ეს წერილი დავწერე 2011 წლის 11 აპრილს, პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის გარდაცვალების თარიღის აღსანიშნავად და გამოვაქვეყნე სხვა საიტზე. ვფიქრობ, ახლაც აქტუალურია პერსონა, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მშობელ ხალხს ემსახურა...
გია მამალაძე
რუზველტი - მეორე მსოფლიო ომის მთავარი გამარჯვებული
1945 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა ამერიკის გამორჩეული პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი (Franklin Delano Roosevelt). ის გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ის ერთადერთია, რომელიც ორ ვადაზე მეტად იყო არჩეული ქვეყნის მეთაურად (ოთხჯერ). მას ამერიკის ისტორიის XX საუკუნის ცენტრალურ ფიგურას უწოდებენ. ბევრი თვლის, რომ ფრანკლინ რუზველტი ამერიკის სამ უდიდეს პრეზიდენტთა სიაშია. ფრანკლინ დელანო რუზველტი დაიბადა ჯეიმს რუზველტის მდიდარ და რესპექტაბელურ ოჯახში. დედის გვარი იყო დელანო. დელანოებიც მაღალ წრეს მიეკუთვნებოდნენ. რუზველტების გვარი ამერიკაში გადასახლდა ჰოლანდიიდან. წარმოიშვა ორი შტო. ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი თეოდორ რუზველტი ამერიკის პრეზიდენტი გახდა. 1905 წელს ფრანკლინ რუზველტმა იქორწინა თეოდორ რუზველტის უმცროსი ძმის ქალიშვილზე, ანა ელეონორა რუზველტზე. ელეონორა მას მეხუთე თაობის ნათესავად ეკუთვნოდა. მათ ექვსი შვილი შეეძინათ (ერთი ჩვილობის დროს გარდაიცვალა). ელეონორა კარგი მეგ ობარი იყო სახელგანთქმული ქმრისა და ძალიან ეხმარებოდა მოღვაწეობაში. ფრანკლინ რუზველტმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, მერე სწავლობდა პრესტიჟულ სკოლაში გროტონში. შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტში, შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იცოდა რამდენიმე ენა. ფრანკლინ რუზველტმა იცოდა რა სჭირდებოდა მის განაწამებ ხალხს, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა სიღატაკეში ცხოვრობდა. მან იცოდა რა სჭირდებოდა მის სამშობლოს, რომელსაც უდიდესი ტერიტორიული, სახმელეთო, საზღვაო, ადამიანური, ინტელექტუალური, წიაღისეული და სხვა რესურსები ჰქონდა, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკაში ჯეროვან, შესაბამის ადგილს ვერ იკავებდა. ფრანკლი რუზველტმა კარგად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა და ვისთან ერთად. როდესაც ფრანკლინ დელანო რუზველტი ემზადებოდა პრეზიდენტობისათვის, მისმა მეგობარმა, შესანიშნავმა ანალიტიკოსმა როზენმანმა შესთავაზა შეედგინა გუნდი, რომელიც შეიმუშავებდა პროგრამებს, რითიც გაიმარჯვებდნენ არჩევნებში და შეძლებდნენ ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან და კარგად მართვას. როზენმანმა უარყო პოლიტიკოსების, ფინანსისტების და ბიზნესმენების კანდიდატურები. მისი აზრით, ყველაზე კარგი იქნებოდა ასეთი გუნდის დაკომპლექტება უნივერსიტეტების პროფესორებით, რომლებსაც დიდი ოცნებები ჰქონდათ სამშობლოსთან დაკავშირებით და ბედნიერები იქნებოდნენ თუ ხორცს შეასხავდნენ თავის იდეებს. გადაწყდა ნამდვი ლი ინტელიგენტებისაგან დაეკომპლექტებინათ გუნდი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უძლიერეს სახელმწიფოდ უნდა ექციათ და მოსახლეობა კი კეთილდღეობით უზრუნველეყოთ. ჯგუფში, რომელსაც "გონებრივი ტრესტი" უწოდეს, შევიდნენ როზენმანი, იურისტი ო’კონორი, სისხლის სამართლის სპეციალისტი მოლი, კონსერვატიული რეალიზმის იდეოლოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი რ. ტარგველი, საბანკო ექსპერტი ა. ბერლი. გარდა ამისა, "გონებრივ ტრესტში" მუდამ იწვევდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რუზველტის კომპანიის უსაფრთხოებას და გამარვებას. ბევრის სახელი დღესაც უცნობია. "გონებრივმა ტრესტმა" გაამარჯვებინა რუზველტს და მერე მათი გეგმების, პროექტების რეალიზების წყალობით ამერიკა სუპერსახელმწიფოდ იქცა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რუზველტმა ზოგიერთი მათგანი მიიწვია სახელმწიფო თანამდებობაზე, მაგრამ მათგან უმეტესობამ ანალიტიკური საქმინობის გაგრძელება, მონიტორინგი, დაგეგმარება არჩიეს. მოგეხსენებათ 1930-იან წლებში ამერიკაში დიდი დეპრესია იყო. საზოგადოება უზარმაზარი საფრთხის წინაშე იდგა. უმუშევრობა და უპერქსპექტივობა ქვეყანას კატასტროფას უქადდა. ფრანკლინ დელანო რუზველტმა მოახერხა და 3 000 000 ადამიანი დაასაქმა. განსაკუთრებით ახალგაზრდები და ღატაკი ოჯახების შვილები. ამით ისინი ანტისოციალური "პერსპექტივიდან" საზოგადოებაში დააბრუნა. ეს ყველაფერი იყ ო მისი უკომპრომისო ხასიათის დამსახურება, ის არ დაერიდა კრიტიკას და დაიწყო რეფორმები - ახალი კურსი. მან მოახერხა და მეორე მსოფლიო ომს ქვეყანა ფეხზე დამდგარი შეხვდა. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია მის მოღვაწეობაში, ჩემი აზრით, არის ის, რომ მან სახელმწიფოს მიზნად დაუსახა ყოველი ამერიკელისათვის სოციალური კეთილდღეობის თანამედროვე კრიტერიუმების შექმნა. ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს, შეიძლება ვინმეს ამერიკის საზოგადოების მორალი არ აკმაყოფილებდეს, შეიძლება ვინმე წინააღმდეგი იყოს ამერიკის მიერ წარმოებული პოლიტიკისა მსოფლიოში და ა. შ. მაგრამ, როგორც ამერიკის მთავრობა ცდილობს თავისი ქვეყნის მოქალაქეებისათვის სოციალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შექმნას, ასეთი რამ მართლაც ძალიან დასაფასებელია. ეს ყველაფერი დიდწილად ფრანკლინ დელანო რუზველტის დამსახურებაა. ფრანკლინ დელანო რუზველტმა მოახერხა და ჩვეულებრივი სახელმწიფოდან ამერიკა ზესახელმწიფოდ აქცია, ფრანკლინ რუზველტმა მოახერხა და სხვების ომში ამერიკა გამოიყვანა გამარჯვებული, მიუხედავად იმისა, რომ თავად უკვე ცოცხალი აღარ გახლდათ. მე რომ ამერიკელი ვიყო, ეს ძალიან მესიამოვნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის ოფიციალურად დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა, ბერლინს დაცემამდე კი სამიოდე კვირით ადრე, 1945 წლის 12 აპრილს, ის მაინც შეიძლება ჩაითვალოს მეორე მსოფლიო ომში გამარ ჯვებულად, რადგან იმ ომში მან მოაგებინა ამერიკას, თავის სამშობლოს... და ბოლოს, ფრანკლინ რუზველტი არის XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი. ჩვენ ქართველები ვართ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული წარმოშობის რუს პოილიტიკოსს, სტალინს ის, როგორც პოლიტიკოსი ბევრად აღემატებოდა, თავისი საკუთარი მოქალქეებისადმი დამოკიდებულებით. რუზველტს შეეძლი მინიმალური მსხვერპლით მაქსიმალური შედეგის მიღწევა, სტალინი კი მაქსიმალური მსხვერპლით აღწევდა ხოლმე მინიმალურ შედეგს. მეორე მსოფლიო ომმა გადაიარა ევროპაზე და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირზე, თუმცა ამ ომმა დასაბამი მისცა ამერიკის შეერთებულიო შტატების გავლენის მაქსიმალურ გაზრდას და ცივი ომის დამთავრების შემდეგ ამერიკის ქცევას მსოფლიოს ჰეგემონ სახელმწიფოდ, რომელიც დემოკრატიას ავრცელებს. ხშირად დემოკრატიას "მოყოლილი" გლობალიზაცია ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ, რომ არა აშშ, მაშინ მეორე მსოფლიო ომი სულ სხვა შედეგებით დამთავრდებოდა და დღეს გლობალიზაციის საფრთხის მაგივრად, რომელსაც თუ მოვინდომებთ გავუმკლავდებით, გარუსების რეალური საშიშროება გვექნებოდა, თანაც რეპრესიებითა და ხიშტებით. დღევანდელი, - შესაძლო რუსულ მსოფლიოზე ცოტათი მაინც უკეთესი, - დემოკრატიული მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლის ჩამყრელი და ერთ-ერთი არქიტექტორი იყო ფრანკლინ დელანო რუზველტი. |