მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II, ელისაბედ ალექსანდრა მერი უინძორი (ინგლ. Her Majesty Queen Elizabeth II, Elizabeth Alexandra Mary Windsor) დ. 21 აპრილი, 1926, ლონდონი — გ. 8 სექტემბერი, 2022, ბალმორალის მამული — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური 2022 წლამდე, მის გარდაცვალებამდე. ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ელისაბედ II ასევე იყო თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა), ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.
ელისაბედი დაიბადა 1926 წლის 6 თებერვალი, იორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი მეუღლის, ელისაბედის ოჯახში. განთლება მიიღო სასახლეში. მამამისი ტახტზე ავიდა 1937 წელს, ხოლო მისი მემკვიდრე სწორედ ელისაბედი იყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და ჰყავდა ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი.
ელისაბედი 1926 წელს დაიბადა. იგი მოინათლა ბაკინგემის სასახლეში და იორკის არქიეპისკოპოსმა უწოდა მას დედის სახელი. თავდაპირველად, ელისაბედს უჭირდა საკუთარი სახელის წარმოთქმა და საკუთარ თავს ლილიბეთს ეძახდა, სწორედ ამიტომ შეარქვა მას მამამისმა ეს ზედმეტსახელი. ელისაბედმა განათლება სასახლეში თავის უმცროს და მარგარეტთან ერთად მიიღო.
ელისაბედი თავდაპირველად არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. მისი ბიძა, უელსის პრინცი ედუარდი ახალგაზრდა იყო და სწორედ მას ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ ჯორჯ V-ის გარდაცვალების შემდეგ ედუარდმა უარი თქვა ტახტზე და იგი ელისაბედის მამა ჯორჯ VI-მ დაიკავა, ხოლო ელისაბედი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ელისაბედი შოტლანდიაში იმყოფებოდა, მაგრამ ლონდონში დაბრუნდა. როცა შეტევა ლონდონზე მიიტანეს, მეფემ და მისმა ოჯახმა უარი განაცხადა, რომ კანადაში გამგზავრებულიყო.
1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად. მან განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა ომი კარგად დამთავრებულიყო.
ელისაბედი მართლაც ყველაფერს აკეთებდა. იგი ცდილობდა ხალხის გამხნევებას, ის უარს არ ამბობდა ემუშავა მუშად და მექანიკოსადაც კი. ის, რომ პრინცესაც ჩართული იყო საქმის მოგვარებაში, ხალხს მეტი სტიმული ეძლეოდა. 1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, ელისაბედი ლონდონელებთან ერთად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვებას.
ელისაბედი დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა თავის მომავალ მეუღლეს. მათი სიყვარული მაშინ დაიწყო, როცა ისინი მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ელისაბედი სულ რაღაც 13 წლის იყო. ფილიპმა და ელისაბედმა ერთმანეთთან მიწერ-მოწერა დაიწყეს. 1947 წლის 20 ნოემბერს ფილიპი და ელისაბედი დაქორწინდნენ. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ VI გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით. ამგვარად, ელისაბედ II მონარქი გახდა 1952 წლის 6 თებერვალს, მამის - ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ. იმ დროს ის მეუღლესთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა კენიაში. ამიტომ, კორონაციის ცერემონია შედგა მხოლოდ მოგვიანებით. კორონაცია პირველი საერთო ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა იყო, რომელიც ნაჩვენები იქნა ტელევიზიით - მიუხედავად იმისა, რომ უინსტონ ჩერჩილი და ბრიტანეთის ეკლესია დაბეჯითებით იყვნენ წინაღმდეგნი. მომავალი დედოფალი და მრჩევლები თავისაზე იდგნენ: „ ჩემი რომ ირწმუნოს ხალხმა, უნდა დამინახოს!“- თქვა ელისაბედმა. „BBC“-ის მიერ ორგანიზებული ტრანსლაცია ნახა 27-მა მილიონმა კაცმა დიდ ბრიტანეთში და 100-მა მილიონმა მთელ მსოფლიოში. ითვლება, რომ ეს იყო შემობრუნების ეპიზოდი ტელევიზიის ისტორიაში. ელისაბედმა გვირგვინის ტარება დაიწყო ცერემონიამდე სამი კვირით ადრე. არ იხდიდა მას არც საუზმისას, არც სეირნობისას. ასე ემზადებოდა ის კორონაციისათვის; არადა, 275 ძვირფასი ქვით მოოჭვილი გვირგვინი სამ კილოგრამზე მეტს იწონის. ც ხადია, მას სჭირდებოდა დრო ასეთი სიმძიმის ტარების შეჩვევისათვის.კორონაციის ცერემონია ჩატარდა წმინდა პეტრეს ტაძარში ვესტმინსტერში. პირველი მეფე, რომელიც აქ დაგვირგვინდა იყო ჯერ კიდევ ვილჰელმ I დამპყრობელი (5.12.1066 - 09.09.1087). მას შემდეგ ყველა ბრიტანელმ მონარქმა სწორედ ამ ეკლესიაში დაიდგა გვირგვინი. კორონაციის დღე აღინიშნებოდა თანამეგობრობის ყველა ქვეყანაში. გამოიცა საფოსტო მარკები. პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებდა „BBC“. მთელი თავისი სიცოცხლის გამავლობაში დედოფალი ელისაბედი ერთგულად ემსახურა თავის ხალხს. დედოფალი გარდაიცვალა 2022 წლის 8 სექტემბერს.
|