საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

საფრანგეთის მეფე ლუი XII
ლუი XII დე ვალუა (ფრანგ.  Louis XII de Valois; დ. 27 ივნისი, 1462, ბლუა, საფრანგეთი - გ. 1 იანვარი, 1515, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1498-1515 წლებში. ვალუას დინასტიის ორლეანელთა შტოს წარმომადგენელი. შარლ V-ის შთამომავალი.

შარლ VIII-ის მცირეწლოვნობის დროს იგი ფეოდალური ოპოზიციის რიგებში იყო. 1488 წელს მეფის ჯარის მიერ აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ 3 წელი ტყვეობაში გაატარა. ახალგაზრდა შარლ VIII მეფის მიერ განთავისუფლებული გაჰყვა მას პირველ იტალიურ ლაშქრობაში (1494-1495 წწ.) შარლ VIII-ის სიკვდილის შემდეგ გამეფდა. პაპის ნებართვით გაეყარა პირველ ცოლს, ლუი XI-ის ასულს ჟანას და შეირთო, შარლ VIII-ის ქვრივი ანა ბრეტონელი, რითაც განაგრძო საფრანგეთ-ბრეტანის პირადი უნია და შემოუმტკიცა ეს მხარე საფრანგეთს. 
მისმა რეფორმებმა სამეფოს ერთხანს სიმშვიდე და ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანა. 1499 წელს განაახლა იტალიური ომები (1494-1559 წწ.).

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq