საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

იქმნება თანასწორი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების მოსამზადებელი ეროვნული საბჭო
გაიოზ მამალაძე

თანასწორი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების მოსამზადებელი ეროვნული საბჭო

 

ჩვენი ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, მორალურ და დემოგრაფიულ კრიზისშია. ახალგაზრდობა ტოვებს ქვეყანას, უამრავი მიგრანტი მოაწყდა ჩვენს სამშობლოს და მათთვის გამარტივებულია ბინადრობისა და მოქალაქეობის მიღება, რაც დემოგრაფიული კატასტროფისკენ მიგვაქანებს.

ყველაზე სავალალო ისაა, რომ ქვეყანაში გაბატონებულია სიძულვილი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ელიტებს შორის.

ქართველთა უმრავლესობა იტანჯება აღნიშნული კრიზისისა და სიძულვილის გამო. საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ აქვს პოლიტიკურ პროცესებზე დადებითად ზემოქმედების საშუალება. გართულებულია არჩევნებში სრუფასოვნად მონაწილეობა, როგორც პარტიებისათვის, ისე ამომრჩევლისთვის, ვინაიდან, ამომრჩევლისთვის ხმის მიწვდენა, ამომრჩევლებსა და პოლიტიკოსებს შორის კავშირი აქვს მხოლოდ ერთ ფენას, ძალიან მდიდრებს, რომლებსაც აქვთ ტელევიზიების დაქირავების თანხები ან თავისი პოლიტიკურ-პარტიული ტელევიზიების გამო, რომლებიც ისე ხატავენ სურათს, თითქოს მათი პარტიის გარდა სხვა ყველა მოღალატე იყოს, მეტიც, თითქოს მათ ალტერნატივა არ აქვთ. ძალიან ძვირი ღირს საეთერო დრო, ძალიან ძვირი ღირს პოლიტიკური რეკლამა, განსაკუთრებით ძვირდება ეს ყველაფერი საარჩევნო პერიოდში.

ამგვარად, საშუალო ფენას, საქართველოს საზოგად

ოების დიდ ნაწილს არ შეუძლია შეცვალოს სიტუაცია, დაძლიოს პოლიტიკურ ელიტების მიერ დათესილი სიძულვილი და გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან.

ეს ყველაფერი მომდინარეობს საარჩევნო კოდექსიდან, რომელიც მორგებულია ხელისუფლებისა და მდიდრების ინტერესებზე და რომელიც აუცილებელია რომ შეიცვალოს!

საარჩევნო კადექსის დემოკრატიზაციის მიზნით, თანასწორი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მინით გადავწყვიტეთ შევქმნათ პარიტეტული, ზეპარტიული, ზეიდეოლოგიური ეროვნული საბჭო, რომელიც მოამზადებს და საზოგადოებას და პარლამენტს წარუდგენს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.

აღნიშნულ საბჭოს ერქმევა - თანასწორი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების მოსამზადებელი ეროვნული საბჭო, რომელშიც მონაწილეობისთვის მოვუწოდებთ პოლიტოლოგებს, იურისტებს, პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოების წარმომადგენლებს.

 გიორგი ბურჯანაძე

გაიოზ მამალაძე

ბესარიონ ბოჭორიშვილი

გიორგი კუჭავა


მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq