საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

ბრიტანეთის დედოფლის ხელჩანთის "საიდუმლო"
News.ge

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ხელჩანთას "საიდუმლო" ნიშნებისთვის იყენებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა  სამეფო კარის აქსესუარების მიმწოდებელი ფირმის 87 წლის მეპატრონისაგან.

მაგალითად, როცა მონარქი მაგიდაზე, თავის წინ დებს ჩანთას, ამით ის გამოხატავს შეკრების ხუთ წუთში დატოვების სურვილს - განაცხადა სამეფო კარის ცხოვრების მცოდნემ. ინგლისური კომპანიის Launer მეპატრონემ და კრეატიულმა დირექტორმა ჯერალდ ბოდმერმა ინტერვიუში; ასევე, აღნიშნა რომ "ელისაბედ II-ისათვის შექმნილი ჩანთა ყოველთვის აღჭურვილია სარკით, საფულითა და სათვალის ბუდით", ამავე დროს, ცნობილია, რომ  მონარქი ნაღდ ფულს ჩანთით იშვიათად ატარებს.

"ჩანთას აქვს გარკვეული რაოდენობის განყოფილება, აღნიშნა ბოდმერმა ჟურნალ The Lady-სთან ინტერვიუში - ხანდახან მისი აღმატებულება თავად ითხოვს დიზაინის შეცვლას და ჩვენც ჩანთის ზომას, ან ტყავის სარჩულს აბრეშუმით ვცვლით; აუცილებელია, რომ ჩანთა მარტივად იხსნებოდეს და  დასაკეტად არ იყოს გამოყენებული ელვა".

მონარქს ჩანთა ყოველთვის მარცხენა ხელში უკავია, იქნება ეს ჩვეულებრივი გასეირნება, თუ ოფიციალური წვეულება. ჩანთა ითვლება დედოფლის "საფირმო" ატრიბუტად.

დედოფლის ბიოგრაფი სელი ბედელ სმიტი აღნიშნავს, რომ კვირა დღეს მონარქს ჩანთაში ყოველთვის აქვს "აკურატულად დაკეცილი ბანკნოტები" საეკლესიო შესაწირისათვის.

როგორც ცნობილია, მონარქის ჩანთაში მუდმივად დევს სათვალე, ტუჩის საცხი, მენთოლიანი კანფეტები და კალამი. ხოლო, სამეფო კარის ქალბატონების ჩანთაში, ჟურნალისტის თქმით, აუცილებელ საგნებად ითვლება ხელთათმანი, ძაფი და ნემსი - გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.

 


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq