ლეგენდარულმა დიზაინერმა დევიდ ემანუელმა, რომელსაც შეკერილი აქვს საქორწილო კაბა გასული საუკუნის ყველაზე ხმაურიანი ქორწილისათვის - პრინც ჩარლზისა და დაიანა ფრენსის სპენსერის ჯვრისწერისას, გაამხილა თავისი საიდუმლოებანი. ჟურნალ ” HELLO”-სათვის მიცემულ ინტერვიუში იგი ჰყვება პრინცესასთან თავის შეხვედრაზე და კაბის დიზაინზე მუშაობის პროცესის შესახებ. ”ჩვენ შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი ” Vogue”-ს მთავარი რედაქტორის მეშვეობით. მე მაშინ ვმუშაობდი ჩემი მაშინდელი მეუღლის, ელიზაბეტის კაბებზე. დაიანამ მითხრა, რომ ეძებდა ლამაზ კაბას. ის ისეთი ნაზი და მორცხვი იყო, მე მაშინვე გავიფიქრე, რომ მას კარგი აღზრდა უნდა ჰქონოდა მიღებული. დაიანასთვის შესრულებული პირველი სამუშაო გახლდათ მისი ცნობილი ხავერდის შავი კაბა ბრეტელების გარეშე, რომელიც მომავალმა პრინცესამ ჩაიცვა ნიშნობის შემდეგ საჯარო ღონისძიებაზე ”Goldsmith’s Hall ”-ში 1981 წლის მარტში. კაბას ისეთი მოწონება ხვდა, რომ შემდეგ დაიანას სხვა დიზაინერზე აღარც უფიქრია საქორწილო კაბის შესაკერად. სამეფო ოჯახის თხოვნით საქორწილო კაბა დევიდ ემანუელის ”ბუტიკიდან” ინაცვლებს ბუკინგერმის სასახლის მუზეუმში.
|