|
მაჰმადიანების მიერ იერუსალიმის აღების ამბის გაგონებისას გარდაცვლილი პაპი – ურბან III
ურბან III (ლათ. Urbanus PP. III; ერისკაცობაში უბერტო კრიველი დ. 1120, მილანი — გ. 20 ოქტომბერი, 1187, ფერარა) — რომის პაპი 1185-1187 წწ. წარმოშობით იტალიელი. დაიბადა მილანის ცნობილი გვარის წარმომადგენელთა ოჯახში. მიიღო საღვთისმეტყველო განათლება ბოლონიაში. პაპად აირჩიეს 25 ნოემბერს, ხოლო კორონაცია გაიმართა 1 დეკემბერს. იგი იყო შტაუფენების შეურიგებელი მტერი. მისი პაპობის დრო აღინიშნება იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას წინააღმდეგ შეუპოვარი, მაგრამ უშედეგო ბრძოლით. გადმოცემით, სალაჰ-ად-დინის (სალადისნის) მიერ იერუსალიმის აღების (1187 წლის 2 ოქტომბერს) ცნობამ გამოიწვია მისი გარდაცვალება. |
|