საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

იმპერატრიცების სადედოფლო მორთულობანი
georoyal.ge

მოსკოვში, ფედერალური არქივების  დარბაზში აპრილის პირველი რიცხვებიდან  წარმოდგენილი იყო გამოფენა, სახელწოდებით: „რუსი იმპერატრიცები - მოდა და სტილი“. გამოტანილი იყო XVIII საუკუნის ბოლოსა და  XX საუკუნის დასაწყისის ჩაცმულობები, მორთულობები, აქსესუარები, ძვირფასი სამკაულები.

ცნობილია, რომ პეტრე პირველმა გამოსცა ბრძანება: „ყველა წოდების ქალი გამოწყობილიყო  მხოლოდ  გერმანულ ტანსაცმელსა და თავსაბურავში და არავითარ შემთხვევაში - რუსულში“.  ნიკოლოზ პირველი - პირიქით, ავტორი იყო რუსული სტილის, რომლის საფუძველსაც შეადგენდა ეგრეთ წოდებული „სარაფანი“.

იმპერატრიცები ირთვებოდნენ მოდის მიხედვით - ცხადია, საკუთარი მოწადინებაც რომ არ ჰქონოდათ, მდგომარეობა აიძულებდათ.

 გამოფენაზე წარმოდგენილი გახლდათ თვით ეკატერინე მეორის, როგორც მოდელიერის მიერ შექმნილიო სურათიც. ხოლო მთავარი დახვეწილი მოდის მიმდევრის სახელი უდავოდ ეკუთვნოდა მარია ფეოდოროვნას - ალექსანდრე III-ის მეუღლეს.  მისგან დღემდე შემორჩენილია მრავალი სახის მორთულობა,  თვით კორსეტისა და წინდების ჩათვლით. თუმცა, დედამთილის გარდერობით დიდად არ იყო აღფრთოვანებული უკანასკნელი იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნა - ამ თვალსაზრისით  თავად იყო მეტად კონსერვატიული და თავშეკავებული.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq