საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ვიტორიო ამადეო II – სარდინიის მეფე




ვიტორიო ამადეო II ფრანჩესკო (იტალ.: Vittorio Amadeo II Francesco) (* 14 მაისი 1666, ტურინი; † 31 ოქტომბერი 1732, რივოლი) – იყო სალუცოს და მონფერატოს მარკიზი, აოსტას, მორიანას და ნიცას გრაფი, პიემონტის პრინჩიპე (თავადი) და სავოიის ჰერცოგი 1675-1720 წ.წ.,სიცილიის მეფე 1713-1720 წ.წ. და სარდინიის პირველი მეფე 1720-1730 წ.წ.


ვიტორიო ამადეო სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-სა და მისი მეუღლის, მარია ბატისტას ვაჟი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ 1675 წელს იგი სავოიის ჰერცოგი გახდა. პირველი მმართველობა გაგრძელდა 1720 წლამდე. 1713 წელს იგი სიცილიის მეფედ ეკურთხა, ვინაიდან ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომის დასრულების შემდეგ უტრეხტის ზავის მიხედვით სიცილია სავოიას გადაეცა. ვიტორიო ამადეომ სიცილიის ტახტზე უარი თქვა, მას შემდეგ რაც იგი კუნძულ სარდინიის სანაცვლოდ გადასცა ჰაბსბურგებს. 1720 წელს ვიტორიო ამადეო სარდინიის პირველ მეფედ ეკურთხა.
ვიტორიო ამადეო II დაქორწინებული იყო ანა დ’ორლეანზე, რომელთანაც შეეძინა შვილები:
მარია ადელაიდე სავოიელი (* 6 დეკემბერი 1685 - † 12 თებერვალი 1712), ბრეტანის ჰერცოგინიამარია ანა (* 14 აგვისტო 1687 - † 5 აგვისტო 1690), სარდინიის პრინცესამარია ლუიზა სავოიელი (* 17 სექტემბერი 1688 - † 14 თებერვალი 1714), ესპანეთის დედოფალი, ფელიპე V-ის მეუღლევიტორიო ამადეო (* 6 მაისი 1699 - † 22 მარტი 1715), სარდინიის პრინციკარლო ემანუელე III (* 27 აპრილი 1701 - † 20 თებერვალი 1773), პიემონტ-სარდინიის მეფეემანუელე ფილიბერტო (* 1 დეკემბერი 1705 - † 19 დეკემბერი 1705), ჰერცოგი დე შაბლე
გარდა ამისა ვიტორიო ამადეო II-ს 2 უკანონო შვილი ჰყავდა:
ვიტორია ფრანჩსკა (* 9 თებერვალი 1690 - † 8 ივლისი 1766), ჰერცოგინია დე სავოია-კარინიანივიტორიო ფრანჩესკო

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq