|
გაზაფხულის ეროვნული დღესასწაულები - ზვიადობა 2024-დან მერაბობა 2024-ის ჩათვლით გაიოზ მამალაძე
31 მარტს ზვიად გამსახურდია 85 წლის გახდებოდა!
დიდი იდეოლოგისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის - საქართველოსათვის წამებული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და მისი მეთაურობით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად უნდა გაიმართოს სახალხო ზეიმი ზ ვ ი ა დ ო ბ ა 2024.
კარგი იქნება, რომ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ მისი მომზადების საქმეში და ეს დღესასწაული გაიმართოს საქართველოს ყველა ქალაქში და იქცეს საერთო-სახალხო ზეიმად.
საქართველოს დამოუკიდებლობის ძველ დღესასწაულზე და მერაბ კოსტავას დაბადების დღეს, 26 მაისს, უნდა გაიმართოს მერაბობის დღესასწაული (თავისუფლების დღესასწაულის დასკვნითი დღე). მერაბ კოსტავაც 85 წლის გახდებოდა.
აქვე გავიხსენოთ რომ 26 მაისს აღინიშნება საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი მნათობის, ექვთიმე (ეფთვიმე) ათონელისა და წმიდა ღირსმოწამეთა, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილთა (XIII) ხსენების დღე.
ეს ორი დღესასწაული, ზვიადობა და მერაბობა უკავშირდება ჩვენს სამშობლოს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა-აღორძინებას, როგორც გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, ისე გააღვიძა და ააღორძინა ამ ორმა ტიტანმა ქართველ ხალხში ეროვნული გრძნობა, ამიტომ მათი იუბილეები ყოველ გაზაფხულს უნდა აღვნიშნოთ, ეს უნდა იყოს გაზაფხულის სახალხო დღესასწაულები - ქართველი ხალხის თავისუფლების დღესასწაულები.ზვიადობა (31 მარტი) და მერაბობა (26 მაისი) 2024 - თავისუფლების ეროვნული დღესასწაული.
რა თქმა უნდა, თავისუფლების დღესასწაული მოიცავს 9 აპრილსაც (საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე), 14 აპრილს (სახელმწიფო ენის დღე), ლაზარეს შაბათს (ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ) და რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესაც, 26 მაისს... |
|
|
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. | წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. |
| | | |
|