საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ლესია უკრაინკა: ”მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”!

1871 წლის 13 (ახალი სტილით 25) თებერვალს ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკში დაიბადა დიდი უკრაინელი პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლარისა კოსაჩ-კვიტკა (Лариса Петрівна Косач-Квітка). მას უფრო იცნობენ ლიტერატურული ფსევდონიმით ლესია უკრაინკა (Леся Українка).

ლარისა კოსაჩი დაიბადა საზოგადო მოღვაწის, პეტრე და ცნობილი მწერლის, ოლღა კოსაჩების ოჯახში. დედამისი, როგორც ვთქვით, ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი და ეთნოგრაფი იყო, მისი ფსევდონიმია ოლენა პჩილკა, ქალიშვილობის გვარი დრაგამონოვა.

მამას ძალიან უყვარდა ლიტერატურა და მხატვრობა. ოჯახს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ მოღვაწეებთან. 9 წლის ასაკიდან პატარა გოგონა უკვე ლექსებს წერდა. ათი წლის იყო მომავალი პოეტი, როდესაც ფეხის ტკივილი დაეწყო, მერე ხელები ასტკივდა. ექიმებმა დაასკვნეს - ძვლების ტუბერკულიოზი, განუკურნებელი სენი. მოგვიანებით ავადმყოფობა ფილტვებსა და თირკმელზე გადაუვიდა. რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. ხშირად ლოგინად იყო ჩავარდნილი.

განსაცდელის ჟამს პოეზია იყო ლესია უკრაინკას თავშესაფარი. მას კარგი განათლება მისცეს მშობლებმა, რამდენიმე ენა იცოდა, ადვილად ისწავლა ფრანგული, გერმანული, ინგლისური, იტალიური, ბერძნული, ლათინური, პოლონური, ბულგარული, რუსული და სხვა ენები. მშვენივრად უკრავდა ფორტეპიანოზე. მაგრამ დაავადებამ ეს სიხარულიც ფაქტიურად წაართვა.

მისი პირველი პოეტური კრებული გამოიცა 1893 წელს. 1893-1897 წლებში კიევშ

ლესია უკრაინკას ძეგლი თელავში
ი იყო. 1894 წელს ბულგარეთში გაემგზავრა ერთი წლით. შემდეგ იტალიაში გაიკეთა ოპერაცია, მაგრამ მისი მდგომერეობა არ გამოსწორდა.

საქართველოში ლესია უკრაინკა პირველად 1903 წელს ჩამოვიდა, თავის მომავალ მეუღლე კლიმენტი კვიტკასთან ერთად. შემდეგ წელსაც სტუმრობდა ჩვენს წვეყანას. ასევე 1907 წელსაც ჩამოვიდა. ტფილისში დაუწერია მას თავისი დრამა „შემოდგომის ზღაპარი”. 1908 წლის ზამთარი პოეტმა თელავში გაატარა.

შემდეგ ეგვიპტეში გაემგზავრა, ზამთარს იქ ატარებდა. თავის მეუღლე კლიმენტ კვიტკასთან ერთად, დანარჩენ დროს, კი ცხოვრობდა საქართველოში. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ლესიამ ხანმოკლე სოცოცხლეში მოასწრო და გამოსცა ნაწარმოებთა სამი წიგნი, ჰაინეს თხზულებების უკრაინული თარგმანი, დაწერა სახელმძღვანელო “აღმოსავლეთის ძველი ხალხების ისტორია”, რომელშიც ვრცლად გააშუქა კავკასიისა და საქართველოს ისტორია.

ლესია უკრაინკას სცოდნია ქართულიც. ჯერ კიდევ 1895 წელს კიევის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ჩავიდა ნესტორ ღამბარაშვილი და კოსაჩებთან იქირავა ოთახი, მალე დაუახლოვდა მათ, განსაკუთრებით კი ლესიას, და შეასწავლა მას ქართული ანბანი, გააცნო “ვეფხისტყაოსანი”,

ღამბარაშვილისთვის უთქვამს ლესია უკრაინკას: “რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას, მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებ

ლესია უკრაინკას ძეგლი სურამში
დი ქართველი ვყოფილიყავი”. ნესტორისაგან გაიცნო ლესიამ ვასო წერეთელი, მიხა ჩხენკელი, შიო ჩიტაძე და სხვანი. 
 
პოეტი და მისი მეუღლე მეგობრობდნენ ზაქარია ფალიშვილთანაც. კვიტკამ და  ფალიაშვილმა ერთად იმოგზაურეს სვანეთში...

თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ლესიამ უკრაინკამ მეუღლესთან ერთად გაატარა საქართველოში - თელავში, ხონში, ქუთაისსა და სურამში. ქუთაისში სილოვან ხუნდაძის მეუღლე ქართულს ასწავლიდა. დიდი უკრაინელი პოეტი სურამში გარდაიცვალა, 1913 წლის 19 ივლისს (ახალი სტილით 1 აგვისტოს). მისი ნეშტი გადაასვენეს სამშობლოში და დაკრძალეს კიევში. 
 
მკითხველს ვთავაზობთ ლესია უკრაინკას ორ ლექსს, რომლებიც მშვენივრად თარგმნა რაულ ჩილაჩავამ.

* * *

(თარგმნა რაულ ჩილაჩავამ)

არ მიკიჟინო დიდებაზე ოცნება წრფელი,
არ დამგმო, ოქროს ნარ-ეკალი თუ მიხარია.
ჩემში შენ თვითონ გააღვიძე ცბიერი გველი,
ის ასისინდა... თუმც მეგონა, უკვე მკვდარია!

შენ არ მითხარი, რომ თავიდან ოქროს გვირგვინი
ჩამომივარდა, რაც მივყავი ხელი ფარულად
წყნარ სამუშაოს? პოეზიამ გადაიგრგვინა,
როგორც კი მივხვდი: სულში სევდა შემოპარულა.

ეს შენ მითხარი. და სირცხვილმა შუბლი ამიწვა,
თითქოს დამადე ცხელი შანთი დაუფარავად.
შემკრთალი მზერა შეშფოთებით ეძებს წამიწამ
იმ ოქროს ეკალს, რომ დამადგამს ისევ შარავანდს.

* * *

(თარგმნა რაულ ჩილაჩავამ)

ბაგენი ხმობენ: “დაიღუპა ის საუკუნოდ!”
გული კი ამბობს: “არა, არა, განვედ, უკუნო!”
გესმის თუ არა, სიმი როგორ თრთის და მწუხარებს?
ხმიანობს, თთქოს სულში ფეთქავს ცრემლი მდუღარე,
და ჩემთან ერთად იმეორებს მოზარის დარად:
“მე მუდამ აქ ვარ, შენთანა ვარ მარად და მარად!”

ასეა, როცა სიხარულით ვიქარვებ დარდებს,
ანდა მავანი სამეგობროდ გაწდილ ხელს მართმევს,
ან ვიღაცასთან გულახდილი მაქვს მასლაათი,
ან როცა ბაგეთ დაუდგება კოცნის საათი,
სიმის წკრიალი ექოდ დაჰქრის კარიდან კარად:
“მე მუდამ აქ ვარ, შენთანა ვარ მარად და მარად!”

როცა ოცნების უფსკრულებში მგონია თავი,
სად მიმოდიან აჩრდილები თეთრი და შავი,
ზოგიც ნაცნობი, ზოგიც უცხო და შორეული,
სულს ეუფლება მომნუსხველი მზერა გრძნეული,
შენი ხმა მღერის, თითქოს ტოკავს მწუხარე ლარად:
“მე მუდამ აქ ვარ, შენთანა ვარ მარად და მარად!”

როცა ნელი-ნელ ეკიდება რული წამწამებს,
დავხუჭავ თვალებს, ოცნებებით ნაგვემ-ნაწამებს,
იმ ძილქუშიან, ტვირთმძიმე და უჟმურ სიზმარეთს
სათნო აჩრდლის ხმა აღვიძებს ყოველ ცისმარე,
ზრიალებს იგი მწუხარე და უცნაურ ზარად:
“მე მუდამ აქ ვარ, შენთანა ვარ მარად და მარად!”

ყოველთვის, როცა ყურს მოსწვდება შორი ზრიალი,
გულში ყვავილთა თრთოლვაა და რია-რიალი,
იმა ყვავილთა, რომ ვერ შესძელ დაკრეფა მათი,
და არც საფლავში ჩატანების იყავი მწადი,
თრთიან ყვავილნი, ხმას მიწ

ყობენ უთვალავ ჯარად:
“მე მუდამ აქ ვარ, შენთანა ვარ მარად და მარად!”

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე
29 ივნისი (12 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა დიდებულთა, ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (+67)
gaq