საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

არაბებთან მებრძოლი აფონსუ III პორტუგალიელი
 აფონსუ III (პორ. Afonso III) (1210 -- 16 თებერვალი 1279) პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1248 - 1279 წლებში. აფონსუ IIს და ურაკა კასტილიელის ვაჟი. იქორწინა 1235 წელს მატილდაზე, რენო დე მარტინის ასულზე და 1254 წელს ბეატრისა გუსმანზე, კასტილიის მეფე ალფონსო X–ის ქორწინების გარეშე შობილ შვილზე.

1245 წლიდან, როდესაც აფონსუს უფროსი ძმა სანშუ II გადააყენეს და იგი ფაქტიურად მმართავდა ქვეყანას. 1248 წელს კი კორტესებმა იგი ოფიციალურად მეფედ აღიარეს. მან განაახლა არაბებთან ომი და დაპყრო მთელი ალგარვი. აფონსუ ზრუნავდა მიწათმოქმედების განვითარებაზე, დაპყრობილ ტერიტორიებზე ასახლებდა ქრისტიან კოლონისტებს და ქმნიდა ახალ დასახლებებს. ძალაუფლების გამყარების შემდეგ, მან დაიწყო სასულიერო პირების უფლებების შეზღუდვა. ეპისკოპოსები ჩიოდნენ, რომ იგი ითვისებს ეკლესიის მამულებს, ართმევს შემოსავლებს და აიძულებს სასულიერო პირებს დაემორჩილონ საერო სამართალს. რომის პაპი გრიგოლ IX დაემუქრა აფონსუს ეკლესიისგან განკვეთით. ალფონსუ არწმუნებდა პაპს, რომ პატივს სცემს მას, მაგრამ აგრძელებდა თავის პოლიტიკას. 1277 წლამდე მას გასდიოდა ეს პოლიტიკა, მაგრამ ბოლოს იგი განკვეთეს ეკლესიისგან. მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1279 წელს შეურიგდა იგი სასულიერო პირებს, და დაპირდა 1245 წელს მიცემული დაპირებების შესრულებას.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq