საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ფრიდრიხ III - გერმანიის იმპერატორი 99 დღის განმავლობაში
   1831 წლის 18 ოქტომბერს, პოტსდამში, გერმანიში დაიბადა პრუსიის მომავალი მეფე და გერმანიის იმპერატორი  ფრიდრიხ III (ფრიდრიხ ვილჰელმ ნიკოლაუს კარლ ფონ ჰოჰენცოლერნი, გერმ. Friedrich Wilhelm Nikolaus Karl von Hohenzollern)

ფრიდრიხი ჰოჰენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი იყო. მისი მშობლები იყვნენ კაიზერი ვილჰელმ I (1797-1888) და მისი მეუღლე აუგუსტა ფონ საკსენ-ვაიმარ-აიზენახი (1811-1890).

ფრიდრიჰმა 1858 წელს იქორწინა ბრიტანელ პრინცესა ვიქტორიაზე (1840-1901), დედოფალ ვიქტორიას (1819-1901) ასულზე.

პოლიტიკურ ასპარეზზე კრონპრინცი ფრიდრიხი მამის ვილჰელმ I-ისა და მისი კანცლერის ოტო ფონ ბისმარკის ოპოზიციაში იყო, თუმცა ამ უკანასკნელის წარმატებული საგარეო პოლიტიკის გამო ფრიდრიხის ოპოზიციონერობას დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია.

სამხედრო ასპარეზზე მან მონაწილეობა მიიღო პრუსია-ავსტრიის ომში, რომლის დროსაც იგი მე-2 არმიის 1-ლი კორპუსს სარდლობდა, ხოლო გერმანია-საფრანგეთის ომში კი მე-3 არმიის მთავარსარდალი იყო. ომში გამოცენილი მამაცობის გამო იგი გერმანელ ხალხში დიდი პოპულარობითა და „ომის გმირის“ სახელით სარგებლობდა. 1871 წელს ფრიდრიხი მხარს უჭერდა ბისმარკის იდეას ვილჰელმ I გერმანიის კაიზერად გამოცხადების თაობაზე და ამისკენ უბიძგა კიდეც მამას, როცა ეს უკანასკნელი ყოყმანობდა მისთვის „საყვარელ“ პრუსიის მეფის ტიტულის დათმობაზე.

1871 წლიდან ფრიდრიხ ვილჰელმ
ის პოლიტიკური კურსი მოწინააღმდეგეთა სასტიკი კრიტიკის მიზეზი იყო. განსაკუთრებით კი მამამის, კაიზერ ვილჰელ I-ის და ოტო ფონ ბისმარკისათვის. 1878 წელს ვილჰელმ I-ზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ სამეფოს საქმეებს ფრიდრიხი განაგებდა, თუმც მალევე ჩამოშორებულ იქნა ქვეყნის მართვის სადავეებს და მხოლოდ კულტურის საქმეებს თაოსნობდა. მისი მხარდაჭერით ვილჰელმ ფონ ბოდემ შეძლო ბერლინის ცნობილი მუზეუმის (დღეს „ბოდემუზეუმი“) გახსნა და 1904 წელს მას „კაიზერ ფრიდრიხის მუზეუმი“ ეწოდა.

1888 წლის 9 მარტს მამის სიკვდილის შემდეგ ფრიდრიხ ვილჰელმი გერმანიის კაიზერი და პრუსიის მეფე გახდა. ამ დროისათვის ის უკვე მძიმედ ავად იყო. 1887 წლიდან მას ყელის კიბო ჰქონდა. ფრიდრიხ III-ემ ტახტზე მხოლოდ 3 თვე (99 დღე) დაჰყო და იმავე 1888 წელს გარდაიცვალა. 1888 წელი გერმანიის ისტორია „სამი კაიზერის წელიწადის“ სახელით არის ცნობილი.

ფრიდრიხ III-ემ თავისი სახელით დაარღვია საღვთო რომის იმპერიის ტრადიცია (ამ უკანასკნელის მიხედვით ის ფრიდრიხ IV უნდა ყოფილიყო) და იგი პრუსიის მეფეთა თანმიმდევრობას დაუკავშირა. ამ ნაბიჯის გადადგმა მას ბისმარკმა ურჩია, რომელიც გერმანულ სამყაროში პრუსიის ჰეგემონობაზე ზრუნავდა.

 ფრიდრიხ III-ის შესახებ ამბობენ, რომ იყო დემოკრატიული იდეებისა და მშვიდობის მოყვარე და მას რომ დაცლოდა, და რომ არ მომკვდარიყო ავსტრიის კრონპრინცი რუდოლფი (1889 წ.) ევროპის ისტორის სულ სხვ

მომავალი კაიზერები -ფრიდრიხი და მისი ვაჟი ვილჰელმი
აგვარად განვითარდებოდაო. 

როგორც ვთქვით, კაიზერს ცოლად ჰყავდა ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას ასული ვიქტორია (ვიკი). მათ ქორწილის მერე გახდა ევროპაში პოპულარული ჯერ კიდევ 1842 წელს დაწერილი მენდელსონის მარში.

შეეძინათ რვა შვილი.

მის მერე ტახტზე ავიდა ვილჰელმ მეორე...

მამული, ენა, სარწმუნოება

24 მარტი - ხსენება წმიდა სოფრონ იერუსალიმელისა (+638-644)
წმიდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ.
20 მარტს ხსენება - წმიდა მღვდელმოწამეთა, ხერსონესის ეპისკოპოსებისა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ეთერიოსისა, ელპიდესი, აღათოდორესი (IV)
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.
gaq