საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

იმპერატორი ჰაინრიხ III

მომავალი იმპერატორი  1017 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა  გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორი  ჰაინრიხ III, იმპერატორ კონრად II-ისა და დედოფალ გიზელას, შვაბიის ჰერცოგის ასულის, ვაჟი.

გერმანიის მეფე გახდა 1039 წლიდან, იმპერატორი 1046 წლიდან. იყო ფრანკონიული დინასტიის წარმომადგენელი. 

მსხვილ ფეოდალებთან ბრძოლაში ეყრდნობოდა მინისტერიალებს (არაარისტოკრატული წარმოშობის მეომრებს) და რაინდობას. 1046-1047 ილაშქრა იტალიაში, გადააყენა 3 პაპი და პაპის ტახტზე გერმანელი ეპისკოპოსი დასვა. ჰაინრიხ III მფარველობდა კლიუნიელთა ორდენის საეკლესიო რეფორმებს. იმპერიას დაუქვემდებარა ჩეხია და უნგრეთი. მასვე მორჩილებდა ლოთარინგიის საჰერცოგო.

 იმპერატორი  გარდაიცვალა 1056 წლის 5 ოქტომბერს,  ბოდფელდში (ჰარცში). დასაფლავებულია შპაიერის კათედრალში, გერმანიაში.

მეუღლეები1)∞ ივნისი 1036, ნიმვეგენი – გუნჰილდი, დანიისა და ინგლისის მეფის კნუტ დიდის ასული.

დ. დაახ. 1018. გ. 18 ივლისი 1038. საფლავი: ლიმბურგის ტაძარი.

2) ∞ ნოემბერი 1043, ინგელჰაიმი – აგნესა დე პუატუ, აქუიტანიის ჰერცოგის გიიომ V-ის ასული.
დ. 1025. გ. 14 დეკემბერი 1077, რომი. საფლავი: სანტა-პეტრონელას კაპელა, წმინდა პეტრეს ტაძარი, ვატიკანი.

შვილები


1) გუნჰილდთან
ბეატრიქსი, ქუედლინბურგის აბატესა. დ. 1037. გ. 13 ივლისი 1061. საფლავი: ქუედლინბურგის მონასტერი
1040 წლის მინიატურა
.

2) აგნესასთან

მათილდე, შვაბიის ჰერვოგის რუდოლფ ფონ რაინფელდენის მეუღლე. დ. 1045. გ. 12 მაისი 1060.

იუდით-სოფი, უნგრეთის მეფის სალომონის და შემდგომში პოლონეთის ჰერცოგის ვლადისლავ I ჰერმანის მეუღლე.
დ. 1047. გ. 14 მარტი 1093 ან 1095.

ადელჰაიდი, ქუედლინბურგის და განდერსჰაიმის აბატესა. დ. ოქტომბერი 1048. გ. 11 იანვარი 1096. საფლავი: ქუედლინბურგის მონასტერი.

ჰაინრიხ IV, იმპერატორი. დ. 11 ნოემბერი 1050, გოსლარი, გერმანია. გ. 7 აგვისტო 1106, ლიეჟი, ბელგია. საფლავი: შპაიერის კათედრალი.

კონრად II, ბავარიის ჰერცოგი. დ. შემოდგომა 1052. გ. 10 აპრილი 1055.

გიზელა, დ. 1048. გ. მაისი 1058.
ბეჭედი
საფლავის ქვა

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq