საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

დავით ერისთავმა - "სამშობლოსათვის დასდგა ,,სამშობლო”
გაიოზ მამალაძე
მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი, მსახიობი და დრამატურგი, მთარგმნელი და ბრწყინვალე დეკლამატორი, ეროვნულ-პატრიოტული პიესის ,,სამშობლოს” ავტორი. - დავით გიორგის ძე ერისთავი დაიბადა 1847 წლის 28 აგვისტოს (ახალი სტილით 9 სექტემბერს) სოფელ ხიდისთავში, გორთან ახლოს. 

მამა, გიორგი ერისთავი ცნობილი საზოგადო მოღვაწე გახლდათ, დრამატურგი,  ქართული თეატრისა და ჟურნალის თავდადებული მოამაგე და მამამთავარი. დავით ერისთავი ღირსეული მამის ერთადერთი შვილი გახლდათ. სამი წლისას დედა გარდაეცვალა და ბავშვის აღზრდა იკისრა გიორგი ერისთავის თეატრის ყოფილმა მსახიობმა და სახალხო პოეტმა გიორგი დვანაძემ. 

დავით ერისთავი 1867-1871 წლებში სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 

1871 წლიდან თანამშომლობდა „დროებაში“, „ტიფლისკი ვესტნიკსა“ და „ფალანგაში“. სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო ლექსებითა და ფელეტონებით. გახლდათ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი (1882), ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი, პროფესიული ქართული თეატრის აღმდგენი კომიტეტის წევრი. თავადაც მონაწილეობდა სპექტაკლებში, შესანიშნავად შეუსრულებია ჩაცკის როლი გრიბოედოვის კომედიაში ,,ვაი ჭკუისაგან”.

1882 წლიდან რედაქტორობდა კავკასიის ოფიციალურ ორგანოს, გაზეთ „კავკაზს“. როგორც ამბობენ, ახერხებდა პროგრესული იდეების პროპაგანდას და ამიტომ სამი წლის მერე გადააყენეს. 

დავით ერისთავმა ქართულად თარგმნა და გადმოაკეთა არა ერთი პიესა. გა
ნსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ხუთმოქმედებიანმა ისტორიულმა დრამამ „სამშობლო“ (1881), რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანგი დრამატურგის, ვიქტორინ სარდუს ამავე სახელწოდების დრამა. დავით ერისთავმა პიესის სიუჟეტი შესანიშნავად მიუსადაგა საქართველოს სინამდვილეს. როგორც გადმოგვცემენ, ერისთავის „სამშობლოს“ წაროდგენამ 1882 წლის 20 იანვარს ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია რუს იმპერიალისტთა შორის. 

1886 ერთ-ერთმა როტშილდმა, უმდიდრესმა კაპიტალისტმა იყიდა წელს ნავთობის წარმოება ბათუმსა და ბაქოში. იმდროინდელი კანონით, უცხოელ კაპიტალისტს არ ჰქონდა უფლება რუსეთის იმპერიაში სამეურნეო საქმე ეწარმოებინა, ნიკო ნიკოლაძის რჩევითა და ხელშეწყობით, როტშილდმა შეადგინა გამგეობა, რომელშიც, ნიკოლაძისავე რჩევით, შეიყვანა დავით ერისთავი და კოლა ორბელიანი. დავით ერისთავი როტშილდის კომპანიაში ნავთობის წარმოების თბილისის კანტორის დირექტორად მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. 

 დავით ერისთავი გარდაიცვალა 1890 წლის 11 (ახალი სტილით 23) ოქტომბერს ტფილისში, 43 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად.

ჯერ კალოუბნის ეკლესიაში იყო დაკრძალული. აკაკიმ დავით ერისთავს ლექსი უძღვნა, რომელიც მის საფლავის ძეგლზე ამოკვეთეს: 

ძღვნად და საკურთხად სამარადისოდ,
საამქვეყნიოდ და საამსოფლოდ
ღირსმა ერის ძემ, თვით ერისთავმა,
სამშობლოსათვის დასდგა ,,სამშობლო”. 

1930 წელს დავით ერისთავის ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq