საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

შარდენი: "ლხინი ქართველი მეფის სასახლეში"
ჟან შარდენი

ფრანგი იუველირის, ძვირფასი ქვებით მოვაჭრისა და მოგზაურის - ჟან შარდენის .თხზულების: "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში" გარკვეული ნაწილი საქართველოს ეხება, სადაც მან 1672-1673 იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ ცნობით, რომლებიც ამოკრიბა ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან. აქვე ვხვდებით ძველი თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული.

ქვემოთ გთაავზობთ ფრაგმენტს ფრანგი მოგზაურის ნაშრომიდან:

 

”...როდესაც შაჰ-ნავაზს გაუგია ჩემი ვინაობა და შეუტყვია, რომ განსვენებული შაჰისგან ვიყავი გაგზავნილი თავის საქმეზე ევროპაში, პრეფექტისათვის უბრძანებია: - უთხარი ჩემ მაგიერ, რომ ის ჩვენთვის ძვირფასი სტუმარია, რომ ძალიან მიამა მისი მოსვლა და სასიამოვნო იქნება ჩემთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოვიდეს ჩემს სანახავადო. მე არც შემეძლო და არც მსურდა მაშინვე ვხლებოდი მეფეს; მინდოდა ჯერ მოვმზადებულიყავ, მერე მენახა მეფე და წავსულიყავ კიდეც. იმისათვის, სრომ ყოველდღე არ მევლო მეფესთან, მე ვთხოვე მამა რაფაელს, მეფის ექიმს: - მოახსენეთ მეფეს, რომ ფრიად სასიამოვნოა ჩემთვის, მისი კეთილი გული და შეწყნარება, უსათუოდ ვეახლები როგორც კი მოვახერხებ; ახლა კი ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ამ ათ დღეს ვერ ვეახლები, კარზე გამოსვლას ვერ შევიძლებ. არ ვიცი, მამა რაფაელმა არ მოახსენა ჩემი ბოდიში მეფს, თუ მეფემ არ შეიწყნარა და თორმეტს დილით შემომითვალა ერთის კეთილშობილის პირით: ამ კვირას ყოველდღე შექცევა გვექნება სასახლეში და გთხოვთ შენ მობრძანდეო. მე ძალიან შევკრთი და დავღონდი. შევეხვეწე პრეფექტს და მამა რაფაელს, - ჩააგონეთ მეფეს, რომ ჯერ ხანად არ შემიძლია ვეახლო, მომავალ კვირამდის მაცალოს და მაშინ ვეახლები. კაპუცინებმა აღმითქვეს, შევასრულებთ შენს სურვილსაო, თუმცა კი ვერაფერი გაარიგეს.

წავიდნენ სასახლეში, მაგრამ მაშინვე დაბრუნდნენ და მითხრეს, - რომ მეფეს მოუთმენლად სურს ევროპის ამბავი შეიტყოს შენგანაო. ნამდვილად კი თურმე თვით კაპუცინებს უნდოდათ, რომ მალე მეფის წინაშე წარვედგინეთ, რადგან სპარსეთის შაჰის მახლობელი ვიყავი. იმათ ეგონათ, რაკი მე წარმადგენდნენ მეფის წინაშე, მეფე უფრო მეტს პატივსა სცემდა თვით კაპუცინებსაც. კაპუცინებმა მე და ჩემს ამხანაგს გვთხოვეს: რომელიც უფრო კარგი ტანისამოსი გაქვთ, ის ჩაიცვით და მეფესაც კარგი ძღვენი მიართვითო. მე შევასრულე იმათი ყოველივე სურვილი, რამდენადაც კი შემეძლო, რომ ამით გადამეხადნა მათთვის ის დიდი სიკეთე, რომელიც მათგან მახსოვდა და რომლითაც დავალებული ვიყავი.

შუადღე მოტანებული იყო, როდესაც ჩვენ სასახლეში წავედით, პრეფექტი და მამა რაფაელიც წამომყვნენ. სადილად ჩვენ გველოდენ. მეფე დარბაზში ბრძანდებოდა.

დარბაზი სიგრძით ას ათი ფუტი იყო, სიგანით ორმოცი; სასახლე მტკვრის პირას იდგა და მტკვრის დარბაზი ახდილი იყო. საროთით 13 ნაკვეთებს დარბაზის ჭერს რამდენიმე დახატული და ოქროთი მოვარაყებული სვეტი იმაგრებდა; სვეტებს სიმაღლე 35 ფუტიდან 40 ფუტამდე ჰქონდა. მთელი დარბაზი მშვენიერი ორხოებით იყო მორთული. მეფე, დიდებულნი შემოსხდომოდნენ სამ პატარა ბუხარს, ეს ბუხრები და რამდენიმე მაყალი ისე კარგად ათბობდნენ დარბაზს, რომ კაცი სიცივეს სრულებით ვერ გრძნობდა. მეფე შაჰ-ნავაზს მიმსვლელნი ისევე აძლევდნენ სალამს, როგორც თვით შაჰს: ორ-სამ ნაბიჯზე, რომ მოახლოვდებოდნენ მუხლს მოუდრეკენ და სამჯერ ზედიზედ მიწამდინ დახრიან თავს. ევროპელებს ეძნელებათ, რომ ასე მიესალმონ აღმოსავლეთისს მეფეებს. მართლაც და, რადგან ამაზე დაბლა თაყვანისცემა აღარ შეიძლება, ამიტომ ასეთი თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს შეჰფერის.

ხანდისხან ევროპელებს ათავისუფლებენ ამგვარი სალამისგან, რადგან სხვა ქვეყნისანი არიან და ჩვენებური ქცევა არ იციანო.

მე მეფეს სამჯერ მდაბლად დაუკარი თავი, მაგრამ მუხლი კი არ მომიყრია. შემდეგ ორმა დიდებულმა მთხოვა, რომ დამჯდარიყავ, მე არ მოვინდომე კაპუცინებზე წინ დაჯდომა, თუმცა კეთილშობილნი და, აგრეთვე სახლთუხუცესი, რომელიც შუა დარბაზში იდგა, მთხოვდენენ ზევით დამეჭირა ადგილი. მე სასიამოვნოდ მიმაჩნდა თავაზიანობა გამეწია კაპუცინებისათვის და მინდოდა, რომ ისინიც თავაზიანად მოჰქცეულიყვნენ. პრეფექტს ძალიან მოეწონა ჩემი ქცევა. თვითონვე მოისურვა და მთხოვა, ჩემი ამხანაგის წინ დაჯექიო.

ერთმა კეთილშობილთსაგანმა ჩამომართვა კარებში შაჰისგან მოცემული ქაღალდი და მეფესთან მიტანილი ძღვენი, რომელიც ხელში მეჭირა; დააწყო ყველა ეს ვერცხლის დიდ ტაბაკზე და, როდესაც მე სალამს ვაძლევდი მეფეს, მეფის ახლოს დადგა. მეფემ აიღო ტუჩებთან და შუბლთან და შემდეგ თავის ვეზირს გადასცა. ვეზირს უნდა წაეკითხა და შეეტყობინებინა მეფისათვის ქაღალდის შინაარსი.

ამ ამბის შემდეგ მეფემ დიდის ყურადღებითა და სიამოვნებით დაათვალიერა ძღვენი. ძღვნად მივართვი ერთი დიდი საათი ჩუქურთმით ნაკეთები და ვერცხლით მოვარაყებული, კოლოფით, ერთი ვერცხლში ჩასმული ბროლის სარკე, ერთი სევაფის მორთული ოქროს პატარა კოლოფი თრიაქის აბებისათვის - სპარსელების უმეტესი ნაწილი დღეში რამდენჯერმე ხმარობს ამ აბებს, - ერთი ლამაზად შემკული და დიდის ხელოვნებით გაკეთებული სადოსტაქრო იარაღების ბუდე. მშვენივრად გაკეთებული და საუცხოვო დანები.

ვეზირმა ბრძანების ქაღალდი წაიკითხა და მდაბალის ხმით გადასცა მეფეს შინაარსი. როგორც შემდეგ გავიგე, მეფეს და მის შვილებს უთქვამთ, რომ ასეთი პატივისცემით დაწერილი ქაღალდი არ გვინახავსო. დიდებულებს უკვირდათ, რომ ამ ქაღალდის ბრტყელი არშია მშვენივრად იყო მორთული ვარაყით და მხატვრობით. მეფემ ბრძანა, რომ გადაეღოთ პირი ამ ქაღალდისა...

 

მე არაფერი არ ვუთხარი მეფეს, როდესაც მივესალმე და არც იმას უთქვამს ერთი სიტყვა. შემდეგ, სუფრაზე მეფემ სუფრაჯის ხელით გამომიგზავნა ოქროს თეფშით ნახევარი ერთი დიდი პურისა, რომელიც მის წინ იდვა და შემომითვალა, რომ ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის თქვენი აქ ყოფნაო.

ცოტა ხნის შემდეგ მეფემ იკითხა, რა ისმის იმ ომისა, რომელიც ოსმალოებსა და პოლონელებსა აქვთო. მეორე თავი საჭმელი რომ შემოიტანეს, მეფემ გამომიგზავნა თავისი სასმელი ღვინო იმ თასით, რომლითაც თვითონ მიირთმევდა.

ღვინო ოქროს სევადით მორთულ საღვინეში იყო ჩასხმული, თასიც ოქროსი იყო. გარედან ლალითა და ფირუზით მოჭედილი. ერთმა კეთილშობილთაგანმა მოგვართვა ეს ღვინო და მეფის მაგივრად გვითხრა: - მიირთვით, იმხიარულეთ, ნუ მოგიწყენიათო. შემდეგ, მესამე თავი საჭმელი, რომ შემოიტანეს, მეფე უფრო დაგვიტკბა.

მოიტანეს შემწვარი, მეფემ გამოგვიგზავნა შემწვარი ხოხობი, ორი კაკაბი და ფურ-ირემის მეოთხედი, და შემოგვითვალა: თუმცა ნადირის ხორცზე ღვინო კარგია, მაგრამ მე მაინც ვუბრძანე ძალა არ დაგატანონო. მე ყველა ამგვარ თავაზიანობაზე მდაბლად ვუკრავდი თავს და არავითარ პასუხს არ ვაძლევდი.

კაპუცინებიც ასევე იქცეოდნენ. სპარსული ჩვეულება ასეთია: წესად არ არის მიღებული, რომ სხვაფრივ გადაუხადონ მადლობა პატივისცემისათვის.

აღარ გავაგრძელებ სიტყვას იმაზე, თუ რა წესიერება და დიდი მოკრძალება სუფევდა ამ შექცევის დროს. მხოლოდ იმას ვიტყვი, ღვინო ბევრი სვეს. გასაოცარი სიუხვე იყო ხორაგისა, სახსნილოც მოჰქონდათ და სამარხვოც, რადგან

თბილისი ჟან შარდენის მიხედვით, 1671
სადილზე პატრიარქი და ეპისკოპოზებიც იყვნენ, რომლებიც თავის დღეში არ ჭამდენ ხორცს. ჩვენ სადილზე სამი საათი ვისხედით და მერე ავდექით. სხვა სტუმრები ზოგნი კიდეც წასულიყვნენ შინ. მწვადი ჯერ კიდევ არ აელაგებინათ სუფრიდან.

წამოსვლის დროს დიდი მადლობა გადავუხადეთ მეფეს, იმან ერთხელ კიდევ შემომითვალა, სასიამოვნო სტუმარი ხარო, და უბრძანა გავეცილებინეთ შინ.

14-ს მეფეს გამოეგზავნა ჩემთვის ორი ღვინით სავსე საღვინე, ორი ხოხობი, ოთხი კაკაბი. კეთილშობილმა, რომელმაც მოსაკითხი მოატანინა, მითხრა: - მეფემ შემოგითვალა, ხომ არაფერი გიჭირს, კაპუცინები ხომ კარგად გართობენო; თუ ჩემი გამოგზავნილი ღვინო მოგეწონოთ, ყოველდღე წააღებინე ჩემი სარდაფიდანო. მე ვთხოვე კეთილშობილს: დაარწმუნეთ მეფე, რომ ჩემი მასპინძლები არას მაკლებენ, და ჩვენ ერთად დავლევთ მის მიერ გამოგზავნილ ღვინოს და მას ვადღეგრძელებთ. იმ ღვინოზე უკეთესი ღვინო არ შეიძლებოდა.

16-ს მეფემ მიმიწვია თავის ქორწილში. ჯვარისწერა სასახლეშივე იყო. ხუთ საათზე წავედით მე პრეფექტი და პატრი რაფაელი. ჯვარის წერა თითქმის გათავებული იყო, როცა მივედით. იმ დიდ დარბაზში სწერდნენ ჯვარს, რომელშიც წინა კვირას ვისადილეთ. ძალიან მინდოდა მენახა ჯვრისწერა, მაგრამ დარბაზი ქალებით იყო სავსე და კაცებს აღარ უშვებდნენ შიგ. იქ მხოლოდ მეფე, მისი ახლო ნათესავები, კათალიკოზი და ეპისკოპოზები იყვნენ.

ქართველებმა აუკრძალეს თავიანთ ქალებს კაცებთან ერთად ყოფნა მხოლოდ მას აქეთ, რაც სპარსეთის მორჩილებაში არიან. ეს წესი მხოლოდ ჯერ ქალაქებშია გავრცელებული; სოფლებში პირბადეს არ ატარებენ და ვაჟკაცებთან პირისპირ ლაპარაკობენ.

ქორწილის ზეიმი გამართული იყო სასახლის ტერასაზე, რომელიც გარშემორტყმული იყო ორი ფუტის სიმაღლე მოაჯირით. ტერასა დაფარული იყო დიდი ფარდულით, რომელიც დამყარებული იყო ხუთ სვეტზე; სიმაღლით თითო ოცდა ორი ფუტი.

ფარდულის ჭერი გაკეთებული იყო ოქრო თუ ვერცხლნარევ ფარჩისგან, ხავერდისგან და ჭრელი ტილოსგან. ისე საკვირველად და მშვენივრად იყო შეწყობილი ეს მასალა და ფერები, რომ სეფა მაშხალების შუქზე ყვავილებიდან და ნახატებიდან შეთხზულსა ჰგავდა: სეფას შუაში იდგა დიდი აუზი წყლით სავსე. სრულებით არ ციოდა. ბევრი მაყალი იდგა და დიდი მაშხალა -  ანთებული ძლიერ ათბობდნენ. იატაკი მოფენილი იყო ორმოცი დიდი მაშხალით. ამათში ოთხი, რომელიც მეფის მახლობლად იდგნენ, ოქროსი იყო, დანარჩენები ვერცხლისა. მაშხალები ორმოც გირვანქიდან იქნებოდა თითო. მაშხალის ტოტებზე იდგა წმინდა ქონით სავსე ჭრაქები პატრუქებით. ამგვარი მაშხალა დიდ სინათლეს იძლევა.

სტუმრები ჩამწკრივებულები ისხდნენ. მეფე თავში იჯდა მაღალ ტახტზე, რომელსაც ბალდახინი ჰქონდა წამოხურული გუმბათივით. მისი ვაჟი და ძმები მარჯვნივ ისხდნენ; ეპისკოპოზები მარცხნივ. ახლად ჯვარდაწერილი იმათში იჯდა. მეფემ მე კაპუცინებთან მიბრძანა დაჯდომა, ეპისკოპოზების შემდეგ.

ას კაცზე მეტი იყო ზეიმზე. მესაკრავეები ქვევით ისხდნენ. ჩვენ რომ დავსხედით, ცოტა ხნის შემდეგ შემოვიდა ახლად ჯვარდაწერილი; მას კათალიკოზი უძღოდა წინ, როცა მან დაიჭირა თავისი ადგილი, ნათესავებმა დაუწყეს მილოცვა და მიართვეს საჩუქრები. სტუმრებმაც მიულოცეს და მიართვეს პირის სანახავი. ეს ამბავი გაგრძელდა ნახევარ საათს მაინც. საჩუქრად მიართვეს ვერცხლის ჭურჭელი: დოქები, თასები. მინდოდა გამეგო დაახლოებით, რამდენი იქნებოდა პირსანახავად მირთმეული განძი.

ჩემი აზრით ბევრი არ იყო, არ აღემატებოდა ორას ეკიუს.

მერე ამგვარად გაშალეს სუფრა: გადაშალეს სუფრები ყველა სტუმრების წინ სეფის სამ მხარეს. სუფრები მაგიდების სიგრძისა იყო. სემდეგ მოიტანეს პური. პური სამნაირი სიგრძისა იყო: თხელი როგორც ქაღალდი, თითის სისხო და პატარპატარა დაშაქრებული პურები. ხორცი ამოიტანეს ვერცხლის დიდი ლანგრებით. ვერცხლისავე ხუფები ეხურა. ევროპაში ასეთ დიდ ლანგრებს არ ხმარობენ.

ლანგარი ხუფით იწონის ასე, ორმოცდა ათ ან სამოც მარკას (½ გირვ.). შემოჰქონდათ და ამწკრივებდნენ ერთად. სხვებს მიჰქონდათ შემოტანილი ხორცი დამჭრელებთან; დასჭრიდნენ, ავსებდნენ საინებს და მიჰქონდათ სტუმრებთან მათი ღირსების მიხედვით. სამგვარი საჭმელი მოვიდა სუფრაზე, ყველა სამოცამდე ვეება ლანგრით. მოვიდა ყველა ჯურის ფლავი, ბრინჯი, ხორცთან ერთად მოხარშული. აკეთებენ სხვადასხვა ფერისას და გემოვნებისას: ყვითელ ფლავს შაქრით, დარიჩინით და ზაფრანით აზავებენ, წითელს ბროწეულის წვენით. თეთრი ფლავი უფრო გემრიელი და კარგი საჭმელია.

ფლავი საზოგადოდ საუცხოვო რამ სანოვაგეა, აზიზი და ფრიად შემრგე.

მეორე თავად შემოიტანეს კუპატები, ყაურმა, მშვენიერი მომჟავოდ მოხრაკული ხორცი და სხვა ამგვარი საჭმელები. მესამე თავი შემწვარი იყო. ამ სამივე თავსაჭმელს მოსდევდნენ სამღვდელოთათვის თევზი, კვერცხი, მწვანილი, ჩვენ სახსნილოც და სამარხვოც მოგვდიოდა: საკვირველი წესიერებით და სიჩუმით მიჰქონდ-მოჰქონდათ საჭმელები. ყველა უთქმელად აკეთებდა თავის საქმეს. სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვინემ ყველა ის ას ორმოც და ათი კაცი, რომელიც სეფაში იყო.

გარდა ამისა მეტად საკვირველი იყო სუფრის იარაღი და ავეჯეულობა, ას ოცამდე ღვინის სასმელი ჭურჭელი იყო სუფრაზე: ბადიები, თასები, ყანწები, კულები, თორმეტი აზარფეშა და სხვა. აზარფეშები თითქმის ყველა ვერცხლისა იყო. თასები, ბადიები, კულები, ზოგი სადა ოქროსი იყო, ზოგი დასევადებული ოქროსი, ზოგი ძვირფასი თვლებით მოჭედილი, ზოგიც ვერცხლისა იყო.

ყანწები ძვირფასი თასებივით იყო მოოჭვილი. ყანწები სხვადასხვა სიდიდისაა; უფრო ხშირად ყანწი სიგრძით რვა გოჯია, სიგანით, პირში, ორი გოჯი. ყანწები შავებია და ძალიან სუფთად დათლილები. ხმარობენ. აგრეთვე, მარტორქის და ჯიხვების ყანწებს. თუმცა საზოგადოდ საქონლის და ცხვრის რქების ყანწებს უფრო აკეთებენ.

ყანწის ხმარება და მისი მორთვა ყოველთვის დიდად ჰყვარებიათ აღმოსავლეთში.

არ ვიცი, რამდენი ხანი გასტანა ნადიმმა და ის კი ვიცი, რომ ჩვენ შუაღამისას წამოვედით და ჯერ შემწვარი არ აელაგებინათ სუფრიდან. წინათ ყველანი ცოტას სვამდნენ; მხოლოდ მესამე თავი საჭმელი რომ შემოვიდა, მაშინ შეხურდნენ და საკვირვლად დაიწყეს სმა. სადღეგრძელოები ამგვარად დალიეს: ჩამოურიგეს რვა კაცს, რომლებიც უფრო ახლო ისხდნენ მეფესთან, ოთხს მარცხნივ, ოთხს მარჯვნივ რვა თასი, ერთისა და იმავე სიდიდისა და მოყვანილობისა და ერთნაირის ღვინით სავსე. ეს რვანი წამოდგნენ ზეზე და ფეხზე იდგნენ, ვიდრე დასცლიდნენ. დასცალეს თასები. მერე ყველანი ისევ დასხდნენ. მერე მიართვეს ღვინო იმავე რვა თასით მათ შემდეგ მსხდომთ და ასე ჩაჰყვნენ ბოლომდინ.

მერე დაიწყეს სხვა ახალი სადღეგრძელო რვა უფრო დიდის თასით. ჩვეულება მოითხოვს, უფროსების სადღეგრძელო დალიონ ბოლოს და უფრო დიდის თასებით. რომ უფრო დაეთროთ სტუმრები, აძალებდნენ ღვინოს იმათი ხათრითა და პატივისცემითა, ვისიც სადღეგრძელო იყო. ამგვარად სვეს ჩემს იქ ყოფნის დროს ორი საათის განმავლობაში და, როგორც გავიგე, გათენებამდინ ესვათ ასე. მე და კაპუცინები გაგვანთავისუფლეს სმისგან. მართლაც, მე რომ დამელია იმდენი, რამდენიც ჩემს გვერდზე მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი; მაგრამ მეფემ ხათრი გაგვიწია და უბრძანა, ჩვენთვის არ დაელევინებინათ სადღეგრძელოები. ჩვენ წინ იდგა ღვინო, წყალი და ოქროს თასი; როცა მოვითხოვდით მაშინ გვასმევდნენ.

როცა დაიწყებოდა სადღეგრძელო, საკრავებს დაუკრავდნენ და იმღერებდნენ. სიმღერა ძალიან მოსწონდათ, აღტაცებაში მოდიოდნენ... 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი (VII)
12 (25) ნოემბერს აღინიშნება წმიდა იოანე მოწყალეს - ალექსანდრიელი პატრიარქის (VII) ხსენების დღე.
წმიდა მოწამენი: ბიქტორი და სტეფანიდა (II)
gaq