საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

"მეფე ყოველთა ესპანელთა" (დაბადების დღისადმი)
გაგა გობრონიძე
ესპანეთის ყოფილი მეფე 78 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გავიხსენოთ გაგა გობრონიძის სტატია, რომელიც ეძღვნება ესპანეთის ყოფილ ლიდერს.
georoyal.ge

1981 წლის 23 თებერვალია...

ესპანურ კორტესებში მიმდინარეობს კენჭისყრა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა განიხილება. ამ დროს, დარბაზში 200 მეავტომატე შემოიჭრა, რომელთაც წინ ესპანური ჟანდარმერიის სამოქალაქო გვარდიის ვიცეპოლკოვნიკი ტეხერო მოლინა მოუძღოდა. პუტჩისტების მიზანი იყო პარლამენტის დათხოვნა და 'სამხედრო ხუნტის" შექმნა. ესპანური "ფალანგა" დიდი რევანშისთვის ემზადება. ქვეყანა სისხლის ღვრის საფრთხის წინაშე დადგა. 17 საათის განმავლობაში კორტესები ოკუპირებული აქვთ ამობოხებულებს და ქვეყნის მომავალი სასწორზე დგება. 

და ამ დროს, ასპარეზზე გამოვიდა მეფე ხუან კარლოს დე ბურბონი. ჯერ ხალხს მიმართა ტელევიზიით და მთელ ესპანეთს მოუწოდა დემოკრატიული რეფორმების დასაცავად დამდგარიყვნენ და საკადრისი პასუხი გაეცათ რევანშისტ-ფალანგისტებისთვის. 

ამავე დროს, როგორც ესპანეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, შეკრიბა უმაღლესი ოფიცრობა და მკაცრად უბრძანა აღეკვეთათ ფალანგისტების ანტიკონსტიტუციური გამოხდომა. 

შემდეგ ამბოხებულებს უბრძანა იარაღი დაეყარათ. არმია მეფეს დაემორჩილა. ფრანკისტების ამბოხი ვერ შედგა. ესპანეთი კიდევ ერთხელ გადარჩა. ქვეყნისთვის ამ რთულ და საშიშ ეპიზოდთან არის დაკავშირებული ერთი საინტერესო მომენტი და შეიძლება ითქვას ეპოქალური ფრაზაც, რომელიც ესპანელი კომუნისტების მაშინდელ ლიდერს, სანტიაგო კარილიოს ეკუთვნის. სხვათა შორის, ეს ის კარილიოა, რომელმაც თავის დროზე (1975 წელს, როდესაც ხუან კარლოსი ტახტზე ადიოდა) მეფეს ცინიკურად "ხუან კარლოს ხანმოკლე" უწოდა. ამით მან მინიშნება გააკეთა მის მარიონეტობაზე. მას ეგონა, რომ
მეფეს ძალიან მალე ჩამოაცილებდნენ პოლიტიკურ არენას და მის ხელისუფლებას დიდი დღე არ ეწერა. კარილიოს, ხუან კარლოსის მუდმივ ოპონენტს, პუტჩის დამარცხების შემდეგ გულით აღმოხდა ისტორიული სიტყვები: "უფალო! დალოცე მეფე ესპანეთისა".

ასეთი ტიპის აღიარება მოწინააღმდეგისგან, კომუნისტისგან და ათეისტისგან ბევრზე მეტყველებდა. 

ფორმულა - "მეფე ყოველთა ესპანელთა" რომ მხოლოდ ლამაზი და პომპეზური ლოზუნგი არ იყო, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. 

გასახსენებელია მეფის და ხალხის ერთობის ერთი ეპიზოდი, რომელიც საკმაოდ სასაცილო ამბავთან არის დაკავშირებული. მოქმედება ხდება 1989 წლის მარტში, ესპანეთის სახელმწიფო დელეგაცია იმყოფება ტოკიოში, იმპერატორ ხიროხიტოს გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. ერთ-ერთი ესპანური რადიოარხის მკვირცხლმა ჟურნალისტმა გადაწყვიტა დაჰკავშირებოდა ტოკიოში მყოფ დელეგაციას და პირდაპირ ეთერში ვინმე ოფიციალური პირისგან აეღო ინტერვიუ. დარეკა 

ოტელში, სადაც დელეგაცია ცხოვრობდა და ითხოვა ვინმე ესპანური დელეგაციიდან. სასტუმროს დისციპლინირებულმა იაპონელმა კლერკმა ეს თავისებურად, იაპონურად გადახარშა (ალბათ ბუსიდოს კოდექსიც გაიხსენა) და რამდენიმე წამის შემდეგ ყურმილში გაისმა ახალგაღვიძებული მამაკაცის ხმა (ტოკიოში დილის შვიდის ნახევარი იყო).
ჟურნალისტი ყველაფერს მოელოდა, მაგრამ
ამას არა:

- გამარჯობათ, მეფე გისმენთ... 

- დონ ხუან კარლოსი? -ყბა ჩამოუვარდა ჟურნალისტს. 

ნამძინარევ მეფეს უკვე გაეცინა: 

- დიახ! 

გაოგნებულმა ჟურნალისტმა აღარ იცოდა 

რა წყალში გადავარდნილიყო და მხოლოდ ეს ამოღერღა: 

- თქვენო უდიდებულესობავ, ნამდვილად არ მეგონა, რომ თქვენთან შემაერთებდნენ... ა მობოდიშების შემდეგ დაუსახელა თავისი ვინაობა და ის რადიოსადგური, საიდანაც რეკავდა. 

- მართალია, ბოლომდე არც გამიღვიძია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მოხარული ვარ თქვენი ზარის გამო და მივესალმები ყველა თქვენს რადიომსმენელს და რა თქმა უნდა, სრულიად ესპანეთს. თუმცა, ნამდვილად მაინც ძალიან ადრეა - გააგრძელა მეფემ. 

აქ კი რადიოწამყვანმა უცებ დაივიწყა ყოველგვარი ცერემონია და ეტიკეტი, გაახსენდა, რომ ჟურნალისტია და ნახევრად მძინარე მეფეს ერთი შეკითხვა მაინც დაუსვა: 

- რადგან მაინც ვსაუბრობთ, ხომ ვერ  გვეტყოდით თქვენს დღევანდელ განრიგს? 

მეფემ საქმიანად უპასუხა: 

- რატომაც არა, დღეს შევხდები ინდოეთის და პორტუგალიის პრეზიდენტებს... 

ამის შემდეგ მოსაუბრეები დაემშვიდობნენ ერთმანეთს. მთელი ესპანეთი სიცილით ისმენდა, თუ როგორი თბილი დიალოგი გაიმართა მოხერხებულ ჟურნალისტსა და ახალგაღვიძებულ მათ მეფეს შორის. 

საერთო-სახალხო სიყვარულამდე და აღიარებამდე ხუან კარლოსმა გრძელი, რთული, საშიში და ინტრიგებით გადახლართული გზა გაიარა. იყო პერიოდი, როდესაც მას უბრალოდ სულელის თამაშიც უწევდა. საზოგადოების, მეცნიერების და პოლიტოლოგების ძირითად ნაწილს იმ პერიოდის უფლისწულის მიმართ საკმაოდ ირონიული დამოკიდებულება
ჰქონდათ, ხოლო მის გონებრივ და ინტელექტუალურ მონაცემებში ყველას გარკვეული და თითქოსდა საფუძვლიანი ეჭვი ეპარებოდა.

ამის საბაბს თავად ხუან კარლოსი აძლევდა ყველას და როგორც ირკვევა - აბსოლუტურად შეგნებულად. გენეტიკურად ჭეშმარიტი ბურბონი თამაშობდა ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში მისი დიდი წინაპრები თამაშობდნენ. ახალგაზრდა ხუან კარლოსმა თავიდანვე დაიწყო მოსულელო პრინცის განასახიერება, რომელსაც მანქანების და იახტების გარდა არაფერი აინტერესებდა. 

ეს ”მასკარადი” არცთუ უსაფუძვლოდ ჩაიფიქრა ახალგაზრდა ბურბონმა. იგი ამ ნიღბის მიღმა სულ სხვა პრობლემებით იყო დაკავებული, სულ სხვა და საკმაოდ სერიოზულ გეგმებს უყრიდა საფუძველს. იყო პერიოდი, როდესაც პრინცი ისე შევიდა როლში, რომ ფრანკოს და საერთოდ სალდაფონი ფალანგისტების გულის გასახარად დიდი და საკმაოდ სასაცილო სამხედრო სტილის ულვაშიც მოუშვა, რაც ძალიან პოპულარული იყო ფრანკისტების წრეებში. ფალანგისტების ელიტა ამ ფაქტმა გაახარა და ერთობ გაართო. ამ ულვაშს დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. პრინცესა სოფია, რომელმაც, რა თქმა უნდა, იცოდა მეუღლის ”თავის მოსულელების” რეალური მიზეზები (იგი თანამეცხედრის მუდმივი მესაიდუმლეა), 

შემდგომში უკვე დედოფლის რანგში მყოფი განაცხადებს - ”მიუხედავად ყველაფრისა, სუფთა ქალურად ვერ ავიტანე მისი ეს საშინელი ულვაში და ჩემი ხელით მოვპარსე”. 

ხუან კარლოსმაც გაითვალისწინა მეუღლის თხოვნა და ის ულვაშით შემდგომში არასოდეს გამოჩენილა. ესპანელმა საზოგადოებამ ულვაშის მოპარსვის ფაქტზეც, საკმაოდ იხალისა და ამ ამბის შემდეგ ხომ საერთოდ სერიოზულად აღარ აღითქვამდმენ უფლისწულს. 

ეს ყველაფერი მაინც ლირიკაა, მაგრამ მკაცრი ლირიკა, რომელსაც ჰქონდა თავისი აფუძველი.

ამიტომაც კარგად რომ გავერკვეთ ესპანეთის მონარქის ცხოვრებისეულ ფილოსოფიაში, მოკლედ გავყვეთ მის განვლილ გზას. 

ხუან კარლოსი ესპანეთში პირველად ათი წლის ასაკში მოხვდა. უფლისწულის სამშობლოში დაბრუნების გარშემო დიქტატორ ფრანკოსა და ხუან კარლოსის მამას შორის მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა და 1948 წელს მომავალი მეფე სან-სებასტიანში ჩავიდა. შემდეგ გადაინაცვლა მადრიდში, სან ისიდოროს სახელობის კოლეჯში, რომელიც 1954 წელს დაამთავრა. კოლეჯის შემდეგ იწყება უფლისწულის არმიული ცხოვრება - ჯერ სარაგოსაში, ხოლო შემდგომ უკვე პონტევედრაში, სადაც იგი საზღვაო საქმეს სწავლობდა (არ არის გამორიცხული, რომ ეს ”კაუდილიო” ფრანკოს კაპრიზიც ყოფილიყო. კარიერის დასაწყისში ფრანკო საზღვაო ფლოტის ოფიცერი იყო). მომდევნო წელს ესპანელი ბურბონი აბარებს სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიაში და სამხედრო მფრინავი ხდება. მაგრამ მხოლოდ სამხედრო საქმე და წოდება რომ არ იყო საკმარისი ტახტისკენ მიმავალი გზისთვის, 

ამას მომავალი მონარქი ხვდება და აბარებს მადრიდის უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში, 1962 წლის 14 მაისს ხუან კარლოსი დაქორწინდა საბერძნეთის პრინცესა სოფიაზე და თაფლობის თვის შემდეგ სახლდება სამეფო რეზიდენცია სარსუელაში.  

ამ მომენტიდან იწყება მომავალი მეფის და დიქტატორ ფრანკოს (El Caudillo de Espaca por la Gracia de Dios - ფრანსისკო ფრანკოს ტიტული) უკვე მჭიდრო ურთიერთობები და ხუან კარლოსის გზა მეფის ტახტისკენ.
რაში დასჭირდა ფრანკოს ეს დინასტიურმონარქიული ავანტიურები? მაშინაც ბევრს ებადებოდა ეს შეკითხვა და მიაჩნდა, რომ ”კაუდილიო” უბრალოდ ერთობოდა. დიქტატორებს სჩვევიათ ექსცენტრიკულობა. მაგრამ ასე მარტივად და ბანალურად არ იყო საქმე და არც ფრანკო გახლდათ ”ექსცენტრიკული დიქტატორი”. ბევრს ავიწყდება ერთი ფაქტი - ფრანკო ადოლფ ჰიტლერის ერთერთი მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა და ამ დროს

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ესპანეთის ტერიტორიაზე ერთი თოფიც არ გავარდნილა. ესპანელების მხოლოდ ორი ბატალიონი სიმბოლურად მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში. მარტივად რომ ვთქვათ ომი, რომელიც მძვინვარებდა ევროპაში, ესპანეთს პრაქტიკულად არ შეხებია. შევადაროთ ეს ყველაფერი იტალიის, იაპონიის და 

საერთოდ მესამე რეიხის მოკავშირეთა ომის შემდგომ ხვედრს და ძალაუნებურად მივხდებით, რომ ფრანსისკო ფრანკო იყო ძლიერი და არაორდინარული პიროვნება, რომელსაც შეეძლო ჩაეტარებინა ისეთი მრავალსვლიანი დიპლომატიური კომბინაციები,  რომლებიც მხოლოდ მას მოუტანდა სარგებელს. ასეთი შედეგის მიღება იმ ვითარების 
ფონზე, რომელსაც ”მეორე მსოფლიო ომი” ჰქვია, შეეძლო მხოლოდ ძლიერ, ცბიერ და ინტრიგებში დახვეწილ, ნიჭიერ პოლიტიკოსს.

”კაუდილიო” ტყუილად არასოდეს არაფერს აკეთებდა. 

ფრანკო (რომლის პიროვნება ცალკე წერილის თემაა) უკვე ნათლად ხედავდა - მიუხედავად იმისა, რომ ომი (1936-1939) მემარცხენე რესპუბლიკელებთან მოგებული იყო, მისი წასვლის შემდეგ ესპანეთს ისევ დაემუქრებოდა კომუნისტური ჭირი. შეგნებული ცხოვრების ნამოღვაწარს კი ფრანკო წყალში არავითარ შემთხვევაში არ გადაყრიდა. დიდი ფიქრის
შემდეგ ეს ჭკვიანი კაცი ხვდება თითქოსდა აბსურდულ ჭეშმარიტებას - ესპანეთის საშველი მხოლოდ მონარქიაა. როგორც მერე აღმოჩნდება, არც ამ არჩევანში შეცდა ”კაუდილიო”.

1969 წელს კი ფრანკომ უკვე ოფიციალურად დანიშნა ხუან კარლოსი ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ. 1974 წელს, როდესაც ფრანკო ლოგინად ჩავარდა, მთელი ხელისუფლება პირდაპირ ხუან კარლოსის ხელში გადავიდა და ”კაუდილიოს” სიკვდილის შემდეგ, 1975 წლის 22 ნოემბერს, ესპანეთის პარლამენტმა (Las Cortes Generales) ხუან კარლოსი ესპანეთის სამეფო ტახტზე დაამტკიცა. ”მეფე ყოველთა ესპანელთა” - რა ირონიულად ჟღერდა იმ წამებში ეს ტიტული... 

და ესპანეთმა, უცებ სულ სხვა ხუან კარლოსი იხილა. ეს ბევრისთვის მოულოდნელი და შოკის მომგვრელიც იყო. მათ წინ აღარ იდგა მოსულელოდ მხიარული და განებივრებული უფლისწული, რომელიც თავის შესაძლებლობებს მხოლოდ იახტის მართვის დროს ამჟღავნდებდა. ბევრის გულის გასახეთქად და კიდევ უფრო ბევრის გასაოცებლად ქვეყნის წინაშე დაღვინებული, ჭკვიანი, ინტელექტუალი, სანდახან საკმაოდ მკაცრი და პრინციპული პიროვნება წარდგა. ეს დიდი დარტყმა იყო პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობაში მყოფი ფრანკისტებისთვისაც. 

მეფის სახით მათ სასტიკი და ძლიერი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. შოკის მომგვრელი იყო უკვე მეფის რანგში მყოფი ხუან კარლოსის პირველი სიტყვა კორტესებში. მან ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე მკაცრად განაცხადა - ”ჩვენ გავატარებთ ყოვლისმომცველ დემოკრატიულ რეფორმებს და პირადად მე, მეფე ესპანეთისა, ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ ყოველმა ესპანელმა იცხოვროს თავისუფალ და თანამედროვე ესპანეთში!” 

და რეფორმები დაიწყო... უშუალოდ მეფის ხელმძღვანელობით. ქვეყანამ და თავისთავად ფრანკისტებმაც უცებ აღმოაჩინეს, რომ მეფეს ჰყავს თავისი, ძალიან სერიოზული და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული საკმაოდ ხისტი გუნდი, რომელსაც ხუან კარლოსი თითქმის კონსპირაციულად ქმნიდა ”მხიარულად მოსულელო უფლისწულობის”, რეგატებში მონაწილეობის, ულვაშის მოშვება-მოპარსვის და მოკლედ რომ ვთქვათ - თავის მოგიჟიანების პერიოდში. და ზუსტად ეს გუნდი დადგა რეფორმების ავანგარდში. უილიამ შექსპირი ხუან კარლოსის თანამედროვე რომ ყოფილიყო, მისი შემხედვარე ალბათ, ”ჰამლეტს” კიდევ ერთხელ დაწერდა, ოღონდ სხვანაირი ინტერპრეტაციით და ფინალით. 

უპირველეს ყოვლისა, როგორც ყველა ჭეშმარიტ მონარქს შეეფერება, ხუან კარლოსმა დაიწყო ქვეყნის და მოსახლეობის გაერთიანება-გამთლიანება. ეს ესპანეთს ყველაზე უფრო სჭირდებოდა. 70-იანი წლების მიწურულს ესპანეთს არ დავიწყებია სამოქალაქო ომი. ქვეყანა დაქსაქსულია და მენტალურად გაყოფილია ორ შეურიგებელ ძალას -რესპუბლიკელებსა (რომელთაც თავის მხრივ რევანში სწყურიათ და აქტიურ კონსპირაციულ მუშაობას ეწევიან) და ფრანკისტ-ფალაგისტებს შორის. სიტუაცია იმ დონემდე იყო დაძაბული, რომ ბევრი ექსპერტი ან პოლიტოლოგი კიდევ ერთ სამოქალაქო ომს წინასწარმეტყველებდა. მეფემ შეძლო და თავიდან აიცილა სამოქალაქო ომის სისხლის ღვრა, 1977 წლის 15 ივნისს მან საბოლოოდ აქცია ზურგი ფრანკისტებს და დანიშნა პირველი დემოკრატიული არჩევნები. ერთი წლის შემდეგ ესპანეთმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, სადაც, თავად ხუან კარლოსის მოთხოვნით, მონარქის როლი საბოლოოდ იზღუდებოდა და მეფე ხდებოდა სიმბოლური და არაპოლიტიკური ფიგურა. მეფე თავისივე ნებით ჩამოსცილდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას და ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე დააყენა. 

ხოლო როდესაც ქვეყანა დემოკრატიული პრინციპებით ვითარდება, იქ უკვე ძნელია წარსულში დაბრუნება. ესპანეთს კი საკმაოდ სისხლიანი წარსული ჰქონდა. მისი უკან 

მიბრუნება ეროვნული კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ესპანეთი შეუდგა თავისი ახალი ისტორიის წერას.

ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ გააქტიურდა ხუან კარლოსი, მხოლოდ ერთხელ გამოაჩინა თავისი ბასრი ”ბრჭყალები” და უდრეკობა, მოღიმარი და სასიამოვნო გარეგნობის მამაკაციდან, იქცა შუა საუკუნეებისეულ მონარქად. ეს, როგორც ზემოთ ვახსენეთ, 1981 წლის 23 თებერვალს მოხდა, როდესაც ფრანკისტების ერთ-ერთი ბოლო გაბრძოლება ხდებოდა. ვიცე-პოლკოვნიკი ტეხერო მოლინა 200 ჟანდარმთან ერთად კორტესებში შეიჭრა და სროლა ატეხა. ორი ათეული წლის გადმოსახედიდან უკვე ძალიან ბევრი მკლევარი და ექსპერტი ამტკიცებს და არცთუ ისე უსაფუძვლოდ, რომ თითქოს ვითომდა საქმეებს ჩამოცილებულმა მეფემ წინაწარ, ჯერ კიდევ მოქმედი პირადი აგენტურით იცოდა შესაძლო პუტჩის მზადების შესახებ და იგი მხოლოდ ელოდა მომენტს, რომ საბოლოოდ გაესრისა ფალანგისტური მოძრაობა. მან თითქოსდა აცალა ფრანკისტებს, ბოლომდე მიუშვა ეს შეთქმულება და შემდეგ საბოლოოდ დაუსვა წერტილი რევანშისტულ გამოხდომებს ქვეყანაში. ესეც კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი ხუან კარლოსის პიროვნებისა, ის არცთუ ისე მარტივი და უბრალო ადამიანია, როგორიც რატომღაც ბევრს ეგონა დღემდე. 

ისე ”მეფე ყოველთა ესპანელთას” ცხოვრების სტილს კარგად რომ გავუგოთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი გარემოება - მისი ბაბუის ალფონს XIII-ს აჩრდილი. ეს ის მეფე იყო, რომელიც ესპანელებმა 1931 წელს, მართალია უსისხლოდ, მაგრამ მაინც ჩამოაგდეს. მეფე-ბაბუა, რომელსაც მუდამ ახსოვდა თავის ნათესავის, ნიკოლოზ I რომანოვის ტრაგიკული ბედი, ისე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ესპანეთიდან, რომ დედოფალიც კი დაავიწყდა. სამეფო ოჯახში არ ივიწყებენ აგრეთვე დედოფალ სოფიას ძმის, საბერძნეთის მეფის ბედსაც, რომელიც აგრეთვე ჩამოაგდეს და სამშობლოში შესვლაც კი აუკრძალეს. 

ამბობენ, რომ ხუან კარლოსის და სოფიას თავმდაბალი და არცთუ ისე მდიდრული ცხოვრების სტილის მიზეზები ამ ყველაფერშიც იმალება. ამჟამინდელ ესპანელ ბურბონებს, XIX საუკუნის თავიანთი ფრანგი ნათესავების მსგავსად არაფერი დავიწყებიათ და მათგან განსხვავებით ცხოვრებისგან ბევრიც ისწავლეს.

ხუან კარლოსმა ჯერ კიდევ კორონაციის შემდეგ უარი განაცხადა კამერგერების და ფრეილინების უზომოდ დიდ შტატზე და არც მადრიდის ცენტრში განლაგებულ უაზამაზარ სამეფო სასახლე ”პალაციო როიალში” ცხოვრებაზე დათანხმდა (აი, მაშინ უნდა მიმხვდარიყვნენ ფალაგისტები, ვისთან ჰქონდათ საქმე).ამჟამად ეს შენობა მხოლოდ ოფიციალური მიღებების დროს ასრულებს თავის ფუნქციას, ხოლო დანარჩენ დროს სამეფო ოჯახი პატარა და ქალაქგარეთ მდებარე ყოფილ სანადირო სამეფო რეზიდენცია ”ლა სარსუელაში” ცხოვრობს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხუან კარლოსის მხრიდან ეს ყველაფერი არც თუ დიდი მსხვერპლია. მისთვის უცხო არ არის სიდუხჭირე, ნორჩი უფლისწული ხომ ქვეყნის გარეთ განდევნილი ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. ანალოგიურად დედოფალიც. მასაც გამოცდილი აქვს ემიგრაციის ”სიტკბო და მომხიბვლელობა”. ამჟამინდელ ესპანეთში არავის გაუკვირდება და შეიძლება ითქვას, პროტესტის გრძნობასაც არ გაუჩნდება, მეფემ და დედოფალმა ასაკში შესვლასთან ერთად უცებ რომ მოინდომონ ტრადიციული მეფური ბრწყინვალებით ცხოვრება, აღიდგინონ ის, რაც თითქოსდა ასე აკლდათ ახალგაზრდობაში. მაგრამ ესპანელი ბურბონები ამას არც აპირებენ. საკმაოდ ძნელად ერგო ხუან კარლოსს ტახტი და არ აპირებს რაღაცით ჩრდილი მიაყენოს არც გვირგვინს და არც იმ უზარმაზარი ნდობის ფაქტორს, რაც ქვეყნის მოსახლეობისგან აქვს და ამ ყველაფრის დაკარგვაც არანაირად უღირს. იგი მეტად ჭკვიანი და პრაგმატული ადამიანია. 

ისიც საინტერესოა, რომ მეფის ყველა რეზიდენცია (რა თქმა უნდა, ”ლა სარსუელას” გარდა) ეს იქნება ”ლა მერეტა” კუნძულ ლანსატორზე თუ ”მირავენტე” პალმა დე მაიორკაზე თუ სამეფო იახტა ”ფორტუნა” (რომლითაც მეფე მონაწილობას იღებს ხოლმე შეჯიბრებებში და ოლიმპიადებზე) - ეს ყველაფერი სახელმწიფოს და კერძოდ, `ნაციონალური მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის ნაციონალური ცენტრის” საკუთრებაა. 

1982 წლის კანონის მიხედვით, კონკრეტულად ეს ცენტრი ”უზრუნველყოფს მეფის და მისი ოჯახის წევრებს იმ რაოდენობის ფინანსური რესურსით, რაც საჭიროა იმ მაღალი წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, რასაც კონსტიტუცია და კანონები ანიჭებს ზემოთ აღნიშნულ ოჯახს”. ასე წერია ამ ”ცენტრის” წესდებაში და ზუსტად კანონი აძლევს მონარქს საშუალებას მოიხმაროს პერიოდულად ზემოთ აღნიშნული უძრავ-მოძრავი ქონება და ისიც მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ესპანეთის პარლამენტს დამტკიცებული აქვს ”სამეფო ოჯახის შენახვის” ხარჯებიც, რაც დაახლოებით 6 მილიონი დოლარია. თანხა არ არის მცირე, მაგრამ თუ სხვა ევროპული დინასტიების ხარჯებს შევადარებთ, დავრწმუნდებით, რომ ესპანელი ბურბონების ოჯახი საკმაოდ თავდაჭერილად და ეკონომიურად ცხოვრობს. ესპანური კორტესებისთვის უცხო არ არის ცხარე, ემოციური კამათები და შეხლა-შემოხლები საერთოდ ბიუჯეტის შესახებ, მაგრამ არასდროს მომხდარა, რომ ვინმეს ერთი სიტყვით მაინც გაეპროტესტებინოს სამეფო ოჯახის ხარჯები. მონარქი უყვართ, პატივს სცემენ და თავის მხრივ, როგორც აღვნიშნეთ, ხუან კარლოსსაც არა აქვს რაღაც გაზვიადებული მოთხოვნები. თან ესპანეთი მეფის მოვალეა და ეს ფაქტი ესპანელებს კარგად ახსოვთ. ბოლო 20 წელიწადში საგრძნობად გაუმჯობესდა ესპანეთის მოქალაქეების სოციალური თუ მატერიალური მდგომარეობა. ესპანეთი აგრარული-პროვინციული 

ევროპული პერიფერიიდან გადაიქცა რესპექტაბელურ და მდიდარ სახელმწიფოდ, ეს ყველაფერი კი იმ რეფორმების დამსახურებაა, რომლებიც ფალანგისტ-ფრანკისტთა გარემოცვაში მყოფმა ხუან კარლოს I ბურბონმა წამოიწყო და კბილებით გაიტანა. ამას კი ესპანეთის მოსახლეობა თავის მეფეს არასოდეს დაუვიწყებს. 

ერთიც და ესპანეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, არცთუ ისე უმნიშვნელო შტრიხი  - მიუხედავად კატალონიურ-კასტილიური და ბასკურ-კასტილიური კონფრონტაციისა, შეიძლება ვერც კი ნახოთ ბასკი ან კატალონიელი, რომელიც მეფეს აუგად მოიხსენიებს (შევადაროთ შოტლანდიურ-ირლანდიულ ნეგატიური დამოკიდებულებას დედოფლის ფენომენის მიმართ) და რომელიც არ აღიარებდეს ხუან კარლოს დე ბურბონს, როგორც ”მეფედ ყოველთა ესპანელთა.” 

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq