 | ოსიტაშვილების ციხე | ფეოდალური საგვარეულო ქართლში. მიეკუთვნება ეპონიმური გვარსახელების ჯგუფს, გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ოსიტა. ოსიტაშვილები დუშეთის მაზრის აზნაურთა წარჩინებული გვარია და ტახტის აზნაურები იყვნენ. ისინი სოფელ ნაოზის მეპატრონეებად ითვლებოდნენ. დღემდეა შემორჩენილი ტოპონიმი ოსიტაანთ ტყე სოფელ მისაქციელში. მათ იქვე ჰქონდათ წისქვილები და ციხე სიმაგრე, ფეოდალური ხანის ერთ ერთი თვალსაჩინო ძეგლი . პირველი ისტორიული ცნობა ოსიტაშვილების შესახებ განეკუთვნება მე-17 საუკუნეს, კერძოდ, 1669 წელს, ნაოზის მცხოვრებნი, შედიოდნენ წილკნის საწმყოში; თუ კაცი გარდაეცვლებათ ოჯახში, უნდა გადაეხადათ საწილკნელო მთელი ნიშანი-შეკაზმული ცხენი, ორი წასახურავი, ქალზე-საწირავი, ნიშანი, ტყავი, ტოლომა, კაბა, სარტყელი, ღილი, ბეჭედი, თავსახური. ერთ ერთი საბუთიდან ჩანს, რომ აზნაური ფარსადან ოსიტაშვილი ბატონისთვის მიცემულ ყმობის წიგნში წერს: „ჩემის ცოდვით და უკეთურობით ურჩობა მოვინდომე და თქვენი ბატონყმობა უარვყავ და ბატონთან ჩივილი დავიწყე და თქვენის ყმებისგან განთავისუფლება მოვინდომე ... ბატონი გამწყრომოდა და რომელიც თქვენთვის მამა-პაპათგან წყალობის მამული მქონოდა, იმ მამულსაც და ასი თუმანი სინჯიკაშვილების სახსარი რომ მეჭირა, ის ყმა და მამულიც და ეს თეთრიც ჩემთვის უნდა გამოერთმივნ
 | ლევან ბერაია ოსიტაშვილების ციხესთან | ა და თქვენთვის მიებარებინა, ახლა მოველ და შემოგეხვეწე და ჩემი დანაშაული მაპატიეთ, რომ რადგან თქვენთვის მამა-პაპის ერთგულად ნამსახურის კაციშვილი ვიყავ და შენი მემკვიდრე აზნაურიშვილი ვიყავ...“. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სიაში შეტანილ თავად-აზნაურთა გვარებში აზნაური ოსიტაშვილებიც არიან. სულ საქართველოში ცხოვრობს 389 სული ოსიტაშვილი. 1834 წელს რუსეთის იმპერიის ჰერალდიკის დეპარტამენტმა ოსიტაშვილებს დაუმტკიცა შთამომავლობითი აზნაურობა და შეიყვანა მათი გვარი თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა წიგნში. აქვე მინდა მოვიყვანო ლექსი, რომელიც ცნობილმა ფოლკლორისტმა და საზოგადო მოღვაწემ პეტრე უმიკაშვილმა ჩაიწერა სოფელ ნაოზაში: „ჰაი შენ ოსიტაშვილო“. & nbsp; „ აი, შენ ოსიტაშვილო, ზიხარ ნაოზის ჭალასა . სამოცი კაცით მოგივლი, მე ვნახავ შენსა მარანსა“ -„სამოცი კაცი რა გახდა, თუ კი არ მორეკ სამასსა? აგრე გაუხდი საქმესა ხელით ეძერბდეს ალაგსა, ლოგინებს ვეღარ ჰპოვებდე, ეზიდებოდე ჩალასა“. ნაოზა-ნავაზი ნაოზა – სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში (მისაქციელის თემის საკრებულო), მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან - 620 მეტრი, მცხეთიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 677 კაცი. სახელწოდება ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში“ ამ სოფლის სახელწოდებას რატომღაც არ მოიხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დასახლებული პუნქტი ნავაზა ფორმით ქართულ ეკონომიკურ საბუთებში XV-XVI საუკუნეებიდან არის უკვე ცნობილი: 1398 წელს ამ სოფლის შეწირულების წიგნი სვეტიცხოვლისადმი განუახლებია ალექსანდრე მეფეს; ანალოგიური შეწირულება 1559 წელს კვლავ განუახლებია ქართლის მეფეს (სიმონს). ამ შეწირულების მიხედვით მეფე სიმონ სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს: „კასპი, ციხე ბლავი, სოფ. კუელენელნი, მისაქციელურნი (მამულნი) ნავაზა, აშს (გლეხნი) ოდიშელისძენი, ფონთხელა◻ ქინძარა, ულუმბა, საგუდე, კოდმანი,
 | ნასოფლარი სავანეთი, შუა მუხვნარი◻“ სოფელი ნავაზა „მსახლობელ“ სოფლად შეტანილი აქვს იოანე ბატონიშვილს თავის „ქართლ-კახეთის აღწერაში“, როგორც ჩანს, ვახუშტის დროს ნავაზა, როგორც მოქმედი სოფელი, მოშლილი იყო და იგი მხოლოდ XVIII საუკუნის დამლევისათვისღა აღორძინებულა. სოფლის დღევანდელ სახელწოდებას (ნაოზა) ადგილობრივი მოსახლეობა რატომღაც რუსულ სიტყვას навоз-ს უკავშირებს, ამ ადგილებში ძველად რუსის ჯარი მდგარა, გამართული პქონიათ ცხენის თავლები, უზიდნიათ ფურგონებით ცხენის ნაკელი და უშლიათ მინდვრებში. დაურქმევიათ ამაზე ნაოზა“ (მიშა ჩილოშვილი, 1988 წ.). ამგვარი ვერსიის გაზიარება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. სულ რომ არაფერი, ანგარიში უნდა გაეწიოს იმ ფაქტს, რომ რუსების აქ მოსვლამდე რამდენიმე საუკუნით ადრე სოფელს ქართული სახელი რქმევია. დღევანდელი ნაოზა სწორედ იმ ისტორიული ნავაზა სიტყვისაგან მომდინარეობს -ვა მარცვლის ო ხმოვნად ქცევის გზით (შდრ. გვარი – გორი, თვალი – თოლი, ცხვარი – ცხორი, კვალი – კოლი...). რაც შეეხება თვითონ ნავაზას, იგი, ვფიქრობთ, ნავაზარ-ან ნავაზევ – ფორმისაგან უნდა მომდინარეობდეს სახელის კვეცის (გამარტივების) გზით. იგი ისევე უნდა მიგვეღო, როგორც ნოსტევი-საგან – ნოსტე, სანება-საგან – სანე, რკვიანი-საგან – რკვია და სხვ. მრ. აჭარაში, მაგალითად, დასტურდება მიკროტოპონიმი ქვარნა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ქვარნალა („ქვავნარი“, „ქვიანი ადგილი“, „ქვაყრილები“) . ანალოგიური პროცესის შედეგად უნდა მიგვეღო ნავაზარი-საგან ნავაზა, საიდანაც დღევანდელი ნაოზა წარმომდგარა. იგი ნიშნავს: „ნავაზარი ადგილი“ „მამული, სადაც ძველად ვაზი ყოფილა გაშენებული“. შემთხვევით როდი შენიშნავდა ვახუშტი: „მისაქციელიდამ და ოხერ- ხიდიდამ ანანურამდე არს ვენახოვანი, ხილიანი“. ნაოზა ოდითგანვე მევენახეობით ყოფილა ცნობილი. /ქართული ვიკიპედიის მასალები/ P.S.-ეს უნიკალური ციხე სიმაგრე დღეს სავალალო მდგომარეობაშია, რატომღაც კულტურული მემკვიდრეობის სიაშიც არ არის შეტანილი არადა გვიან ფეოდალური ხანის ერთ ერთი უმნიშვნეოლვანესი ძეგლია, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს თავისი ეპოქის არქიტექტურულ ნიშან თვისებას. უცხოეთში და განსაკუთრებით ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ასეთი ტიპის ციხე სიმაგრეებს სათანადოდ აქცევენ ყურადღებას,ხდება მათი აღდგენა და რესტავრაცია,სადაც განათავსებენ მუზეუმებს ან რაიმე სხავა სახის კულტურული ღონისძიებების ჩატარების ცენტრს. ოსიტაშვილების ციხე სიმაგრე კი დღეს დანგრევის პირას არის და არც არავინ არ ფიქრობს მის შენარჩუნებაზე. ჩვენი აზრით შეიძლებოდა ციხეში გაკეთებულიყო გვიან ფეოდალური ურთიერთობების ცოცხალი მუზეუმი,რომელიც მკაფიოდ დაგვანახებდა იმ ეპოქის ავ კარგს და ყოფა ცხოვრებას. თხოვნით მივმართავთ ძეგლთა დაცვის შესაბამის ო
 | სამეფო კლუბის გერბი | რგანოებს და მცხეთის მერიას.გამოიჩინოს მეტი გულისხმიერება და გადაარჩინოს ნაოზის ეს უნიკალური ძეგლი დანგრევა განადგურებას. ლევან ბერაია. ვალერი ხიმშიაშვილი 12.02.2025 წელი |