საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ოსმალეთის სულთანი მურად V და მისი წარმოშობით ქართველი დედა - შევქეფზა სულთანი ( სულთან აბდულმეჯიდ I-ის ცოლი)


მეჰმედ მურად V (ოსმ. مراد خامس, თურქ. Beşinci Murat; დ. 21 სექტემბერი, 1840 — გ. 29 აგვისტო, 1904) — ოსმალეთის 33-ე სულთანი. მეფობდა 1876 წლის 30 მაისიდან 31 აგვისტომდე.
იგი იყო სულთან აბდულმეჯიდ I-ისა და მისი ქართველი მეუღლის შევქეფზა სულთნის შვილი. ტახტზე ავიდა 1876 წლის 30 მაისს, მას შემდეგ რაც მისი ბიძა აბდულაზიზი ტახტიდან გადააყენეს. შეთქმულებს იმედი ჰქონდათ, რომ მურად სულტანი რეფორმებს განახორციელებდა, რადგან ევროპულ კულტურას დიდ პატივს სცემდა და რეფორმების მომხრე იყო
გადატრიალებას მოჰყვა მკვლელობები. ამან ძალიან იმოქმედა ახალ სულთანზე. მას სმაც ძალიან უყვარდა. ხშირად, ჯერ კიდევ პრინცობისას, სმიტ ის იკლავდა შეთქმულების ხელიდან სიკვდილის შიშს. ამას ყველაფერს სულთნის ფსიქიკამ ვერ გაუძლო და მისი მდგომარეობა გართულდა. ავსტრიელმა ექიმმა ლეიდესრდორფმა დაასკვნა, რომ სულთანს მკურნალობა სჭირდებოდა. ამით ისარგებლეს ახალი სულთნის მოწინააღმდეგეებმა რომლებიც არ იყვნენ  კმაყოფილები მისი ქმედებებით და სულთანი შეშლილად გამოაცხადეს და გადააყენეს. ის სულთანი იყო სულ 93 დღის განმავლობაში. 31 აგვისტოს შეშლილად გამოცხადებული მურადი ციხეში გამოკეტეს. გარდაიცვალა პატიმრობაში 1904 წლის 29 აგვისტოს.
როგორც აღინიშნა, მურად V–ის დედა წარმოშობით ქართველი (მეგრელი) იყო. 
სულთნის დედა იყო შევქეფზა ვალიდე სულთანი ( დ. 12 დეკემბერი 1820 — 17 სექტემბერი 1889,სტამბოლი
შევქეფზა ვალიდე სულთანი
, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის სულთნის, აბდულმეჯიდ I-ის მეორე ცოლი. ის გახლდათ მეჰმედ ზაურუმისა და ჯემილა ჰანიმის ასული, წარმოშობით მეგრელი.
შევქეფზა სულთანი დაიბადა 1820 წლის 12 დეკემბერს, სამეგრელოში. 1839 წლის 1 აგვისტოს გახდა სულთან აბდულმეჯიდ I-ის ცოლი. 1840 წლის 21 სექტემბერს შეეძინა შეჰზადე მურადი, ხოლო 1842 წელს ქალიშვილი — ალიე სულთნი. 1876 წელს შვილის სამთვიანი მმართველობის დროს იყო ვალიდე სულთანი. შევქეფზა სულთანი გარდაიცვალა 1889 წელს. დაკრძალულია ენის მეჩეთში.

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq