|
ქართული ტრადიციული სახალხო და სახელმწიფო სამართალი გვარს, კომლს და პიროვნებას ყოველთვის იცავდა. ისტორიულ საქართველოში სიკვდილით დასჯა არ არსებობდა, უმაღლესი სასჯელი მოკვეთა იყო. გვარისა და კომლის შენარჩუნებისათვის თვით მეფენი ზრუნავდნენ, შეჭირვებულებს არსებობის საშუალებას აძლევდნენ. გვარისა და კომლის შენარჩუნება ერის კეთილდღეობის, უკვდავების საფუძველთა-საფუძველი იყო
|
|
ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ახალი გვარების წარმოშობა სტიქიური პროცესი არასდროს ყოფილა, არამედ ყოველთვის ხალხური სამართლით იყო განსაზღვრული. გამრავლებული კომლები მამობაზე იყოფოდნენ და პაპისშვილ-ბაბუისშვილთა პატრონიმულ დასახლებებს ქმნიდნენ, რომლებიც ადგილობრივ ერთი საერთო გვარის ქვეშ, უახლოესი წინაპრის სახელის ან მეტსახელის მიხედვით ქვეგვარებად იხსენიებოდნენ და იხსენიებიან. ქვეგვარის გვარად ქცევა ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა. ბუნებრივი გამრავლების გზით სხვა სოციალური ფაქტორების გავლენით თუ გარეშე მტრის ზეწოლით გვარი ადგილს იცვლიდა, დროსა და სივრცეში მათი განფენა ხდებოდა
|
|
ყოველი თვის ორშაბათს 17 საათზე თბილისის სამების საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში ტარდება გვარების წინამძღოლთა დარბაზის სხდომა.
|
|
ყველა ჭეშმარიტმა ქართველმა უნდა იცოდეს ,,ვისი გორისაა'', სადაა მისი ადგილის დედა და ზედაშე. თუ გაწყვეტილ კავშირებს ფიზიკურად ვეღარ აღადგენს, თვითშემეცნებაში მაინც უნდა იგრძნოს წინაპართა საფლავების სიწმინდე და საკრალური ძალა, ამ საფლავების წინაშე წელიწადში ერთხელ მაინც მოიყაროს მუხლი და წმინდა სანთელი აანთოს. საგვარეულო მოძრაობის ძირითადი პრინციპებია: ძმობა, ერთობა, თანასწორობა და სამართლიანობა, მაგრამ თითოეულმა მოსულმა, უცხომ უნდა გაიცნობიეროს, თუ ვის მიწაზე ცხოვრობს, ანგარიში გაუწიოს მამულით სარგებლობის ტრადიციულ წესებს. ერთადერთ სამშობლოდ საქართველო აღიაროს და იმ გვარის წინაპრებს პატივი მიაგოს, ვის მამულსაც ის დაეპატრონა.
|
|
შეიქმნა ქერქაძეთა საგავარეულო ხატი მაცხოვრის სახელობისა
გვარის კურთხევა გაიმრთება 22 სექტემბერს
|