საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

კიდევ არის შანსი - საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს
სამეფო კლუბი

ბატონო ირაკლი, თქვენი და ამერიკის შეერთვებული შტატების მთავრობის წამომადგენლის, ჯიმ ო’ბრაიანის შეხვედრის დროს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გარკვეული კომპრომისული შეთანხმება მოხდა, კერძოდ - ვეტოს დაძლევის დროს, შესაძლებელია ზოგიერთი ცვილილების შეტანა კანონში „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“.
ასეთი კომპრომისი, ვფიქრობთ აუცილებელია, ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვისათვის.ამერიკის მხარე კანონის შეცვლის შემთხვევაში განიხილავს საქართველოსთან სავიზო მიმოსვლის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებს და სამხედრო დახმარების გაზრდას.
ამგვარად, აღნიშნული კანონის ცვლილება მოგვცემს ახალ დივიდენდებსაც.
ბატონო პრემიერო, აუცილებელი კომპრომისი საშუალებას მისცემს ჩვენს სამშობლოს, - რომლის 20 % ოკუპირებულია, რომლის ეკონომიკას განვითარებას სჭირდება მეგობრული ქვეყნების დახმარება, რომლის ჯარსაც უკეთესი აღჭურვა და სტუდენტებს ამერიკაში განსწავლა, - შევინარჩუნოთ ჩვენს უმთავრეს სტატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტაბთან მეგობრული ურთიერთობა. ო’ბრაიანის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ეს იქნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზა“.
და ეს გამორიცხავს ხელისუფლების წარმომადგენელთა დასანქცირებასაც.
ბატონო ირაკლი, „სამეფო (მონარქისტული) კლუბი სთხოვს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ამერიკელი მეგობრების თხოვნა, გაითვალისწინოს სამეფო კლუბის თხოვნა და ცვლილებები შეტანილი იქნეს კანონში (კერძოდ: კარგი იქნება კანონის სათაური იყოს „კანონი უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ“; შეიცალოს მე-4 მუხლი, ჩამოყალიბდეს სტიგმებისა და უხერხული ტერმინების გარეშე („უცხოეთის ინტერესების გამტარებელი“, რაც სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს და რაც შეეხება უამრავ ორგანიზაციას); და შეიცვალოს მე-8 მუხლი, გაურკვეველი განცხადებების საფუძველზე ორგანიზაციების შემოწმებისა და მასში მომუშავეთა პირადი, საერთაშორისო კანონით დაცული მონაცემების გამოთხოვის ვალდებულება...
სამეფო კლუბი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრისა და კომპრომისების მიღწევის საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღებისათვის.
პატივისცემით - სამეფო კლუბის სიკერი გაიოზ მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq