1975 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა ეთიოპიის ყოფილი იმპერატორი ჰაილე სელასიე I, ეთიოპიის იმპერატორი 1930-1974 წლებში.
დაიბადა 1892 წლის 23 ივლისს, სახელმწიფო მოღვაწის მაკონენის ოჯახში. მისი სახელი იყო თეფერი მაკონენი. მამამისი იმპერატორის მენელიკ მეორის ბიძაშვილი გახლდათ. ეს დინასტია ითვლება ბიბლიური მეფეების, დავითისა და სოლომონის შთამომავლებად, ისევე როგორც ბაგრატიონები (ამაზე სხვა დროს ვუამბობთ მკითხველს). მენელი მეორის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილიშვილი იასუ მეხუთე.
დროთა განმავლობაში ახალმა იმპარატორმა მიიღო ისლამი და აცხადებდა არა სოლომონის, არამედ მაჰმადის შთამომავალი ვარო. მისი არაადექვატური ქცევებით შეწუხებულმა სახელმწიფო მოღვაწეებმა, 1916 წელს ის გადააყენეს და ტახტზე მისი ქალიშვილი, ზაუდიტუ აიყვანეს. თეფერი მაკონენი გამოაცხადეს რეგენტად. ზაუდიტუს გარდაცვალების შემდეგ ეთიოპიის იმპერატორი გახდა (1930 წლის 2 ნოემბერი) ჰაილე სელასიე I-ის სახელით. ეს სახელი ძლიერებას, სამების ძალას ნიშნავს.შემოიღო ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა, გააუქმა მონობა და მონათვაჭრობა, გაატარა პროგრესული ღონისძიებები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, გამოაცხადა ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია (1931). 1923 მიაღწია, რომ ეთიოპია მიეღოთ ერთა ლიგაში. ჰაილე სელასიე I იყო აფრიკის ერთობის ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. იყო რეფორმატორიც და კონსერვატორიც. ჰქონდა ცენზურა, არისტოკრატიის ინტერესებს იცავდა... 1935 წელს ქვეყანას თავს დაესხა ფაშისტური იტალიის არმია. ეთიოპია სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა მუსოლინის კარგად სეიარაღებულ არმიას, თუმცა დამარცხდა და იმპერატორს მოუწია ემიგრაციაში წასვლა. ძალები მოიკრიბა და 1941 წელს დაბრუნდა და სათავეშე ჩაუდგა სახალხო აჯანყებას და წარმატებასაც მიაღწია. 1974 წლის 12 სექტემბერს ტახტიდან გადააყენეს რევოლუციური გადატრიალების შედეგად. უმთავრესი მიზეზი იყო ქვეყანაში დაწყებული დიდი შიმშილობა, რომლის სედეგადაც დაიღუპა 200 000 ადამიანზე მეტი. გადაყენებული იმპარატიორი, როგორც აღვნიშნეთ გარდაიცვალა 1975 წლის 27 აგვისტოს. |