საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გარდაიცვალა სამეფო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლეგენდარული მოცეკვავე და კეთილშობილი ადამიანი - ომარ მხეიძე
სამეფო კლუბი
გარდაიცვალა სამეფო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლეგენდარული მოცეკვავე, შესანიშნავი შმოქმედი და კეთილშობილი ადამიანი - ომარ მხეიძე.
სამეფო კლუბი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და სრულიად საქართველოს!
ომარ მხეიძის ბიორგაფია
ომარ მხეიძე,დაიბადა 1935 წლის 25 აპრილს ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში. 

1953-1984 წლებში ცეკვავს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში წამყვან მოცეკვავედ. 

1971 წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება. ცხოვრობს ქ. თბილისში. საქართველოს სახალხო არტისტის ომარ მხეიძის ბიოგრაფია 30 წელი საქართველოს ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთანაა დაკავშირებული. როგორც მოცეკვავემ, ანტონ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით ფეხი თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ქორეოგრაფიული წრიდან აიდგა. 

1953 წლიდან ის საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო ანსამბლის (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი) სოლისტია. იმავე წელს სწორედ აქ შეამჩნიეს იგი და მიიწვიეს სუხიშვილების ანსამბლში. ბრწყინვალე ქართული გარეგნობა, ინდივიდუალიზმი და არტისტიზმი, პლასტიკურობა, პროფესიის სიყვარული და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა მუდამ გამოარჩევდა ამ უზადო ხელოვანს. 

ომარ მხეიძემ უზარმაზარი როლი ითამაშა ქართული ხალხური ცეკვის განვითარების საქმეში. "ომარ მხეიძე ქართული ხასიათის განსახიერებაა"; "მან შექმნა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში გმირის სახე"... "ომარ მხეიძის ცეკვაში არ არსებობს შეუსრულებელი ილეთები"... "მფრინავი ვეფხვი", "ანსამბლის არწივი" - ასე აფასებდნენ მას სპეციალისტები თუ მაყურებელი. 
1984 წელს მან დატოვა მშობლიური ანსამბლი. 

ამჟამად ომარ მხეიძე თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების კათედრის კონსულტანტია.ასევე ომარ მხეიძე ითვლება საქართველოს ჩოხოსანთა მოძრაობის ერთეთ თვალსაჩინო ლიდერად.

2004 წლიდან ომარ მხეიძე არის საქართველოს სამეფო კლუბის წევრი. არჩეულია სამეფო კლუბის ღვაწლმოსილ წევრად.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

2015 წელს, 80 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, ქართული კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალური სიგელით დალოცა XX საუკუნის გამოჩენილი მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრი ომარ მხეიძე

2015 წელს აირჩიეს საქართველოს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილ წევრად.

2000 - თბილისის საპატიო მოქალაქე

1996 - ღირსების ორდენი

1971 - საქართველოს სახალხო არტისტი

1963 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq