საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მეფე წმიდანი - მირდატი
წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. სიმხნე და უშიშრობა ბავშვობიდანვე დაჰყვა საქართველოს უფლისწულს. მას არც სიქველე და გონიერება აკლდა. უმთავრეს მიზნად ქართლის სამეფოს სრული განთავისუფლება და გაძლიერება ჰქონდა დასახული. სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ხელმწიფე ბიზანტიისაგან დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას ესწრაფვოდა, ხოლო სპარსეთს, ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა.
წმინდა მეფე დემეტრე (II) თავდადებული (1271-1289)
ამბობენ, განსაცდელი ცოდვის წილ მიეგება ქვეყანასო და მეორე მხრივ, განსაცდელით წვრთნის უფალი თავის რჩეულთ. საქართველოში მონღოლთა ბატონობის ჟამს განსაცდელს ვინ გამოულევდა მომავალ გვირგვინოსანს და როგორც კი მოევლინა ამ ქვეყანას უფლისწული დემეტრე (II), მათაც ნიაღვარივით იწყეს დენა.
წმინდა მეფე ვახტანგ III (1302 – 1308 წწ. )
როგორც იწინასწარმეტყველა წმინდა ბერმა ბასილიმ, მეფე დემეტრე თავდადებულის სიკვდილის შემდგომ მიმოიფანტნენ მისი შვილები. დემეტრეს უფროსი ვაჟი, დავითი, რომელიც მას ჰყავდა ტრაპიზონის მეფის ასულისაგან, თან ახლდა მამას ურდოში. იგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს და აღიზარდა ნოინ ტაჩარის კარზე. მისი ძმები – ვახტანგი და მანუელი, საქართველოში დარჩნენ, ხოლო ნახევარძმა გიორგი (შემდგომში ბრწყინვალედ წოდებული), დედამ, ბექა ჯაყელის ასულმა წაიყვანა ახალციხეში, მამის მამულში და იქ აღიზარდა. დემეტრეს მესამე ცოლი, სორღალი კი შვილებით, - ბაადურით და იადიგარით, სამშობლოში დაბრუნდა.
ბაგრატიონი წმინდანები
"როცა უფალი ირჩევს ერს ან ადამიანს, მას ასევე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს. საუკუნეების განმავლობაში ამ უდიდეს პასუხისმგებლობას კისრულობდა ბაგრატიონთა გვარი. და არც ისაა შემთხვევითი, რომ ბაგრატიონთა გვარი სათავეს დავით წინასწარმეტყველისა და სოლომონისაგან იღებს", - ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II.
ღირსი ბასილი ძე მეფე ბაგრატ III-ისა (XIს.)
ღირსი ბასილი იყო ძე საქართველოს მეფის ბაგრატ III-ისა. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმინდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. იცოდა მრავალი უცხო ენა. იყო მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი.
1 2

მამული, ენა, სარწმუნოება

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
23 მაისი - ხსენება ნეტარი ტაისიასი (V)
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
gaq