|
|
გურამიშვილის მიხედვით, საქართველოში დატრიალებული ცოდვის კითხვა ,,საღმრთო საქმეთა’’ ღალატმა გამოიწვია.
|
|
უძველესი ქართული კულტურის ძეგლებით, მათ შორის ჯუანშერის ნაწარმოებით, მტკიცდება, რომ ეს ტერიტორია ჩვენია, ხოლო ჩვენი დიდი მეფეების, ჩვენი წმინდანების, ჩვენი უბრალო წარმოშობის ადამიანების, მეომრების მაგალითები კი გვარწმუნობს, რომ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ…
|
|
განგებამ უმძიმეს ჟამს საქართველოს მხსნელად მოუვლინა მეფე, რომელიც სულ მალე ქვეყნის ღირსეულ მესაჭედ შერაცხეს და ,,აღმაშენებელი“ უწოდეს. მაშინ, როდესაც წმინდა დავით აღმაშენებელი გამეფდა, საქართველოში ასეთი ვითარება იყო: ,,და სიმრავლითა მძორისათა არღარა დაედგომოდეს ქვეყანასა თვალნი... და სისხლის მწვიმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა და იქმნა ღამე უკუნი, ვითარცა ნათელი დღისა“.
|
|
1992-93 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, 300-მდე უკრაინელი მოხალისე იბრძოდა. ისინი, ძირითადად, იმ სამთო ბატალიონში იყვნენ თავმოყრილნი, რომელსაც მაიორი ოლეგ ბაბროვიჩი მეთაურობდა. ქვედანაყოფი ბრძოლებში 1993 წლის ივლისში ჩაება და სოხუმის განაპირა სოფლის, შრომის, აღების დროს პირველი დანაკარგიც განიცადა.
|
|
,,ვახტანგ გორგასლის ცხოვრების'' ისტორიკოსი – ჯუანშერი პირუთვნელი მეისტორიეა. მის ამ თხზულებაში გამოვლენილია ქრისტიანული რელიგიის ზნეობრივი მსოფლმხედველობა. ჯუანშერის ისტორიული აზროვნება პროვიდენციალისტურია – იგი არა მარტო აღწერს ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, არამედ მიზეზებსაც არკვევს და ამდენად, იგი შემფასებელია და ეს შეფასება გაჯერებულია წმ. წერილის სულით.
|
|
ქართულ საისტორიო წყაროებში არაერთი გადმოცემით არის დადასტურებული კავკასიის ამ შეუდრეკელი გმირის კავშირი ბაგრატიონთა სამეფო გვარეულობასთან.
|
|
1805 წლის 23 მაისს ნაპოლეონ ბონაპარტი იტალიის მეფედ აკურთხეს მილანის საკათედრო ტაძარში.
არსებობს გამოთქმა - ნაპოლეონის გეგმა. თანამედროვე იტალია - ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია რეალურად ხორცშესხმული ნაპოლეონის გეგმისა.
|
|