საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

სილაღე და უსაზღვროება - ქართული სულის მახასიათებლები

***

,,სიზარმაცისა და გართობის მოთხოვნილება, რისთვისაც სამხრეთის მცხოვრები საერთოდ, განსაკუთრებით კი ქართველური ტომები, მსხვერპლად სწირავენ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს, მიუკერძოებელ ანალიზს მოითხოვს. ეს მოთხოვნილება არც ისე სულელურია... სწორედ გართობა, სიზარმაცის გარკვეული უფლება გახლავთ კეთილდღეობის ერთ-ერთი პირობა, რომლისკენაც ისწრაფვის ადამიანი არა მარტო პირადი, არამედ საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც. ეს არის ყველაზე საგრძნობი გამოვლინება ადამიანის თავისუფლებისა, სხეულისა და სულის თავისუფლებისა - სწორედ ისე, როგორც აუცილებელი სამუშაოა მონობის თვალსაჩინო გამოხატულება, რომელთანაც ადამიანს აკავშირებს არა მარტო შინაგანი, არამედ სიტყვის არსიც’’.

გერმანული წიგნიდან: ”კავკასიის ნარკვევები”, 1902 წ.

 

***

ლევ ტოლსტოი ,,Набег'' - მოთხრობის სქოლიოში შენიშნავს - ,,Лягушки на Кавказе производят звук, не имеющий ничего общего с кваканьем русских лягушек''. თუკი, საცხოვრებელი ადგილისდა მიხედვით, ბაყაყებიც კი სხვადასხვაგვარად ყიყინებენ, რა დიდი უნდა იყოს ადამიანთა შორის სხვაობა? მწუხარება მწუხარებაა, სიყვარული სიყვარულია, სიხარული სიხარულია, მაგრამ სხვადასხვა ერის კაცი სხვადასხვაგვარად განიცდის და გამოხატავს ამ გრძნობებს. სწორედ ეს ნიუანსური სხვაობებია მიმზიდველი და საინტერესო. ამიტომ იპყრობს ჩვენს ყურადღებას სხვადასხვა ხალხის მწერლობა და ხელოვნება. თუ ეს თავისებურება დავკარგეთ, დავკარგავთ იმ ანდამატს, ურომლისობაც ერთფეროვანს, მოსაწყენს, უღიმღამოს ხდის მწერლობას და ხელოვნებას, უფრო მეტიც, საერთოდ ადამიანის სულს.

***

რა იყო საფუძველი ესოდენ განსხვავებული დამოკიდებულებისა? აღმოჩნდა, რომ ტემპერამენტი და ხასიათი. ჩვენთვის, ქართველებისათვის ამ ტემპერამენტისა და ხასიათის გამოვლენას მნიშვნელობა არ აღმოაჩნდა, ვერც კი შევამჩნიეთ იგი. არაქართველისათვის, უცხო თვალისათვის კი თურმე ის ყოფილა დასაფასებელიცა და თვალშისაცემიც.

ვისაც ფილმი უნახავს, უთუოდ ემახსოვრება ეპიზოდი: ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მუშად დამდგარი ყმაწვილი გოგიტა (მსახიობი იმედა კახიანი) მატარებლით შინ ბრუნდება. კუპეში გოგიტას თანამგზავრები ქეიფობენ, უკრავენ, მღერიან. უცბად გოგიტა ვაგონის სარკმლიდან თვალს მოჰკრავს მთის კორტოხზე შეფენილ მშობლიურ სოფელს. აქ რომ ჩერდებოდეს მატარებელი, გოგიტა ფეხით ხელად აირბენდა საბუდარაში. მაგრამ მატარებელი აქ არ ჩერდება. იგი აუცილებლად დაბაში უნდა მივიდეს და იქ გაჩერდეს. ასე გოგიტას ერთიორად უგრძელდება გზა, წუხს. შეზარხოშებულ-შექეიფიანებული თანამგზავრები ურჩევენ: რა გადარდებს? აგერ საგანგებო მუხრუჭი, გადმოსწიე, მატარებელი გაჩერდება, ჩახტი და მოკურცხლეო შინ. ერთ-ერთი მგზავრი ასეც მოიქცა. მუხრუჭი გადმოსწია, მატარებელი გაჩერდა, გოგიტა ჩახტა, სიმინდის ყანაში შლიგინით შევარდა და სოფლისაკენ მოუსვა.

ჩვენთან, სამხატვრო საბჭოზე, ეს ეპიზოდი ყველას მთვრალი ადამიანების ჩვეულებრივ ხულიგნურ საქციელად მოეჩვენა. უფრო მეტიც, თავაშვებულობის რაღაც უსიამოვნო გრძნობა გააჩინა. მიხეილ რომმა კი სულ სხვანაირად წაიკითხა ეს ეპიზოდი. მან იგი ქართული ხასიათის თავისუფლების გამოვლენად მიიჩნია. ქართული ტემპერამენტის ჩაკეტვა, რაიმე წესით დამორჩილება, კანონით შეზღუდვა შეუძლებელიაო, - ამბობდა იგი. როცა ამ ტემპერამენტის თავისუფლება და სილაღე ჩარჩოში უნდა ჩაჭედონ, იგი არ ნებდება, თავის დასაღწევად იბრძვის. ძალით შებოჭილი თავისუფლების აფეთქება მომხიბლავი სანახაობაა. ამგვარი აფეთქების სურათია წარმოდგენილიო ,,საბუდარელი ჭაბუკის’’ ამ ეპიზოდშიც.

როგორც ხედავთ, ერთი შეხედვით, უბრალო ს

აქციელში მ. რომმა რთული მოვლენა დაინახა, ქართველი ხალხის სულის თვისება შეამჩნია. ხალხის მშვინვიერ სამყაროში ღრმად ჩამარხულ-ჩამალულ ამ თვისებას ვერც უცხო გამოავლენს და ვერც გადაჯიშებული ქართველი.

(აკაკი ბაქრაძის მიხედვით)

***

რატომ არ არსებობს ასეთი წეს-ჩვეულება მოსკოვში? რატომ არის, რომ რუსი მწერლები თავს მოიყრიან თუ არა, მაშინვე თამბაქოს წევას იწყებენ, სვამენ, უთავბოლოდ ყაყანებენ? წესრიგი მაგიდასთანაც საჭიროა. ქართველები სხვაგვარად იქცევიან. ისინი კი არ ,,ღრეობენ’’, კი არ ,,ღრიალებენ’’, კი არ ,,ლოთობენ’’, მეგობრულად იკრიბებიან, ამ შეკრებას, ბუნებრივია, ასეთ საქმეში გაწაფული თამადა განაგებს, როცა ლაპარაკობენ, ღვინო მათთვის ზღვაში წვეთია მხოლოდ...

                                                                                                                      ანდრეი ბელი

***

ვაცლავ ჩერნი (ჩეხი ქართველოლოგი):

,,მოგეხსენებათ, სხვა სპეციალისტებისთვის სიმპოზიუმებსა და კონგრესებში მონაწილეობა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ენის ცოდნასთან არის დაკავშირებული. ჩვენთვის, ქართველოლოგებისათვის, ეს სიძნელე არ არსებობს - ქართულად ვსაუბრობთ. ჩვენი საერთაშორისო ენა ხომ ქართულია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ როდესაც ქართულად ვიწყებთ ლაპარაკს, რაღაცნაირად ვიცვლებით: თითქოს, ჩვენც ქართველები ვხდებით. თვით ისეთი თავშეკავებული და დინჯი პიროვნებაც კი, როგორიც ნორვეგიელი ფოგტია - როგორც ყველა ჩრდილოელი, ცივი და პედანტი, როდესაც ქართულად იწყებს ლაპარაკს, სულ იცვლება და სხვაფერდება, თითქოს უფრო გულითადი და უშუალო ხდება, ერთი სიტყვით, ქართველდება”.

*

პედაგოგებს ხშირად უთქვამთ ჩემთვის მოსკოვში:

”საქართველო ეს არის სულიერების კუნძული ამ საშინელ იმპერიაში. თქვენ და თქვენი კინო - გამონაკლისი ხართ. მაგრად დადექით ბიჭებო და -  რაც შეიძლება დიდხანს! თქვენთვის, ქართველებისთვის ხომ ყველაფერი დასაშვებია!”

                                                (ბუბა ხოტივარის მოგონებებიდან)

                                                                             

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი მაკარი იღუმენი (+დაახლ. 830)
1 (14) აპრილი
მარიამ მეგვიპტელი
მარიამ ეგვიპტელი აღესრულა 522 წელს. დიდმარხვის მეხუთე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს.
gaq