საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

რუსეთის დამარცხება ყირიმის ომში
ყირიმის ომი გრძელდებოდა 1854 წლის 28 მარტიდან 1856 წლამდე და წარმოებდა, ერთი მხრივ, იმპერიულ რუსეთსა და, მეორე მხრივ, ბრიტანეთის, საფრანგეთის მეორე იმპერიის, სარდინიის სამეფოსა და გარკვეულწილად ოსმალეთის იმპერიის ალიანსს შორის.


რუსეთის იმპერატორ, ნიკოლოზ I-ს სურდა ოსმალეთის დანაწევრება, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და ბალკანეთში განმტკიცება. 1853 წელს ოსმალეთთან ახალი ომი დაიწყო. რუსეთის არმიამ ბალკანეთიდან სტამბულისკენ კავკასიიდან კი ყარსისკენ დაიწყო შეტევა. ინგლისი და საფრანგეთი ვერ შეეგუენ რუსეთის გასვლის მცდელობას ხმელთაშუა ზღვაზე, ეს საფრთხე იყო ევროპისათვის. ამიტომ ისინი ოსმალეთს მიემხრნენ და ომი გამოუცხადეს რუსეთს.


მოკავშირეებს შეუერთდა სარდინიის სამეფოც. მოკავშირეების ზეგავლენით ავსტრიამ რუსეთს მოსთხოვა ბალკანეთის დატოვება. რუსეთმა დაკარგა სტამბულისკენ წასასვლელი გზები. ამავე დროს მოკავშირეების ფლოტი შავ ზღვაში შემოვიდა. ინგლისის, საფრანგეთის, სარდინიის და ოსმალეთმა ყირიმში დიდი არმია გადასხა და სევასტოპოლს ალყა შემოარტყა. ჩამორჩენილმა ბატონყმურმა რუსეთმა ვერ უზრუნველყო სევასტოპოლის დაცვა. წარმატებები კავკასიაში ყარსის აღებით მნიშვნელოვანს ვერაფერს ცვლიდა. რუსეთმა სრული მარცხი განიცადა.


სევასტოპოლის ალყის დროს გაცივდა და გარდაიცვალა ნიკოლოზ I (არსებობს ვერსია, რომ მან თავი მოაწმვლინა, რადგან ძალიან სცხვენოდა ასეთი კატასტრ
ოფული მარცხისა. თუმცა ეს ვერსია არ უნდა იყოს მართალი) 1855 წლიდან მისი ვაჟი ალექსანდრე II გახდა მეფე. 1856 წელს იგი იძულებული გახდა დათანხმებოდა პარიზის საზავო ხელშეკრულების მძიმე პირობებს. ეს გალხდათ რუსეთისთვის უკიდურესად დამაცირებელი შედეგები:  ამ ზავით რუსეთმა დაკარგა დუნაის შესართავი და ბესარაბია. რუსეთს ჩამოერთვა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება. შავ ზღვაზე რუსეთის ციხესიმაგრეები უნდა დაენგრია. შავი ზღვა ყველა გემისთვის ღია ზღვად ცხადდებოდა. სერბია, ვლახეთი და მოლდოვა ევროპის სახელმწიფოთა მფარველობის ქვეშ მოექცა. რუსეთმა დაკარგა უპირატესობა საერთაშორისო ავტორიტეტი.
ყირიმის პირველი ომის შედეგად რუსეთმა დაკარგა შავი ზღვა. ახალი ყირიმის ომის შედეგიც ალბათ მსგავსი იქნება, თუმცა უფრო მეტიცაა მოსალოდნელი - იმპერიის სრული დემონტაჟი... 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304) - ხსენება 17 მაისს
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო - ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს.
17 მაისი - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელისა (+დაახლ. 290)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე.
gaq