საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

ბრიტანეთის დედოფლის სამკაულები
georoyal.ge

ბრიტანეთის დედოფლის  საიუბილეო დღეებში ბუკინგემის სასახლეში გამოიფინა 10000-ზე მეტი ბრილიანტი, რაც კი ჰკუთვნებიათ ბრიტანელ მონარქებს 300 წლის განმავლობაში. მათ შორის იყო ისეთი სამკაულებიც, რომელთაც განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული ღირებულება გააჩნიათ.

ამ კოლექციაში შემავალი თითქმის არცერთი ნივთი არ არის გაწერილი ოფიციალურ ცერემონიალურ აქტებში, რადგანაც არავის, ელისაბედ II-ის ოჯახის გარდა,  არა აქვს მათზე არანაირი უფლება. ზოგიერთს ამ სამკაულთაგან დედოფალი ატარებს სამეფო წვეულებებზე, ზოგი არასოდეს უხმარია,  ზოგსაც ათხოვებს ხოლმე სამეფო ოჯახის წევრებს.

საოჯახო რელიქვიები და გვირგვინები გადაეცემა მონარქიდან მონარქს.  ეს არის ფასდაუდებელი დიადემები, ყელსაბამები და გულსაბნევები, რომლებიც „ბრიტანელ მონარქთა ზარდახშაში“ სხვადასხვა გზებით აღმოჩნდნენ: ზოგი სხვა მონარქთა საჩუქარია ქორწილებში თუ პატივისცემის გამოხატვის ნიშნით, სხვები შეკვეთით არის დამზადებული შეყვარებული მეფეებისგან თავიანთი ცოლებისათვის; კოლექციაში არის ვინძორთა პატარძლების - უცხოელ პრინცესათა მზითევიც და ა.შ.

ერთობლიობაში ეს არის ბრილიანტების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია მსოფლიოში.

ზოგიერთი ამ  ღირსშესანიშნაობათაგან ადვილად საცნობია, როგორც, მაგალითად, ირლანდიური ტიარა, რომელიც დედოფალ მერის მიართვეს 1893 წელს.

ექსპოზიციის თვალია   1187 ბრილიანტი

ვლადიმირის ტიარა, რომელიც ეკუთვნოდარუსეთის დიდ ჰერცოგინიას, მარია პავლოვნას. დედოფალმა მერიმ შეიძინა 1921 წელს
ანი ოქროს მინიატურული  გვირგვინი, რომელიც ეკიუთვნოდა დედოფალ ვიქტორიას. მასში ის პოზირებდა თავისი მმართველობის ბრილიანტის იუბილეზე 1897 წელს.

პრუსიის მეფის, ფრიდრიხ დიდის ოქროს სათუთუნეს ამშვენებს 3000 ბრილიანტი. გერმანიიდან  ის მოხვდა რუსეთში, ალექსანდრა ფეოდოროვნას - ნიკოლოზ II-ის მეუღლის მფლობელობაში და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეიძინა დედოფალმა მარიამმა.

კანადური ფოთლის  ფორმის დედოფალ ელისაბედის გულსაბნევი არის ჯორჯ VI -ის საჩუქარი მეუღლისადმი, კანადში გამგზავრების წინ 1939 წელს. დედა-დედოფალი მას ინახავდა  თავის გარდაცვალებამდე (2002 წ.). სამკაული გადაეცა ამჟამინდელ მონარქს, რომელმაც, თავის მხრივ, გადასცა ის კემბრიჯის ჰერცოგინიას - ქეით მიდლტონს 2011 წლის ზაფხულში, მისი პირველი სადედოფლო მოგზაურობის დროს, როგორც საკუთარი მხარდაჭერის გამოხატულება.

გულსაბნევი და მძივები The Nizam of Hyderbad
ტიარა-ფრანჟი
გულსაბნევი The Lover's Knot
გულსაბნევი The Williamson
ავსტრიის იმპერატორის გულსაბნევი
დედოფალ ვიქტორიას გულსაბნევი
გულსაბნევი „ცეცხლოვანი ლილია“
ყელსაბამი The Nizam of Hyderbad
პრუსიის მეფის, ფრიდრიხ დიდის სათუთუნე
ყელსაბამი The Delhi Durbar
საყურე და ყელსაბამი ირლანდიური კომპლექტიდან
ინდური ტიარა
მეფე ჯორჯ IV-ის გვირგვინი
ლალის ბირმული ტიარა
დედოფლის გვირგვინი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq