| ჰერაკლე კეისარი და მისი ვაჟი კონსტანტინე III | ფლავიუს ჰერაკლე ავგუსტუსი (ბერძნ. Φλάβιος Ἡράκλειος, ლათ: Flavius Heraclius Augustus, ქართ: ჰერაკლე, ხშირადჰერაკლე კეისარი; დ. 575 — გ. 11 თებერვალი, 641) იყო ბიზანტიის იმპერატორი, რომელიც მართავდა აღმოსავლეთ რომის იმპერიას. ტახტზე 610 წელს ავიდა. მას დიდი წვილილი მიუძღვის იმპერიის ძლიერების განმტკიცებაში. ჰერაკლე კეისარმა, რომეების იმპერია, როგორც ბიზანტიელები უწოდებდნენ თავიანთ ქვეყანას, ბერძნულ სახელმწიფოდ შეცვალა. ამ პერიოდიდან იმპერატორები ბერძნული ტერმინით, ბასილევსებად იწოდებიან. თანდათან ლათინურის ნაცვლად მკვიდრდებოდა ბერძნული ენა. 614 წელს გაძლიერებულმა ირანელებმა იერუსალიმი აიღეს და სასტიკად დაარბიეს. შაჰმა გაიტაცა ჯვარი, რომელზედაც მაცხოვარი ევნო. ჰერაკლე კეისარმა, რომელსაც დაბეჩავებული იმპერია ერგო სამმართველოდ, დახმარებისთვის ეკლესიას მიმართა.კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეკლესიიდან საგანძური გამოიტანა და გადასცა ჰერაკლეს. თან დიდი თანადგომა გამოუცხადა ირანელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰერაკლემ ეკლესიისგან მიღებული განძით შეკრიბა ჯარი და ირანელების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა. მას მოკავშირედ ჰყავდა ხაზარები და აღმოსავლეთის ქრისტიანული ხალხები. ჰერაკლემ ხაზარებთან ერთად 627 წელს ალყა შემოარტყა თბილისს, სადაც გამაგრებული იყო ირანული გარნიზონი. თბილისის მოსახლეობა თავს გმირულად იცავდა და ჰერაკლემ ვერ შეძლო ქალაქის აღება. 627 წელს 12 დეკემბერს ქალაქ ნინევიისნანგრევებთან ირანელებზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ეს ბრძოლა ცნობილია ნინევიის ბრძოლის სახელით. ჰერაკლეს სახელთანაა დაკავშირებული ზარათუშტრას დაბადების ადგილზე მარადიული ცეცხლის ჩაქრობა. ჰერაკლემ ირანიდან ჩამოიტანა იქ გატაცებული ჯვარი და 629 წელს დიდი ზარზეიმით თვითონ ჩაასვენა იერუსალიმში. როგორც იტქვა, ეს ის ჰერაკლეა, 627 წელს ტფილისს რომ შემოესია თავის მოკავშირე ხაზარების ხაკან ჯიბღუსთან ერთად. სასტიკ ბრძოლაში ტფილისის კედლებთან ბიზანტიელები და ხაზარები ვერაფერს გახდნენ და ქალაქი ვერ აიღეს. გმირული სიკვდილით დაეცა ბრძოლის ველზე ქართლის ერისმთავრი სტეფანოზ I, სუმბატ დავითის ძის მიხედვით გვარად, ალბათ, ბაგრატიონი (მომდევნო წელს მოკავშირეებმა მაინც შეძლეს ტფილისის აღება, რომელშიც ირანული გარნიზონი იდგა). ამ დროს ქართლი ირანის ვასალად ითვლებოდა, ხოლო ბიზანტიის იმპერიაში დიდი ცვლილებები განხორციელდა. „საბერძნეთს გამოჩნდა კაცი ერთი, თვისი მავრიკ კეისრისა, სახელით ერაკლე, ამან მოკლა ფოკას კეისარი და დაიპყრა საბერძნეთი“ მოგვითხრობს მემატიანე. ერაკლე კეისარმა პოლიტიკური მოსაზრებით ყივჩაღთა მეფეს თავისი ასული მიათხოვა, მათი დახმარებით დასავლეთიდან ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა და წამოემართა „სპარსეთად ძებნად ძელისა ცხორებისასა და მოვიდა პირველად ქართლს“. მაგრამ სტეფანოზ მთავარი სპარსელებს არ გადაუდგა და „განამაგრნა ციხე-ქალაქნი და დადგა ტფილისსა. მოვიდა ერაკლე მეფე და ტფილისს მოადგა“. სტეფანოზი მამაცი მეომარი იყო. იგი ყოველ დღე ქალაქის კარიდან გამოდიოდა და ბერძნებს ებრძოდა. ერთ-ერთ ბრძოლაში მოიკლა კიდეც, რის შემდეგაც ჰერაკლემ თბილისი დაიპყრო. ჰერაკლე კეისარმა მოუხმო ბაკურის შვილს - ადარნასეს, რომელიც კახეთს ერისმთავრობდა და მისცა მას თბილისი და მთავრობა ქართლისა. „მაშინ წარიღეს ბერძენთა საზღუარი ქართლისა: სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვისპირი“, ხოლო სტეფანოზის შვილები დარჩნენ „კლდეთა შინა კლარჯეთისათა“ და სხვა ერისმთავრების მსგავსად მორჩილებდნენ ადარნასე მთავარს. ერაკლე კეისარმა კი სპარსეთს გაილაშქრა, მოკლა ხუასრო, ბაღდადი აიღო, და ძელი ცხორებისაც თან წამოაბრძანა. ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილები ზოგი იერუსალიმში დააბრძანა და ზოგიც კონსტანტინეპოლში გაგზავნა, ზაქარია მამათმთავარი კი კვლავ თავისივე საყდარზე დაადგინა (623წ). მეშვიდე წელს კი, როდესაც კვლავ ქართლში გამოიარა, მცხეთის ჯვარი და თბილისის სიონი უკვე დასრულებული ჰქონდა ადარნასე მთავარს. „მაშინ ერაკლე მეფემან ტფილისს, მცხეთას და უჯარმას ქადაგნი განავლინა, რაითა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიას შევიდნენ და ყოველნი მოგუნი და ცეცხლის-მსახურნი, რომელნიცა არა მოინათლნენ, მოსრენ, ხოლო მათ ნათლისღებაი არა ინებეს, არამედ ზაკვით აღირივნეს ქრისტეანეთა თანა, და მიაწიეს ყოველთა მათ ზედა მახვილი, და გაწმიდა სჯული ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა. მაშინ ერაკლე კეისრმან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ჩუენთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელ მოცემულ იყუნენ კონსტანტინესაგან მირიანისდა“. შეწუხდა ადარნასე მთავარი და ევედრებოდა კეისარს, რათა „არა წარიხუნეს ნიჭნი იგი ღმრთისამიერნი“, მაგრამ კეისარმა მისი თხოვნა არ შეისმინა. ერეკლე კეისრის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროიდან იბერია კვლავ ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცა, მაგრამ ბიზანტიელებმა დიდხანს ვერ შესძლეს ესარგებლათ მიღწეული წარმატებებით, რადგანაც მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ძალა, რომელმაც სრულიად შეცვალა არსებული ვითარება. სპარსეთიდან დაბრუნებულ გამარჯვებულ კეისარს ეგვიპტეში დიდი ძღვენით წინ მიეგება ისლამის ფუძემდებელი მუჰამედი და საცხოვრებელი და სასაძოვრე ადგილები გამოსთხოვა. მანაც არაბეთის მახლობლად „ქუეყანისა სინისასა“ მისცა მიწები. ჰერაკლე კეისარი საგანგებოდ მისულა ხელთუქმნელი ხატის თაყვანისსაცემად და, „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, აწყურში დიდი საეპისკოპოსო კათედრაც აუგია. |