საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ალფონსო VIII - მავრების გამანადგურებელი
1214 წლის 6 ოქტომბერს გარდაიცვალა კასტილიის მეფე 1158 - 1214 წლებში ალფონსო VIII  (ესპ. Alfonso VIII), სანჩო III-სა და ბლანკა ნავარელის ვაჟი. მას ასევე უწოდებენ ალფონსო კეთილშობილს (Alfonso VIII el Noble)

მომავალი მეფე დაიბადა 1155 წლის 11 ნოემბერს.

ალფონსო 3 წლის იყო როდესაც მისი მამა, მეფე სანჩო  III გარდაიცვალა. არასრულწლოვანი მეფის მეურვეობისთვის და რეგენტობისთვის სასტიკი ომი დაიწყო კასტილიელ დიდგვაროვნებს შორის, რომელიც 7 წელი გრძელდებოდა. ძირითადად კასტროსა და ლარას საგვარეულო ებრძოდა ერთმანეთს. მოლოს კასტროებმა დასახმარებლად ალფონსოს ბიძას, ლეონის მეფეს, ფერდინანდ II-ს, უხმეს. როდესაც ალფონსო გაიზარდა, იგი ავილას მოქალაქეებისა და ერთგული აზნაურების თანხლებით კასტილიის ქალაქების სანახად წავიდა, თავისი უფლებების აღიარების მოსათხოვნად. როდესაც იგი 1166 წელს ტოლედოში ჩავიდა, მას ხალხი სიხარულით შეეგება. მისი მომხრეების რიცხვი მატულობდა. მან დაიწყო ციხესიმაგრეების დაბრუნება, რომლებიც კასტროების, ლარების, ლეონისა და სხვა დამოუკიდებელი მთავრების ხელში იყო. ეს ომი, რომლის მიზანიც კასტილიაში წესრიგის დამყარება იყო, დამთავრდა 1180 წელს ფერდინანდთან სამშვიდობო ხელშეკრულებით.

 იქორწინა 1177 წელს ელეონორაზე, ინგლისის მეფის ჰენრი II-ს ასულზე.

მეფე ალფონსოს არ ავიწყდებოდა მავრებთან ომიც. არაგონის მეფის ალფონსო II-ს დახმარებით მან აიღო ქალაქი კუენკა. ამის შემდეგ 15 წლის მანძილზე კასტილიელები ილაშქრებდნენ ანდალუსიაში. 1195 წელს ალმოჰადების მმართველმა იაკუბ ალმანსორმა აფრიკა
ში ჯარები მოაგროვა და ალფონსოს წინააღმდეგ გაილაშქრა. 1195 წლის 1 ივლისს ალარკოსის ბრძოლაში კასტილიელები სასტიკად დამარცხდნენ. ხერსის ბრძოლის შემდეგ, რომლის შედეგადაც მუსულმანები გაბატონდნენ ესპანეთში, ქრისტიანები ასე სასტიკად არ დამარცხებულან. მავრებმა დაიკავეს თითქმის მთელი ახალი კასტილია და დაიწყეს ტოლედოს ალყა, მაგრამ ვერ აიღეს იგი. მხოლოდ გვადარაის ხეობის სირთულეებმა არ მისცეს მავრებს ასტურიის მთებამდე ჩასვლის საშუალება.

ასეთი სავალალო მდგომარეობის მიუხედავად ლეონსა და კასტილიას შორის ომი არ შეწყდა. მაშინ, როდესაც, იაკუბს ალყა ჰქონდა შემორტყმული ტოლედოსთვის, მადრიდისთვის და სხვა ქალაქებისთვის, დაიწყო ლეონთან და ნავარის სამეფოსთან ომი. ალფონსომ მხნეობა არ დაკარგა. მან ზავი დადო მავრებთან, გაამყარა კავშირი არაგონის მეფესთან, და სამი წელი ეომებოდა თავის ბიძაშვილს ალფონსო ლეონელს. ომი 1197 წელს დასრულდა ლეონელი ალფონსოს კასტილიის მეფის ასულზე ქორწინებით. ამის შემდეგ ალფონსომ ნავარის წინააღმდეგ გაილაშქრა და დაიპყრო ალავე და გილუსკოას პროვინცია, რომლის სენიორიც 1200 წელს გახდა.

1198 წელს ამოიწურა მავრებთან დადებული ზავის პერიოდი და ომი განახლდა. კასტილიელთა წარმატება განაპირობა იაკუბის სიკვდილის შემდეგ მავრებში დაწყებული სამოქალაქო ომებმა. ახალმა ხალიფამ მუჰამედ ალ-ნასირმა მხოლოდ 1211 წელს მოახერხა ტარიფაში ჩასვლა. მას დიდი არმია ახლდა. 

რომის პაპმა ინოკენტი III-მ მოუწოდა კასტილიელი მეფის მეზობლებს დახმარებოდნენ კასტილიის მეფეს და ჯვაროსნული ომი გამოაცხადა. ბევრი ორდენის რაინდი და ასევე რაინდები

ნოვას დე ტოლოსას ბრძოლამ გადაწყვიტა ესპანეთის ბედი, ესპანეთში გადარჩა ქრისტიანობა.
სამხრეთ საფრანგეთიდან შეუერთდნენ კასტილიის და არაგონის გაერთიანებულ ჯარებს, ასევე პორტუგალიელები, ბოლოს ნავარელებიც შეუერთდნენ გაერთიანებულ ქრისტაინთა ჯარს. 

გადმოცემით მაჰმადიანთა ჯარი 600 000 მეომრისგან შედგებოდა, ქრისტიანები კი ყველაზე მეტი 100 000 თუ იქნებოდნენ. მუჰამედ ალ-ნასირის შეცდომა ის იყო, რომ იგი მაშინვე არ შეებრძოლა ქრისტიანებს, არამედ დაღალა თავისი ჯარი სალვატიერას ხანგძლივი ალყით. 

შემდეგ მან გაილაშქრა ალფონსოს წინააღმდეგ და ჩაკეტა სიერა-მორენას გადასასვლელები. ერთმა მწყემსმა ანახა ესპანელებს ბილიკი, რომლითაც მათ შეძლეს ლოზას საშიში გადასასვლელის მოვლით ნოვას დე ტოლოსას პლატოზე გასვლა, სადაც შეეძლოთ თავისუფლად გაშლა. აქ 1212 წლის 16 ივნისს მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელმაც ესპანეთის შემდეგი ბედი განაპირობა.

ბრძოლის ბედის გადაწყდა მას შემდეგ, როდესაც მავრების ჯარი ანდალუსიელებმა მიატოვეს, ქრისტიანებმა კვლავ შეუტიეს. ხალიფა გაიქცა.სხვადასხვა გადმოცემები მიუთითებენ რომ გარდაიცვალა 60 ათასიადან 200 ათასამდე მაჰმადიანი.

 ნოვას დე ტოლოსას ბრძოლამ გადაწყვიტა ესპანეთის ბედი, ესპანეთში გადარჩა ქრისტიანობა. 

გამარჯვებულებმა დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში. ამ დამარცხებამ გაანადგურა ალმოგადების სახელმწიფო და შეარყია ესპანეთში მუსულმანთა ძალაუფლება.

მეფე ალფონსო ამ დიდებული გამარჯვების შემდეგ 2 წელიწადში გარდაიცვალა, როგორც ვთქვით,  1214 წლის 6 ოქტომბერს.  

მისი მეფობა გაგრძელდა 56 წელი, ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი მეფობა ესპანეთის ისტორიაში.

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq