საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > ევროპის სამეფო დინასტიები

ოლდენბურგების დინასტია

ოლდენბურგების დინასტია (დან Oldenborgske slægt, გერმ Haus Oldenburg) — გერმანული წარმოშობის საგვარეულო, რომლის განშტოებებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მეფობდნენ. ოლდენბურგთა პირდაპირი ხაზი 1448-1863 წწ დანიაში მეფობდა, 1523 წლამდე კი დანიის პირად უნიაში შვედეთი და ნორვეგიაც ერთიანდებოდნენ (კალმარის უნია), ხოლო 1814 წლამდე დანია-ნორვეგიის უნიას უდგნენ სათავეში.

 

ოლდენბურგების მამრობითი ხაზით შთამომავლებად შეიძლება ჩაითვალონ უკანასკნელი რომანოვები (1762-1917), შვედეთის მეფეების ჰოლშტეინ-გოტორპის დინასტია 1751-1818 წწ, გლუქსბურგების დანიური, ნორვეგიული და ბერძნული შტო, ბერძენი გლუქსებურგებიდან კი მაუნთენბერი-უინძორების ბრიტანული განშტოება (ელისაბედ II შვილებით დაწყებული).

საგვარეულოს ისტორია

 

დინასტიის ისტორია ჩრდილოეთ გერმანიის ოლდენბურგის საგრაფოს მმართველი გრაფების საგვარეულოდან იწყება. ოლდენბურგების დიდჰერცოგული სახლის პირველი ცნობილი წინაპარი მატიანეში 1091 წელს ნახსენები ეგილმარი იყო, ლერიგაუს გრაფი (გ. 1108). მისი ვაჟი გერმანიის ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე მდებარე ოლდენბურგის გრაფი გამხდარა; გვარის საგრძნობი ამაღლება XV საუკუნეში დაიწყო, როდესაც ეგილმარის შთამომავალი გრაფი დიტრიჰ ბედნიერი შლეზვიგ-ჰოლშტეინის ჰედვიგის ჰერცოგ გერჰარდ VI ქალიშვილზე დაქორწინდა. მათი უფროსი ვაჟი ქრისტიანი ბიძამისის, შლეზვიგ-ჰოლშტეინის ჰერცოგ ადოლფ VIII თანადგომით 1448 წელს დანიის მეფედ აირჩიეს, 1450 წელს კი ნორვეგიის, ხოლო 1460 წლის მერე, ანუ ადოლფის გარდაცვალების შემდეგ, მისი საჰეროგოს მმართველადაც. მან დაუდო დანიურ სამეფო დინასტიას სათავე, რომელიც 1863 წელს მეფე ფრიდრიხ VII გარდაცვალებით დასრულდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq