საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლეონარდო დი კაპრიო და კემერონ დიასი სტუმრად მონაკოს მთავარ ალბერთან
სანამ კანში პაპარაცები დასდევდნენ მსახიობებს, მონტე-კარლოში ავტორბოლები დაიწყო - ამ დღეებში მონაკოში ჩატარდა ”F1”-ის მორიგი ეტაპი. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით მთავარმა ალბერმა თავისთან მიიწვია ლეონარდო დი კაპრიო, კემერონ დიასი, დავიდ განდი და სხვა ცნობილი პირები.
სამეფო ოჯახი ყვავილების გამოფენაზე
ლონდონში ყვავილების უმდიდრესი გამოფენის - „Chelsea Flower Show“-ის გახსნის წინა დღით მას ტრადიციულად ესტუმრნენ სამეფო ოჯახის წევრები: დედოფალი ელისაბედ II , ედინბურგის ჰერცოგი ფილიპე, პრინცი ჩარლზი, ჰერცოგინია კამილა, პრინცი ჰარი, პრინცი ედვარდი.
8 წლის უკრაინელ გოგონას სწერენ მეფეები და დედოფლები
ეს პატარა გოგონა, ვოლინში მცხოვრები მარია მოვჩანი მხოლოდ 8 წლისაა. მას კი აღდგომის მისალოცი ბარათები მოსდის მონარქებისაგან მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მარიას უკვე ორი წელია მომოწერა აქვს ნამდვილ დედოფლებთან, პრინცებთან და პრინცესებთან. და ყოველ მათგანს გულწრფელად ეპატიჟება მშობლიურ კოველში.
თქვენი ფსონი, ბატონებო!
დიდ ბრიტანეთში ბუკმეიკერული ბუმია პატარა კემბრიჯელის მომავალ დაბადებასთან დაკავშირებით - ფსონი იდება ყველაფერზე!
ვალერია ნოვოდვორსკაია ოცნებობს კონსტიტუციურ მონარქიაზე!
„მე ვიჯექი გრძელ რიგში აშშ-ის ვიზის მისაღებად და გონებაში ვწყევლიდი ბოლშევიკებს, რკპ(ბ)-ს, სკკპ-ს, რფკპ-ს, ”მემარცხენე ფრონტს” და საერთოდ წითელთან მიახლოებულ ყველა შეფერილობას და ნეტარებით წარმოვიდგენდი, რა მძლავრი, მდიდარი და განათლებული შეიძლება გამხდარიყო რუსეთი, რომ არა 1917 წელი (1941-იც ხომ არ იქნებოდა მაშინ). და ყველა სხვა ქვეყნები როგორ იქნებოდნენ ჩამომსხდარნი და როგორ იდგებოდნენ რიგში ჩვენთან ვიზის მისაღებად - ჩვენს წინწასულ ბრიტანულის მაგვარ კონსტიტუციურ მონარქიაში!
დიანა ბაგრატიონის ამერიკულმა ფონდმა ნიუ-იორკში გამართა საქველმოქმედო აქცია კიბოთი დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.
დიანა ბაგრატიონის ამერიკულმა ფონდმა გამართა ნიუ-იორკში მორიგი საქველმოქმედო აქცია კიბოთი დაავადებული იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც მკურნალობენ ნიუ-იორკის მემორიალ სლოან-კეტერინგის ონკოლოგიურ ცენტრში და თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.
პრინცი ჩარლზი წყვეტს საკუთარ ბიზნეს-საქმიანობას
„Reuters“-ის ცნობით, პრინცმა ჩარლზმა დახურა თავისი ხილ-ბოსტნეულის მაღაზია „The Veg Shed“, რომელიც 8 წლის წინ გახსნა. პრინცმა სავაჭრო ბიზნესზე უარი თქვა ძლიერი კონკურენციის გამო.
სენატორი მაკკეინი: „პრინცი ჰარი ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდად მეჩვენა“
დედოფალ ელისაბედ II-ის შვილიშვილი, ბრიტანეთის პრინცი ჰარი ხუთშაბათს ეწვია ვაშინგტონს, სადაც მას მასპინძლობა გაუწიეს აშშ-ის პირველმა ლედიმ და რესპუბლიკელთა თვალსაჩინო წარმომადგენელმა - ჯონ მაკკეინმა.
XVI საუკუნის შვედი მეფის რეგალიები აღმოაჩინეს გადასაზიდ ტომრებში
შვედეთის პოლიციამ უჩვეულო განძს მიაგნო. ცენტრალური შვედეთის ტრასაზე ნაგვის ტომრებში აღმოჩნდა სკიპტრა და გვირგვინი, რომლებიც ეკუთვნოდა XVI საუკუნის მონარქს, მეფე იუჰან III-ეს.
ელისაბედ II თანდათან იხსნის პასუხისმგებლობებს
ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-ემ განაცხადა, რომ იწყებს საკუთარ უფლებამოსილებათა ვაჟიშვილის - პრინცი ჩარლისათვის გადაცემას. ამასთან ერთად, დედოფალი მნიშვნელოვნად შეზღუდავს საზღვარგარეთული ვიზიტების რაოდენობასაც.

მამული, ენა, სარწმუნოება

7 (20) იანვარი - კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ წმიდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის ამ უწმიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტებში. ამ ტრადიციის მიხედვით, ნათლისღების შემდგომ, 7(20) იანვარს აღინიშნება ხსენება ნათლისმცემლისა უფლისა - იოანესი. იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”.
ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq