საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

მანდილოსანი და საგვარეულო მოძრაობა
ლევან ფრუიძე
ის მეცნიერები, რომლებიც ადამიანის ღვთაებრივ წარმოშობას არ აღიარებენ, შეთანხმებულნი არიან, რომ გვარი პირველყოფილი ადამიანების ჯოგიდან წარმოიშვა და ეს გვარი იყო დედისეული. გვარის შემაკავშირებელი სისხლით ნათესაობა დედის ხაზით გადადიოდა. კაცობრიობის განვითარების ამ ხანგრძლივ პერიოდს მატრიარქატი ეწოდება.

მრავალი ათასწლეულის გასვლის შემდეგ პირველყოფილ მეურნეობაში მამაკაცი თანდათან უპირატესობას აღწევს, ნადირობას მწყემსური მესაქონლეობა, ქალთა მებოსტნეობას გუთნური მიწათმოქმედება, ხოლო თვითნაკეთ ხისა და ქვის იარაღებს ლითონის ნახელავი ცვლის, რის შემდეგაც ტექნიკური პროგრესი ბევრად უფრო დაჩქარდა. მამაკაცი უმთავრეს საწარმოო ძალად იქცა და დედისეული გვარი თანდათან მამისეულმა გვარმა – პატრიარქატმა შეცვალა. მაგრამ ქალს ყველა ეპოქაში – პირველყოფილიდან დაწყებული კოსმოსის ხანაშიც, მამაკაცთან შედარებით დიდი უპირატესობა დარჩა: იგი დედაა და შვილებს შობს, ყოველი მამაკაცი ქალის ნაშობია და დედური საწყისი ქალს როგორც ბიოლოგიურად, ისე ზნეობრივად არა თუ მამაკაცს უთანასწორებს, არამედ ზოგიერთი განზომილებით მასზე მაღლაც კი აყენებს, მაგრამ ,,მამა უფლის'' უპირატესობა ,,დედა უფლის'' უპირატესობით არ უნდა შეიცვალოს, ქალმა დედობის მადლი და სათნოება მამაკაცზე ბატონობისთვის კი არ უნდა გამოიყენოს, არამედ ოჯახსა და საზოგადოებაში ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად.

ადამიანთა სქესობრივი დაყოფა ღვთაებრივი მოვლენაა, თვით ღმერთი განსაზღვრავს, ვინ ქალად გაჩნდეს და ვინ კაცად. ხოლო სქესობრივი უკუღმართობანი სატანურია, ამიტომ დედაკაცმა და მამაკაცმა იმ ბუნებრიობით უნდა იცხოვროს, რაც ნაყოფს იძლევა, თითოეულის მოდგმას ამრავლებს და აარსებებს. ბავშვი, დედაშვილობა, მამაშვილობა ღმერთის დიდი საჩუქარია და ამაზე მეტი ბედნიერება ამქვეყნად არ არსებობს. ამ ბედნიერებას შენარჩუნება, გაცნობიერება და დაფასება სჭირდება. ამისათვის კი საკმარისია, ქალმა ქალურობა შეინარჩუნოს, რასაც ქართველები ამაღლებულად მანდილოსნობას უწოდებენ, კაცმა კი – კაცობა.

ქართველთა უძველეს სარწმუნოებაში ქალი – ,,დიდი დედა ნანა'' – დედამიწის კულტს განასახიერებდა და სიცოცხლის საწყისთა საწყისი იყო. ზომიერ სარტყელში მცხოვრებ ქართველებს ცხოვრების წესიც მიწყივ ზომიერი ჰქონდათ. ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანნი იყვნენ, მათი თანაცხოვრება და დასაქმება შრომის ორგანიზაციის სქესობრივ-ასაკობრივი პრინციპის მიხედვით იყო დარეგულირებული. ეს ისეთი ფენომენია, რომელსაც არც ერთ ეპოქაში არ გასვლია ყავლი და არც არასოდეს გაუვა. ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების, ურთიერთობის ქართული წეს-ჩვეულებანი იდეალურია და იმდენად დახვეწილი, ცხოვრებისეული, საჭირო, რომ იგი ვერავითარ გადახვევას და შესწორებას ვერ იტანს. ტრადიციულ ქართულ ოჯახში ჭეშმარიტად ქართულ ტრადიციებზე აღზრდილმა ქალმაც და მამაკაცმაც იცის თავისი ფასი, შესაფერისი საქმე, ჩაცმა-დახურვის (გავიხსენოთ: ქუდი და ქუდოსანი, მანდილი და მადილოსანი, ბანოვანი), ქცევა-თავდაჭერის და ზრდილობა-ეტიკეტის ისეთი კულტურა, რომელიც თავისთავადი და უნიკალურია. მთავარია, ,,მოდას'' აყოლილმა ზოგიერთმა ახალგაზრდამ ყოველივე ეს გაიაზროს და მოვალეობად აქციოს, მაშინ თანამედროვე ყოფაში ესოდენ შეუსაბამო და ხშირად საგანგაშო ანომალიებს ადგილი აღარ ექნება. უცხოური, კოსმოპოლიტური გამხრწნელი ზეგავლენა განუწყვეტლივ გვიტევს: დამოუკიდებლობის მიუხედავად, საშინელ ეკონომიკურ სიდუხჭირეში ვართ, თვით ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა უმრავლესობა ქართული ცხოვრების წესს და ეროვნულ ტრადიციებს მტრად მისდგომია, ძალადობის, სქესობრივი აღრევის, სოდომის, პათოლოგიური აღვირახსნილობის პროპაგანდას ეწევა, ქართველმა ქალმა – ჭეშმარიტმა მანდილოსანმა – შეუძლებელი უნდა შეძლოს და ჩვეული კდემამოსილებითა და სიბრძნით წინ აღუდგეს ამ დამღუპველ პროცესს. მავნე ზეგავლენის წინაშე ქალი, მანდილოსანი, შვილთა გამჩენი და აღმზრდელი დედა მარტო, უმწეოდ რომ არ დარჩეს, მის გვერდით უნდა დადგეს, როგორც დედისეული და მამისეული გვარი, ისე ბუნებრივია, ქმრისეულიც. ამრიგად, ქალი თავისი სანათესაო დამოკიდებულებებით, სულ ცოტა, სამ გვარს აერთიანებს. თუ ამას სამოყვრო, სამეზობლო და სამეგობრო წრეს მივუმატებთ, მაშინ ქალი, მართლაც ბანოვანი, ცხოვრებისეული, სასტიკი და შეუბრალებელი წინააღმდეგობების წინაშე მარტო არ აღმოჩნდება.

ქართული ეროვნული სარწმუნოება პირველადი საწყისებიდან დიდი დედის – ნანას – კულტს აღიარებდა და მის სტილიზებულ სახეს ქვისა და თიხის ქანდაკებებში ასახავდა, პატრიარქატის ხანაშიც კი დედაკაცს მამაკაცის გვერდით აყენებდა. ამ ტერმინებს – დედაკაცობას და მამაკაცობას – ილია ჭავჭავაძემ შესაფერისი შეფასება მისცა და ისიც ცხადყო, რომ დედის კულტი ქართულ ენაშიც იმდენად რელიეფურია, (დედამიწა, დედაენა, დედაბოძი და ა.შ.) მას ვერც ერთი ენა ვერ შეედრება. როცა ქართული ეროვნული სარწმუნოება ქრისტიანულ მოძღვრებაში გადაიზარდა, ქალის კულტი არა თუ შენარჩუნებული იქნა, არამედ გაიზარდა კიდეც, დედას და დედობას თვით ღვთისმშობელი ასახიერებს, საქართველი ღვთისმშობლის კუთვნილია და თითოეულ ჩვენგანს მისი წმინდა კალთა გვფარავს...

დედა და დედობა უპირველეს ღვთისნიერ საქმედ არის აღიარებული. ერთცოლიანობა და ეთქმრიანობა ქართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო: ქრისტიანობა – მართლმადიდებლობა პიროვნებათა უანგარო სიყვარულზე აგებულ მონოგამიურ ოჯახს აღიარებდა და აღიარებს, თან ნათესაობის და ასაკობრივი პრინციპის მკაცრი დაცვით, მშობლების, გარშემო საზოგადოების თანადგომით და აზრის გათვალისწინებით. ქართველმა მანდილოსანმა სისხლიან შუა საუკუნეებშიც შეძლო ეროვნული თვითმყოფადობა შეენარჩუნებინა და ოსმალეთის მიერ მიტაცებულ საქართველოშიც კი შვილებს ქართული სულით და ზნეობით ზრდიდა. დღეს მილიონობით ჩვენი თანამემამულე უცხოეთშია გადახვეწილი და, ვისაც ქართველი დედა ჰყავდა, ყველას გულში ღველფივითაა ჩახვეული სამშობლოს სიყვარული. და ეს მადლი, უწინარეს ყოვლისა, ქართველი ქალის დამსახურებაა. თავი გაწირო, შვილი შვა, ძუძუთი გამოკვებო, სული ჩაუდგა და არაქართველი, უცხოელი იყოს, ეს ხომ დედისა და დედობის წმიდათაწმიდა მოვალეობის გაქარწყლებაა! არა, ქართველი მანდილოსანი ამას არ დაუშვებს, მონად გაყიდულნი, ჰარამხანებში მოხვედრილნიც კი ახერხებდნენ არა მარტი სამშობლოს სიყვარულს, არამედ ერისადმი სამსახურსაც. თურქეთმა, როდესაც მიტაცებულ ქართულ მხარეებში მიწის ფლობის დრაკონული კანონების შემოღებით მკვიდრი ქართული მოსახლეობის ნაწილის გამაჰმადიანება შეძლო, ქართველმა ქალმა პოზიცია არ დათმო. ის თავის ქმრის ჭეშმარიტ მეუღლედ, თანასწორუფლებიან მეწყვილედ დარჩა. ისტორიის ამ მძიმე გამოცდიდან ის გამარჯვებული გამოვიდა. ქეთევან დედოფლის მაღალსულიერება, ძალა და ენერგია, რწმენისა და საშობლოსათვის თავდადების უნარი თითოეული ქრთველი მანდილოსნის სულსა და გულშია გამჯდარი; შეიძლება ქართველი ქალი მოკლა, მაგრამ მისი ზნეობროვი გათახსირება, საკუთარი ეთნოსისათვის მტრად გამოყენება შეუძლებელია. საქართველოს ისტორიამ ბევრი მოღალატე ქართველი მამაკაცი იცის, მაგრამ ერისა და სამშობლოს მოღალატე ქართველი ქალი ჯერჯერობით ბუნებაში არ არსებულა და მჯერა, არც იქნება...

ბარაქალა თქვენ, ქართველო ქალებო, ქართველი ერის სიცოცხლისა და ღირსების მართლაც დედებო, მანდილოსნებო! ოჯახის შექმნა, ერის საამაყო შვილთა გაზრდა თქვენი მარადიული მისიაა; თქვენ ხართ ერისათვის უკვდავების მიმნიჭებელნი, მარტოოდენ თქვენ შეგიძლიათ ერის ხსნა, თუკი თითოეული თქვენგანი თანამედროვე ვითარების შესაბამისად საკუთარ მოვალეობას ღრმად, სულითა და გულით გააცნობიერებს. ეროვნული უბედურებაა, როცა დღეს ბევრი ქალიშვილი გაუთხოვარია და დედობის მადლს, დედურ სიხარულს მოკლებულია. ქართული ცხოვრების წესის მიზანმიმართულმა რღვევამ ეს სავალალო მოვლენა განაპირობა, ძველმა საქართველომ შინაბერობის და ბერბიჭობის იშვიათი შემთხვევები იცოდა. ტრადიციული საოჯახო აღზრდა, მთლიანი საგვარეულო-სანათესაო სისტემა, ქართული საზოგადოებრივი აზრი ამას არ დაუშვებდა. ქორწინება ისევე აუცილებელი იყო, ვითარცა დაბადება და გარდაცვალება, ბავშვებს აკვნიდან აჩვევდნენ იმ კეთილშობილურ აზრს, რომ ისინი მომავალი დედები და მამები იქნებოდნენ, რომ ნებისმიერ ცოცხალ არსებას, მით უმეტეს, ადამიანს, მომავლისათვის შთამომავლობა უნდა მიეცა, რომ მშობლობა, შვილობა, შვილიშვილობა და ბადიშობა წუთისოფლის არსი არსთაგანია! ამის გარეშე არსებობას აზრი დაკარგული აქვს. ვინც ბუნების გამო ამ შესაძლებლობას მოკლებული იყო, ის ახლო ნათესავთა მეშვეობით ხარობდა, ანდა მონასტრის კედლებში პოვებდა შვებას. იქ ხელოვნებით, მეცნიერებით, მწიგნობრობით, კალიგრაფიით, მხატვრობით, ხელსაქმით, ათასნაირი ხელგარჯილობით ერის უანგარო სამსახურს ეწეოდა. ამ ქვეყნად ყველაზე უბედური უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩენილი ადამიანი იყო და არის, სულიერად დაცლილი, ხორციელ საცდურს რომ მიეძალება, სააქაოსაც და საიქიოსაც ჯოჯოხეთად გადაიქცევს. სიცოცხლის აზრი ქმნადობაა და ცოლქმრობა, ქალისა და კაცის ქორწინებით დაგვირგვინებული ურთიერთობა ღვთის უმაღლესი სამსახურია. აქედან გამომდინარე, ოჯახის შექმნა, დროული დაქორწინება დიდი ღვთაებრივი და ეროვნული საქმეა. ამიტომ იყო მთელი გვარიშვილობა დარაზმული, რათა გვარში გაუთხოვარი და დაუქორწინებელი არავინ დარჩენილიყო. ჯარიანობა, სახალხო-რელიგიური დღესასწაულები, ოჩხარი თუ ნადი-მუშანი ახალგაზრდობას თავის გამოჩენის საუკეთესო შესაძლებლობას და გაცნობა-გარიგების ფართო ასპარეზს უქმნიდა, ეს ყველაფერი არ მოძველებულა და თუ ოდესმე ეროვნულ ტელევიზიას ვეღირსეთ, მისი როლი ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

როგორც ყოველთვის, დღესაც ქალმა ოჯახის შექმნის საშვილიშვილო საქმეში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს, მაშვალ-მაჭანკლებიც უმეტესად ქალები იყვნენ. ძირითადი ამოსავალი პრინციპი ნათესაობის დადგენა იყო. უძველესი ქართული ტრადიციის თანახმად, არც დედის მხრიდან და არც მამის მხრიდან დასაქორწინებლები სისხლით ნათესავები არ უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ მისხიდან მისხამდე გაიკითხავდნენ, არც მოკიდებულობის წესს, ნათელმირონობას დაარღვევდნენ. ერთი გვარის შიგნით დაქორწინება აკრძალული იყო, და თუ ეს მაინც მოხდებოდა (ქრისტიანობამ გვარის შიგნით ქორწინება შვიდი თაობის შემდეგ დაუშვა), მაშინ ასეთ წყვილს გვარგატეხილს უწოდებდნენ, გვარგატეხილობას ქართული საზოგადოებრივი აზრი დღესაც არ იწყნარებს. მაშასადამე, სასურველია გვარის შიგნით ქორწინება არ მოხდეს. სისხლით ნათესაობის ასეთი ტაბუირება – ეგზოგამია დადებითად მოქმედებდა და მოქმედებს ჯიშ-ჯილაგზე, ქართველთა ეთნიკური სიწმინდე, რასობრივი დახვეწილობა და სრულფასოვნება ამ ფაქტორითაც იყო და არის განპირობებული. ამრიგად, უცხოური ტელესერიალების მავნე ზეგავლების ქვეშ არავინ უნდა მოექცეს, არავინ უნდა უღალატოს მამა-პაპათა წმინდა ადათს, ცოდვა არ ჩაიდინოს და სისხლის აღრევა არ დაუშვას... არამონათესავეთა შორის ქორწინება ჯანსაღ ნაყოფს იძლევა და, როგორც წესი, ჯიში, მოდგმა უმჯობესდება, ამისათვის კი სულ ,,მცირე'' რამ არის საჭირო – ოჯახის შექმნის ქართული ტრადიციების მიზანმიმართული დაცვა, რწმენა იმისა, რომ სისხლით ნათესაობა ცოლ-ქმრობას გამორიცხავს და მისი დარღვევა, უარყოფა უფლის წინაშე მიუტევებელი ცოდვაა, მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ხალხის ეს გამოცდილება მთლიანად რაციონალურია. ჯერ კიდევ ჩარლზ დარვინის მოძღვრებამ სახეობათა ბუნებრივი შერჩევის შესახებ ნათელყო, რომ თვითონ ბუნებამ მიაღწია თვითგანახლებას და ნათესაურ მოდგმათა შორის შეჯვარება ნულამდე დაიყვანა. ამჟამად არც მეცნიერს და არც ღვთისმეტყველს ეჭვი არ ეპარება, რომ მხოლოდ არანათესავთა შეწყვილება იძლევა ჯანსაღ შთამომავლობას. ადამიანს, რომელსაც ღმერთმა აზროვნების უნარი მიანიჭა არა აქვს უფლება ბუნების ეს საყოველთაოდ აღიარებული კანონი დაარღვიოს და თაობები დაამახინჯოს. ის ერები, რომელთაც ასეთი გადაცდომანი ჰქონდათ და აქვთ მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ. ჩვენ კი მხოლოდ ტრადიციის შენარჩუნება გვჭირდება, ისევე როგორც ქორწინებამდე ქალწულთა უბიწოების დაცვა, რასაც ახლა ასე ესწრაფიან ძალიან ,,გაკულტურებული'' ქვეყნები, მამობის დადგენისათვის ტესტირება რომ სჭირდებათ და ამ თემაზე ტელე – და კინოსერიალებს ქმნიან.

ბავშვის აღზრდის ქართული ხალხური წეს-ჩვეულებანიც უაღრესად რაციონალურია და დღესაც ფართოდ გამოსაყენებელი. დედის ძუძუთი ნაკვები ჩვილი ჯანმრთელია და წინაპართა გენის ღირსეულად მატარებელი. ჯერ კიდევ XX ს-ის 70-იან წლებში ქართული პედიატრიული სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელმა პროფესორმა ირაკლი ფაღავამ ჩვილ ბავშვთა ხელოვნურად კვების შედეგებზე განგაში ატეხა. ბუნების წინააღმდეგ წასვლა ყოველივე არაბუნებრივს და ანომალიურს ქმნის, ამიტომ დედასა და შვილს შორის ღმერთიც არ ერევა. ვისა აქვს უფლება, შვილი დედას დააშოროს? ახლახან სამშობიარო სახლებმა უარყვეს ბარბაროსული ,,მეცნიერული'' მეთოდი ახალშობილის დედისაგან მოშორებისა, ვიღაც გონებაარეულის დისერტაციამ თაობები გააწვალა და დედაშვილობის ღვთაებრივი სრულყოფილება შებღალა... მადლობა ღმერთს, მიხვდნენ, რომ შობის შემდეგაც დედა და შვილი, თუმც გაორებული, მაგრამ მაინც ერთნი არიან. და თუ ეს ასეა, როგორც ჩვილი, ისე ფეხადგმული შვილი დედამ თვითონ უნდა აღზარდოს, აქაც დედა შეუცვლელია. საქართველოში ქალთა ემანსიპაციის ყველაზე დიდი მიღწევა ეს უნდა იყოს. მრავალმხრივ განათლებული, ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით მოაზროვნე დედა საკუთარ შვილს ღირსეულ მამულიშვილად ჩამოაყალიბებს, რადგან იცის, რომ ეროვნული სრულყოფილებით აღზრდა საუკეთესო მსოფლიო მოქალაქეს იძლევა. აი, ქალის უმთავრესი მოვალეობა, აი, მანდილოსნის ყველაზე დიდი სამამულო და საერთაშორისო, ზოგადსაკაცობრიო ღვაწლი. ჩვენი თაობის ადამიანებს უნახავთ და შეუფასებიათ საბჭოური ემანსიპაციით დაწინაურებული ქალი, ქალობადაკარგული, ტლანქი, უხეში ბილწისტყვაობით აღერილი, მამაკაცებზე მონადირე... ქალმა მოწიფულობის ასაკიდან უნდა მოასწროს და შეძლოს დედობის მოვალეობის შესრულება, შემდგომ, თუ ნიჭი და უნარი აქვს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის ფართო ასპარეზი გადაეშლება (ვგულისხმობთ ნორმალურ ქვეყანას...). წესიერი ქმარ-შვილი მას მხარში ამოუდგება და წინსვლის და აღმაფრენის მრავალგვარ შესაძლებლობას მისცემს. თუკი ასეთი მისწრაფებანი არა აქვს, მოკრძალებულია და სურს ბოლომდე ოჯახში დაიხარჯოს, მაშინ შვილიშვილებს უნდა მიხედოს, დიდი ოჯახის უპირველესი დიასახლისობა ყველა მოვალეობაზე უმაღლესია, ოღონდ ჩვენმა რძლებმაც უნდა შეიგნონ, რომ ქართული ეროვნული, მრავალნაცადი ტრადიციის თანახმად, ჭეშმარიტი მამულიშვილები მხოლოდ და მხოლოდ მრავალთაობიან ოჯახებში იზრდებიან... ქალი – ბუნების მშვენება და საოცრება, ერის პატრონი და გადამრჩენია. საგვარეულო მოძრაობაში ქალმა, ჭეშმარიტმა მანდილოსანმა, უმნიშვნელოვანესი როლი უნდა შეასრულოს, რათა არა მხოლოდ ცალკეული გვარები, არამედ მთელი ერი შეაკავშიროს.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq