საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ბრიტანეთის უკანასკნელი კათოლიკე მონარქი - სისხლიანი მერი
მერი I (ინგლ. Mary I) იგივე სისხლიანი მერი (ინგლ. Bloody Mary; დ. 18 თებერვალი, 1516, გრინვიჩი – გ. 17 ნოემბერი 1558, სენტ ჯეიმსის სასახლე, ლონდონი) – ტიუდორთა დინასტიის ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1553-1558 წლებში.

იგი იყო ჰენრი VIII-ეს უფროსი, ხოლო კატერინა არაგონის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ქალიშვილი. დედოფალი მერი ცნობილია, როგორც ინგლისის კათოლიკური ელესიის აღმდგენი, რაც მან მოახერხა ნახევარძმის ედუარდ VI-ის გარდაცვალების შემდეგ. იმ დროს, როდესაც 300 რელიგიურ სექტაზე მეტი არსებობდა, მან ცეცხლში დაწვა განსხვავებული აზრის მქონე პირები, რომლებიც რელიგიის რეფორმებს ეწინააღმდეგებოდნენ. ამ მოქმედებამ მას დაუმკვიდრა სახელი „სისხლიანი მერი“. 
1554 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე II დაქორწინდა დედოფალ მერიზე, რომელიც კათოლიკე იყო და ინგლისში პროტესტანტიზმის აღმოფხვრას გეგმავდა. მათ შვილი არ ეყოლათ. 1558 წელს, მერის გარდაცვალების შემდეგ ინგლისის ტახტზე ავიდა მისი უმცროსი და ელისაბედ I, რომელიც პროტესტანტად იყო აღზრდილი.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+დაახლ. 322) ხსენების დღე 09.05
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
25 აპრილს (8 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ხსენების დღეს.
gaq