|
პალეოლოგოსები (ბერძნ. Παλαιολόγοι) — ბიზანტიის
იმპერიის
უკანასკნელი
და
ყველაზე
ხანგრძლივად
მმართველი
სამეფო
დინასტია.
იმპერიას
განაგებდნენ
2 საუკუნის
განმავლობაში
1261 წლიდან
— მიხეილ
VIII-ს
მიერ
კონსტანტინოპოლის
ჯვაროსნებისაგან
გათავისუფლების
მომენტიდან,
1453 წლამდე
— ოსმალების
მიერ
კონსტანტინოპოლის
დაცემამდე.
დინასტიას
ენათესავებიან
კანტაკუზენები.
პალეოლოგოსების
მმართველობის
პერიოდს
ემთხვევა
ბიზანტიის
კულტურის
უკანასკნელი
აღზევება,
რომელიც
ცნობილია
პალელოგოსების
აღორძინების
სახელით,
ამავე
დროს
მათი
მმართველობის
პერიოდს
დაემთხვა
ქვეყნის
ტერიტორიის
შემცირება
და
საბოლოოდ
დამხობა. პალეოლოგოსები მართავდნენ ბიზანტიის იმპერიას, მორეის დესპოტატს და მონფერატის საგრაფოს.
პალეოლოგოსების წარმოშობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. არსებობს მოსაზრება, რომ ესაა ბერძნული წარმოშობის დინასტია.
გარდა ამისა არის მოსაზრება რომ პალეოლოგოსები წარმოშობით მცირე
აზიიდან
არიან.
საინტერესოა,
რომ
მათი
სიმბოლო,
ორთავიანი
არწივი,
პირველად
დასტურდება
სწორედ
ამ
რეგიონში
მდებარე
ხეთების
სამეფოში
.
დინასტიის პირველი ცნობილი წევრია ნიკიფორე პალეოლოგოსი. მას ეკავა
მესოპოტამიის
მმართველის
თანამდებობა,
რომელიც
მიიღო
იმპერატორ
ნიკიფორე
III ბოტანიატეს
წინაშე
გაწეული
დამსახურებისათვის.
ნიკიფორე
პალეოლოგოსი
გარდაიცვალა
1081 წელს
ნორმანების
მიერ
ქალაქ
დურესის
ალყისას.
ნიკიფორეს შვილი გიორგი პალეოლოგოსი იყო იმპერატორ ალექსი I კომნენოსის აქტიური მომხრე[3], იცავდა ქალაქ დურესს ნორმანების ლიდერ რობერტ გუისკარისაგან. დინასტიის შემდეგი
წარმომადგენელი
მიხეილი
(სავარაუდოდ,
გიორგი
პალეოლოგოსის
შვილი)
იბრძოდა
სამხრეთ
იტალიაში
სიცილიის
მეფე
ვილჰელმ
II-ს.
ანდრონიკე პალეოლოგი, სამხედრო მეთაური - იბრძოდა ქვეყნის მტრების ლათინთა იმპერიის, ვენეციისა და გენუის წინააღმდეგ. 1246 წელს ნიკეის
იმპერიის
მიერ
თესალონიკის
დაპყრობის
შემდეგ,
ანდრონიკე
დაინიშნა
მის
მმართველად.
მიუხედავად
ამისა,
თეოდორე
II ლასკარისი,
პალეოლოგოსებში
ხედავდა
მისი
მმართველობის
წინააღმდეგ
მიმართულ
საფრთხეს[4].
ბიზანტიის იმპერატორები
მიხეილ VIII
ანდრონიკე II
მიხეილ IX
ანდრონიკე III
იოანე V
ანდრონიკე IV
იოანე VII
ანდრონიკე V
მანუელ II
იოანე VIII
კონსტანტინე XI
მორეის დესპოტები [რედაქტირება]
თეოდორე I პალეოლოგოსი
თეოდორე II პალეოლოგოსი
დიმიტრი პალეოლოგოსი
თომა პალეოლოგოსი
ანდრეი პალეოლოგოსი
მონფერატის მარკიზები [რედაქტირება]
თეოდორე I
ჯოვანი II
ოტონ III
ჯოვანი III
თეოდორე II
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ბიზანტიის იმპერია
მორეის დესპოტატი
ბიზანტიის იმპერატორების სია
კანტაკუზენები
ანგელოსები
კომნენოსები |