4 ოქტომბერი და მომდევნო დღეები მშვიდობიანად უნდა გავიაროთ. ჩვენ ყველა ქართველები ვართ, ეროვნებითა თუ მოქალაქეობის მიხედვით და როგორც დიდმა წინაპრებმა დაგვიბარეს, გვაქვს ვალდებულება ერთმანეთისადმი მავასხელობითი (სავალდებულო) სიყვარული გვქონდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანას მშვიდობა და განვითარება არ ექნება. ყველამ უნდა გაიაზროს რომ საქართველოს გარე მტრებმა შეიძლება გამოიყენონ ისეთი ვითარება, თუ ჩვენ ერთმანეთს ფიზიკურად დავუპირისპირდებით. საქართველოს სამეფო კლუბი მოუწოდებს ყველას, მაქსიმალურად გამოვიჩინოთ სიფხიზლე და ურთიერთპატივისცემა. ვფიქრობთ საჭიროა, ურთიერთგაგებისთვის დაწყებულ იქნას მოლაპარაკებები. საქართველოს სამეფო კლუბი მზად არის იყოს შუამავალი და მომრიგებელი, ურთიერთდაპირისპირებულ, საზოგადოების გახლეჩილ ნაწილებს შორის. საზოგადოება რომ სამ ნაწილადაა გახლეჩილი, ცხადია. ერთი ნაწილი მხარს უჭერს ხელისუფლებას, მეორე ნაწილი დაპირისპირებულია ხელისუფლებისადმი, მესამე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილი კი პოლიტიკოსებისადმია დაპირისპირებული და აღნიშნული კრიზისის ავტორად ახალ და ძველ ხელისუფლებას თვლის. ჩვენ არ განვსჯით ვინ არის მართალი ან მტყუანი, ან უფრო მართალი ან უფრო მტყუანი. ჩვენთვის მთავარია ქვეყანას ავაცლოთ კიდევ უფრო მეტი რყევები, პოლიტიკური იქნება, გეოპოლიტიკური თუ მორალური. სამეფო კლუბი მოგიწოდებთ ურთიერთსიყვარულისკენ! |