საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ლუი XV დე ბურბონი
ლუი XV დე ბურბონი (ფრანგ. Louis XV de Bourbon; დ. 15 თებერვალი, 1710, ვერსალი, საფრანგეთი – გ. 10 მაისი, 1774, ვერსალი, საფრანგეთი) — საფრანგეთის და ნავარის მეფე 1715-1774 წლებში. ლუი XIV-ის შვილიშვილი. 
1723 წლამდე საფრანგეთს მართავდა რეგენტი - მეფის ბიძა ჰერცოგი ლუი ფილიპ ორლეანელი. მეფის სრულწლოვანების შემდეგ კი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები იყვნენ ჰერცოგი ბურბონი (1723-1726 წწ.) და მეფის ყოფილი აღმზრდელი კარდინალი ფლერი (1726-1743 წწ.). 1725 წელს ლუი XV-მ შეირთო მარი ლეშჩინსკა (სტანისლავ I ლეშჩინსკის ქალიშვილი). 
ლუი XV-ის ცხოვრების დევიზი იყო: „ჩემს შემდეგ წარღვნაც მოსულა“. მეფე გართული იყო ნადირობით, ქეიფით, ბანქოს თამაშით. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები იყვნენ მეფის ფავორიტი ქალები (მარკიზა პომპადური; გრაფინია დიუბარი). ლუი XV-ის მეფობის დროს საფრანგეთმა მნიშვნელოვანი წარუმატებლობა განიცადა საგარეო პოლიტიკის სფეროშიც.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+დაახლ. 322) ხსენების დღე 09.05
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
25 აპრილს (8 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ხსენების დღეს.
gaq