საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

სახალხო გმირი ივანე ბარამიძე
იური სიხარულიძე

ივანე ბარამიძე

ავტორისაგან

,,გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველ მეფე-მთავრებს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტერთა გამკლავების ძალა აღარ შესწევდათ, ხალხი იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავისი თავისა და ქვეყნის დაცვა.

ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში მრავალმა ვაჟკაცმა თუ მანდილოსანმა გაითქვა სახელი. მათი რიცხვი დიდია. ამჯერად ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახალხო გმირზე ვამახვილებთ ყურადღებას. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ გურიასა და მისი მიმდგამი ფერსათის მხარის (რაიონის მარცხენა სანაპირო) მკვიდრები იყვნენ.

ამ გმირებზე სხვადასხვა დროს ვბეჭდავდით წერილებს რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ პრესაში და ხალხის დიდ ინტერესსაც იწვევდა. ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება არც ამ პატარა კრებულს შეხვდება გულგრილად.“

იური სიხარულიძე

 

ივანე ბარამიძე ბუკარია ადეიშვილისა და ბუღარა მამალაძის თანამედროვე და თანამებრძოლი გახლდათ.

ივანე აღმოსავლეთ გურიის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში (თავსურებს) დაიბადა. იგი შესანიშნავი ფიზიკური აღნაგობის ვაჟკაცი ყოფილა, თანაც გულადი და თოფ-იარაღის ხმარებაშიც ადრე გაწაფულა. ჯერ კიდევ ყრმობისას ჰქონდა შემოვლილი მდ. სუფსის სათავეები - ჩიხნარის, წიწინეთის, შუაგორას, სახოვას, ულეველას, კიკვაძის და სხვა ტყეები.

ნადირობისას ივანე გულმოდგინედ ადევნებდა თვალს ოსმალეთის სანაპირო პროვინციებიდან სუფსის ხეობაში მომავალ საცხენო თუ საცალფეხო გზებს. და ეს იმიტომ, რომ ამ გზებით იმ დროს ბევრი მტარვალი სარგებლობდა. ესენი იყვნენ ოსმალონიც, ლეკებიც, რჯულშეცვლილი ავანტურისტებიც და სხვებიც.

ივანე გულისყურით სწავლობდა წინაპართა საბრძოლო გამოცდილებას, ენერგიულად ემზადებოდა მტერთან შებმისათვის და ეს ჟამიც დადგა.

როგორც გადმოცემა გვამცნობს, მომავალი გმირი იმ დღეს ულეველას მთაზე იმყოფებოდა და სწორედ იქ წააწყდა სურებისკენ მიმავალ ტყვეთა მტაცებლებს: ფიცხელ ბრძოლაში ივანემ ორი მომხვდური იმსხვერპლა, ხოლო რამდენიმემ გაქცევით უშველა თავს.

ამ წარმატებამ ახალგაზრდა კაცს არა მარტო სუფსის ხეობაში გაუთქვა სახელი, არამედ - ოსმალეთშიც.

ულეველას შეტაკებით თითქოს ახალციხის ფაშაც კი დაინტერესდა და ახლა უკვე მან გამოაგზავნა შურისმაძიებელთა რაზმი.

პირველი გამარჯვებით გათამამებული ივანე უფრო ღრმად მიიწევდა სასაზღვრო ზოლში და სწორედ იქ, კიკვაძის მთის მიდამოებში, ჩაუვარდა კიდეც მტერს ხელთ...

მტრები შეეცადნენ წამებით ამოეხადათ მისთვის სული და ანთებული ჩიბუხით უწვავდნენ მკერდს (გადმოცემა ჩაიწერა რაფიელ გიორგაძემ), მაგრამ შემდეგ ფაშასთან წაყვანა უმჯობინებიათ.

ფაშას თითქოს ალერსიანად მიუღია და ბუღარა მამალაძისა (იბრძოდა გუბაზეულის ხეობაში) და ოტია რამიშვილის (საიმედოდ დარაჯობდა ქვემო სურებს, (ახლა დიდი ვანი, ჩოხატაურის რ.) გადამავალ გზებს) ამბავი უკითხავს.

- კარგად არიან და კიდევ ბევრი მომხვდურის სისხლს შესვამენო, - უთქვამს ივანეს.

ეს იყო და უმალვე გამოკეტეს ფაშის დილეგში, სადაც კარგახანს დარჩა, მაგრამ მაინც არ გატეხილა, პირიქით, როგორც გადმოცემა ირწმუნება, ტყვეობიდან თავის დახსნაც მოახერხა და მშვიდობით დაბრუნდა მშობლიურ სოფელში.

ივანე ბარამიძეს არც ამის შემდეგ აუღია ხელი ტყვეთა მტაცებლების წინააღმდეგ ბრძოლაზე და სიკვდილამდე მამაცურად იხდიდა ამ წმინდა მამულიშვილურ ვალს.

 

წიგნიდან ,,სახალხო გმირები“

1995  წელი

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq