ერთ-ერთი ფრანგული
ჟურნალის გამოკითხვით, ყველაზე ლამაზი, გულუხვი, მგრძნობიარე და კეთილშობილი არიან
„კონკია“ პრინცესები, რომლებიც სამეფო სასახლეებში არ აღზრდილან პომპეზურად და იზოლირებულად,
თუმცა ბედმა გაუმართლათ და პრინცესები გახდნენ.
ამავე გამოკითხვაში
ტახტის მემკვიდრის, კრონპრინცესა მატილდამ 65% მიიღო, და პირველ ადგილზე გავიდა. მას
ევროპაში ყველაზე კეთილშობილ პრინცესად თვლიან. ჟურნალმა Vanity
fair კი მატილდა ყველაზე
ელეგანტურ ადამიანად დაასახელა.
პრინცესა მატილდა
დაიბადა 1973 წლის 20 იანვარს ბელგიის ქალაქ უკელში. ის არის ბელგიის კრონპრინცის,
ბრაბანთის ჰერცოგის ფილიპეს მეუღლე. მისი ქალიშვილობის გვარია
მატილდა მარია ქრისტინა
ჟისლეინ დ’უოკემ დ’აკოზი.
მატილდა სამეფო
ოჯახის წევრი გახდა 1999 წლის 4 დეკემბერს. ჯვრისწერის შემდეგ მან ბელგიის კრონპრინცესას
ტიტული მიიღო.
მატილდა იქნება
ბელგიის პირველი დედოფალი, რომელიც ბელგიაში დაიბადა.
პრინცესამ დაწყებითი
განათლება მიიღო ქალაქ ბასტონში. მან სკოლა ბრიუსელში დაამთავრა. ბრიუსელის ერთ-ერთი
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიღო ლოგოპედის დიპლომი. ასევე წარმატებით დაამთავრა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
კრონპრინცესა მატილდა
ბრწყინვალედ უკრავს ფორტეპიანოზე, უყვარს როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე მუსიკა.
მას იზიდავს ჯანსაღი ცხოვრები ს წესი, ცურვა, ჩოგბურთი და ბუნებაში დასვენება. კრონპრინცესა
საუბრობს ფრანგულ, ინგლისურ, ჰოლანდიურ და იტალიურ ენებზე.
როგორც ვწერდით,
ფილიპესა და მატილდას ჰყავთ ოთხი შვილი. მისი ცხოვრების დანარჩენი საინტერესო დეტალების შესახებ სხვა დროს მოგითხრობთ. |