საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო კლუბის სამშვიდობო მიმართვა ქართველი ერისადმი, საქართველოს ეკლესიისადმი, მთავრობისადმი
სამეფო კლუბი

მთავრობამ უკვე მეორედ შემოიტანა კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,,


შეგახსენებთ, რომ შარშან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობოებისა და ახალგაზრდობის პროტესტის, ასევე დასავლელი პარტნიორების რჩევის შედეგად, აღნიშნული კანონი უკან გაიწვიეს.


სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტი მონდომებითა და დაჟინებით ცდილობს იგივე კანონის დამტკიცებას. ამ პროცესებს საეჭვოდ დაემთხვა ანტიდასავლური პროპაგანდის მთელი სიმძაფრით გააქტიურება: გახშირდა საქართველოს ევროპული გზის მომხრე საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ წინააღმდეგ ამოქმედდა შავი პიარი და აღნიშნული კანონის მოწინააღმდეგეებს, ყველას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებად ან გარყვნილების პროპაგანდისტებად აცხადებენ.


კანონპროექტი არის ძალიან დაუხვეწავი, გაუმართავი, სინამდვილეში არის არა გამჭვირველობის დასამკვიდრებელი, არამედ, ფაქტობრივად ყველასთვის, ვისი ორგანიზაციაც გრანტს მოიპოვებს საზღვარგარეთიდან, აგენტის სინონიმის, „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლის“ დამრქმევი. აღნიშნული კანონის ამოქმედება უამრავ ადამიანს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეში, შეურაცხყოფას მიაყენებს სიტყვა აგენტის ან მისი სინონიმის (უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებელი) გამოყენებით (რაც ადამიანის ღირსებისა და უფლებების უგულებელყოფაა) და რაც ფაქტობრივად არის კუდიანებზე ნადირობა. კანონპროექტი კიდევ სხვა რამდენიმე პრინციპით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ადამიანის უფლებებს, არის ტოტალიტარული და საფრთხედ ოკუპანტი ქვეყანა და მისი ინსტიტუციები არ არის გამოცხადებული.


ევროპული ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაწეული ფინანსური დახმარება არაა მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოსთვის ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივაზე. საქართველოსთვის კი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე დარჩენა რუსეთის ბოროტების იმპერიის კლანჭებში ჩავარდნის ტოლფასია.


გავიხსენოთ უახლესი ისტორია, გავიხსენოთ წმინდა პატრიარქი ამბროსი ხელაია, გავიხსენოთ “სიკვდილის ცელით" როგორ შემოდიოდა რუსეთი საქართველოში, გვისპობდა მოაზროვნე და პატრიოტ ქართველებს, ანადგურება ჩვენს ეკლესია-მონასტრებს, ეწეოდა რუსიფიკაციას. დღესაც სასტიკ დანაშაულს სჩადის მეზობელი და უახლოესი ნათესავი ერის სახელმწიფოს, უკრაინის მიმართ. ეს ომი მთელ ცივილიზებულ სამყაროს ეხება. უკრ

აინის თავგანწირვა დასაფასებელია ბოროტი გველეშაპის წინააღმდეგ ბრძოლაში. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რუსეთმა მიზანს მიაღწიოს, თორემ შემდეგი უკვე საქართველო იქნება.


თუ რა შედეგებს მოიტანს რუსეთის აქ შემოსვლა, ანტიდასავლურად განწყობილი ადამიანებისთვის ნათელი რომ გახდეს, საკმარისია, გავეცნოთ რუსეთში ადამიანების უფლებადამცველთა ჯგუფის "გულაგუ ნეტ"-ის მიერ გასაჯაროვებულ მასალებს, თუ როგორ იდევნებიან რუსეთში თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის ადამიანები, რა სისასტიკით ძალადობენ მათზე საპატიმროებში და ა.შ.


კანონპროექტი სინამდვილეში არის არა გამჭვირველობის დასამკვიდრებლად, არამედ, ფაქტობრივად ყველასთვის, ვისი ორგანიზაციაც გრანტს მოიპოვებს საზღვარგარეთიდან, აგენტის სინონიმის, „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლის“ სახელის შერქმევისათვის შექმნილი.


სახიფათოა, ასევე, ხელისუფლების გადაწყვეტილება 29 აპრილს, დიდ ორშაბათს, ვნების კვირის პირველ დღეს ამ კანონის მეორედ მოსმენის ჩანიშვნა და მხარდამჭერთა მობილიზაციისკენ მოწოდება. კანონპროექტის მოწინააღმდეგე ახალგაზრდობის აქციები უწყვეტი და პერმანენტულია. ვინ იძლევა გარანტიას, რომ პროვოკაციის მომწყობი აგენტები არ იქნებიან ორივე აქციის მონაწილეთა შორის და არ მოხდება რაიმე უბედურება?! რატომ რისკავს ხელისუფლება და იღებს თუ არა პასუხისმგელობას საკუთარ თავზე?!


განსაკუთრებით სახიფათოა აღნიშნული კანონის მესამედ მოსმენის დანიშვნა 17 მაისს... ამ თარიღს და მასთან შესაძლო დაკავშირებულ საშიშ მოვლენებზე საუბარიც არ გვინდა.


მივმართავთ საქართველოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ასევე პატრიარქის თანამოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს და ღვთისმსახურებს - მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ დაუშვას თანამოქალაქეებს შორის დაპირისპირება, გააუქმოს ვნების კვირაში, მძიმე მარხვის დროს, დიდ ორშაბათს ჩანიშნული შეკრება და კანონის მესამედ მოსმენის 17 მაისს ჩატარება.


მივმართავთ ხელისუფლებას - შეაჩერეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" მიღების პროცედურები და დაიწყეთ მუხლობრივი საჯარო განხილვები საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობით.


წმინდა სინოდს ვთხოვთ, თუ მთავრობა ყურად არ იღებს ამ სამშვიდობო მოთხოვნებს, თქვენი ავტორიტეტით მიმართოთ საპროტესტო აქციის ახალგაზრდობას, 29 აპრილს და 17 მაისს არ გამოვიდნენ ქუჩაში პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით.


ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი!

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

19 მაისი - ხსენება მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილისა
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე.
19 მაისი - ხსენება წმიდა მართალი იობ მრავალვნებულისა (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი.
gaq