საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“ - თავგანწირული ქართველების იდეოლოგია
გაიოზ მამალაძე

არაერთი ლექსი თუ ხელოვნების სხვა ნაწარმოები გამოხატავს თავგანწირულ ქართველთა სვეს თუ ბედიღბალს და სულისკვეთებას. არაერთი ნაწარმოების შინაარსი შეიძლება ჩაითვალოს გმირი ქართველების ბედისწერად და ბედნიერებად. მათ შორის, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“ (ასეც შეგვიძლია შევხედოთ... გენიალური ნაწარმოები, შემოქმედის, პერსონის შიდა სულიერი ჭიდილის გამოძახილი არ არის მხოლოდ, მხოლოდ ერთგვარ გაგებას არ ექვემდებარება, არამედ, ხშირად რამდენიმე ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა). ეს შედევრი მსოფლიო ლიტერატურისა.

ბედისწერად იმიტომ, რომ ხშირად საფლავიც არ ღირსებიათ, და ბედნიერებად იმიტომ, რომ მათ გაკვალულ ბილიკებზე, მათ მოძმეებს სიარული გაადვილებიათ!

„მერანი“ უამრავი ქართველის, სამშობლოსათვის თავგანწირული გმირის არა მარტო ცხოვრების წესს, თვითშეგნებას გამოხატავს, არამედ მათი „ბიოგრაფიაა“. ამქვეყნიური და შემდგომიც, ვინაიდან მათი ბიოგრაფია, ვინც მოძმეს გზას უადვილებს, არ მთავრდება მხოლოდ გარდაცვალებით...

თითქოს ილიაზეცაა ეს ლექსი, თითქოს ზვიადზეც... მერაბის სიცოცხლეც მთლიანად ამ ლექსის სულისკვეთებითაა გამსჭვალული....

არაერთი გმირი ქართველი დაღუპულა სამშობლოს გარეთ, სამშობლოსათვის ბრძოლაში, თუ გადასახლებაში. „მერანი“ თითოეულ მათგანს მიესადაგება, როგორც პოეტურად აღმწერი მათი სულისკვეთებისა, ბრძოლისა, თავგანწირვისა, ცხოვრებისა, მათი მორალისა - „
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, / და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“. რამდენი ქართველი ჭაბუკი თუ ახალგაზრდა შეაწყვიტეს ბოლშევიკმა ბარბარუსებმა ნაცისტ ბარბაროსებს, რამდენ ქართველს არ ეღირსა სატრფოს ცრემლი თუ მშობლიური მიწა საფლავად.

განა არ იცოდა გოჩა ესებუამ, რომ შევარდნაძის რეჟიმი გაანადგურებდა?.. განა არ იცოდნენ ქართველმა ჯარისკაცებმა 2008 წელს, რომ რუსეთის არმია ძალიან მრავალრიცხოვანია? სამაგიეროდ, ყოველთვის ეცოდინებათ რუსეთის იმპერიის ოფიცრებსა და გენერლებს, რომ ერთ-ერთზე (ერთი სამზე, ერთი ხუთზეც) სამშობლოს დამცველი ქართველი ჯარისკაცი უფრო მაგარია, ვიდრე ბარბარუსი ოკუპანტი?

პირველ რიგში კი, ავტორმა „მერანი“ თითქოს თავის თავზე დაწერა (სულაც არაა მნიშვნელოვანი ვის მიუძღნა და რატომ). ცუდად არ ჩაუვლია იმ განწირულ სულის კვეთებას. მარტო ამ ლექსითაც შეიძლება ნიკოლოზ ბარათაშვილი მსოფლიოს საუკეთესო პოეტებსა და ადამიანებს შორის დაასახელო, ქართველთათვის საამაყოდ.

როცა დიდ ქართველებს იხსენებ, მათი მაგალითით მომავალი თაობები აღფრთოვანდებიან. რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ „მერანი“, არა მარტო შედევრია პოეზიისა, მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო შედევრი, არამედ ქართული იდეოლოგიის, ადამიანური მისწრაფებების გამომხატველი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. რამდენი სიტყვა, რამდენი ესე დაწერილა „მერანის“ შესახებ, მაგ
რამ მისი ფასი, მისი მნიშვნელობა მაინც ბოლომდე ვერ გადმოუციათ... და ვერც შეძლებენ...

მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა;
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა
დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე, მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე
29 ივნისი (12 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა დიდებულთა, ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (+67)
gaq