საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი, და პრეზიდენტ ვაშინგტონის მომხრე - ტადეუშ კოსციუშკო
ანდჟეი ტადეუშ ბონავენტურა კოსტიუშკო (კოსციუშკო) (Andrzej Tadeusz Bonawentura Kościuszko; დ. 12 თებერვალი 1746 წ.– გ. 15 ოქტომბერი 1817 წ.) იყო ლიტვის, პოლონეთის, ბელოსუსისა და აშშ-ის ეროვნული გმირი, საფრანგეთის საპატიო მოქალაქე, გენერალი და ლიტვის, პოლონეთისა და ბელორუსის ლიდერი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1794 წლის აჯანყებაში. ის ასევე იბრძოდა ამერიკის რევოლუციურ ომში, როგორც პოლონელი, კონტინენტურ არმიაში ვაშინგტონის მხარეზე. ერთგული სამსახურისა და მამაცობისთვის კონტინენტურმა კონგრესმა ის რანგით ბრიგადირ-გენერლის ჩინზე დააწინაურა 1783 წელს. ამავე წელს ხდება ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქე.

მისი სახელის რამდენიმე ადაპტირებული ანგლიცირებული ვარიანტი არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირია Thaddeus Kosciusko (თადეუს კოსციუსკო), თუმცა სრული სახელით Andrew Thaddeus Bonventure Kosciusko (ენდრიუ თადეუს ბონვენტურ კოსციუსკო) მოიხსენიება ზოგიერთ ტექსტში. ლიტვურ ენაზე მისი სახელი იწერება Tadas Kosciuška. ბელორუსულად მისი სახელია Тадэ́вуш Касьцю́шка.
კოსციუშკო (ინგლ. Mount Kosciuszko) — მწვერვალი ავსტრალიის ალპებში. მდებარეობს კოსციუშკოს ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე. წარმოადგენს ავსტრალიის (არ ითვლება მისი საგარეო ტერიტორიები) უმაღლეს მწვერვალს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2,228 მეტრია. სახელი უწოდა პაველ ედმუნდ სტშელეცკიმ 1840 წელს, პოლონელი ეროვნული გმირის, გენერალ ტადეუშ კოსტიუშკოს პატივსაცემად.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq