამსახურდიასა და ქართველების დიდი მეგობარი, ისა ქოაძოი საქართველოს სამეფო კლუბის განსაკუთრებულ საპატიო წევრად აირჩია.
30 აპრილს, თბილისში გაიხსნა ინგუშური კულტურის ცენტრი. მისი ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელია ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ენათმეცნიერი, პედაგოგი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, სამეფო კლუბის საპატიო წევრი - ბატონი მერაბ ჩუხუა. ცენტრის ხელმძღვანელები არიან მარიამ ბეჟიტაშვილი და სარაჟდინ სულტიგოვი. ინგუშური კულტურის ცენტრის გახსნას დაესწრო ბატონი ისა ქოაძოი. მასთან ერთად, ინგუში ხალხის სხვა წარმომადგენლები და სტუმრები.
ინგუშური კულტურის ცენტრის გახსნას, ასევე, დაესწრნენ სამეფო კლუბის დამსახურებული წევრები, ბატონები: ვახტანგ ბახტაძე და დავით კლდიაშვილი, მიულოცეს ცენტრის დამაარსებლებს, სტუმრებს, დამსწრე ინგუშებს, ქართველებს და სტუმრებს ინგუშური ცენტრის დაარსება.
ბატონებმა, დავით კლდიაშვილმა და ვახტანგ ბახტაძემ, ჩვენი ერის სახელგანთქმულ მეგობარს, ბატონ ისა ქოაძოის, მისივე თანხმობით, გადასცეს სამეფო კლუბის განსაკუთრებული საპატიო წევრის სერთიფიკატი.
მადლობას ვუხდით დიდ კავკასიელ მოღვაწეს, ბატონ ისა ქოაძოის, რომ დათანხმდა საქართველოს სამეფო კლუბის განსაკუთრებული საპატიო წევრის წოდებას, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. სამეფო კლუბმა ბატონ ისას ასეთი მიმართვა გაუგზავნა:
ათასწლეულების წინ, ქართველების წინაპრები: ბარდოსი, ქართლოსი, ჰეროსი, ეგროსი და მათი ძმა, ინგუშების წინაპარი - კავკასოსი, კიდევ რამდენიმე ძმასთან ერთად, მოვიდნენ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში და დასახლდნენ უფლის მიერ მათთვის ნაბოძებ მიწაზე. მას მერე, იცავენ მათი შთამომავლები კავკასიას. დაახლოებით 2300 წლის წინ, ქართლოსის შთამომავალმა, ფარნაოზმა, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთმა შემოქმედმა, იქორწინა კავკასოსის შთამომავლის ასულზე და ამგვარად, ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიის დედამთავარი გახდა დურძუკი დედოფალი. საუკუნეების მერე ფარნავაზიანთა სახლის წარმომადგენლის ასულზე იქორწინა ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელმა, ამგვარად, ბაგრატიონთა დინასტიის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ფარნავაზიანთა და დურძუკიანთა შთამომავალმა ქალბატონმა. მას შემდეგ, ბაგრატიონების ქართული სამეფო იყო დურძუკების სამხრეთი ფორპოსტი და ინგუშეთი გახლდათ საქართველოს ჩრდილოური ფორპოსტი. მეოცე საუკუნეში კავკასიის თავისუფლების ახალი ერა შექმნეს ქართლოსისა და ეგროსის შთამომავალებმა, მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ, კავკასოსის შთამომავლებმა ჯოხარ დუდაევმა და ისა ქოაძოიმ და სხვებმა. გაცოცხლდა ლეგენდები, იშვა ახალი ლეგენდები - თარგამოსის შთამომავალთა ძმობისა, მეგობრობისა და თავისუფლებისათვის ერთ
 | ისა ქოაძოი, მერაბ ჩუხუა, ვახტანგ ბახტაძე, დავით კლდიაშვილი | ად ბრძოლისა. თვალწინ წარმოგვიდგა გაცოცხლებული წარსული იმ კავკასიისა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპის ხალხებს, ევროპისა და აზიის კულტურათა შეხვედრას და განვითარებას. ჩვენს თვალწინ გაცოცხლდა წინაპართა მიერ დასახული გზა, თავისუფლებისა და კულტურტრეგერებისა... ამ საქმეში უდიდესი დამსახურაბა მიუძღვის ბატონ ისა ქოაძოის, თავის ოჯახთან ერთად... თავისუფლების აღდგენას ბევრი შრომა, ბრძოლა და თავდადება დასჭირდა, ბევრი მსხვერპლიც მოჰყვა, როგორც ეს ადრე ხდებოდა, თუმცა, თავისუფლებაზე უარს არასოდეს ამბობდა ჩვენი წინაპარი, არც კულტურაზე და შეიქმნა ახალი კულტურული ერა, იდეოლოგიის, მწერლობის, პუბლიცისტიკის, თავისუფლების სიყვარულის... თავისუფლებისა და განვითარების შემადგენელი ნაწილად მიგვაჩნია საქართველოში ბაგრატიონ-ფარნავაზიან-კავკასიანთა დინასტიის ტახტის აღდგენაც - წართმეულის აღდგენა, სრული სახელმწიფოებრიობის აღდგენა.. ამ საქმეს ემსახურება საქართველოს სამეფო კლუბი და ამგვარად, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თუ ჩვენი ერის დიდი მოძმე, ჩვენი ზვიად გამსახურდიას სულიერი ძმა, ბატონი, ჩვენი ისა ქოაძოი თანახმა იქნება გახდეს საქართველოს სამეფო კლუბის განსაკუთრებული საპატიო წევრი. საქართველოს სამეფო კლუბი |