საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

გზავნილი ევროპას - ასი წლის შემდეგ
სურათზე: დანიელი მოქანდაკის, ტორვალდსენის ”დაჭრილი ლომი” (ლიუცერნი, შვეიცარია), რასთანაც შედარებულია ლექსში საქართველო

ჩვენს საიტზე მკითხველს უკვე ჰქონდა საშუალება გასცნობოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი გვაზავას მამულიშვილური სულისკვეთებით განმსჭვალულ ლექსებს. დღეს გთავაზობთ ევროპელი ერების მიმართ მის საუკუნის წინანდელ გზავნილს. ჩვენდა სამწუხაროდ, ლექსის მამხილებელ პათოსს დღემდე არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა.

 

გიორგი გვაზავა

 

მგზავრს

 

ჰე მგზავრო! გულის გასართობელად

შენ წამოსულხარ - ნეტავი შენა.

მთაზე ადიხარ, ჰსეირნობ ველად

და ქალაქებში მოგელის ლხენა.

გაჰყურებ ცასა ფირუზის ფერსა

და მშვენიერსა მთებისა წვერსა,

სადაც არწივი დინჯად ჰტრიალებს

და ჩუმად არის, არა ჰგრიალებს

შურისძიების ღირსეულ მეხი;

გაჰყურებ ტყესა, სადაც ქურციკი

ჰხტის და ნავარდობს... მაგრამ იცი კი

რა ნიადაგზე გიდგია ფეხი?!

იცი - რა ქვებით, რა მიწით არი

სავსე და ძვირი ეს მთა და ბარი?!

ჰე მგზავრო, ეს გვაქვს შესახვეწელი:

უთხარ ევროპის ყოველსა ერსა,

რომ ჩვენ ათასი ექვსასი წელი

ვებრძოდით მედგრად სხვა და სხვა მტერსა.

და მორჩილებმა ბედის წერისა

უცხო ერთობით გულთა ჟღერისა

შევკარით ეს გზა ევროპისკენა

და დავიცავით რჯული და ენა.

საქართველოის მტკიცე შვილები

აი, აქ იდგნენ თავ-გასაწირად,

მხნეს და მამაცებს ხელში ეჭირათ

კავკასიონის თერმოპილები,

და საუკუნეთ განმავლობაში

აქ გამარჯვების ისმოდა ტაში.

შენსა ევროპას - მერწმუნე მაშინ -

ხელი შეუწყო ამან ფრიადა,

შრომა, ქიშპობა, ლხენა, თამაში

და გონებრივი ოლიმპიადა

მის მიდამოზე არა ჰწყდებოდა;

ჩვენში კი ამ დროს იხოცებოდა

რაზმი გმირების, სულით დიდების -

ჩვენი ძვირფასი ლეონიდების;

ეს ბედის წერა საუბედურო,

თუმც საგმირო და დიადი ასე,

 შენ ვერა სცან და ვერ დააფასე,

ჰოი ევროპავ, შე უმადურო,

შენ დღესაც იმის არა გაქვს დარდი

სცნო, თუ ვინ იყო ის ავანგარდი.

ის იყო ერი თავისუფალი,

 მან არ იცოდა შიში და ძრწუნვა,:

მხოლოდ ცრუ აღთქმამ აუბა თვალი

და გაუფანტა ეჭვი და ჭმუნვა;

არც რა სწყუროდა ერთობის გარდა,

მაგრამ უფსკრულში გადაუვარდა,

 ვით დედას შვილი, ძვირფასი შვილი,

თავისუფლება ხმლით შეძენილი.

მერე ღალატის, შემარცხვენისა

მოხვდა ისარი დაუთვალავი,

წაიქცა - დასდო თათებზე თავი

და ჰწევს, ვით ლომი ტორვალდსენისა,

ჰწევს - უბრუნდება კვლავ თავ მომწონე

სიფიცხე გულში, თათებში - ღონე.

მაგრამ დღეს ბრძოლის არა აქვს თავი,

და ცას გაჰყურებს წარსულთა დროთა,

სადაც ბრწყინავენ, როგორც ვარსკვლავი,

თამარი დიდი, დიადი შოთა;

სადაც ვარსკვლავი ბევრია კიდე,

და ქვეყნის პირად, კიდითი კიდე,

იშლება ნელა და ცისკენ მიდის

ნაღველი მწველი ირაკლი დიდის.

ესა გულს იკლავს, ესა აჟღერებს,

უკვე გავიდა მეასე წელი...

ჰე მგზავრო, ეს გვაქვს შესახვეწელი,

შენ გადაეცი დასავლეთ ერებს

ჩვენი მოკითხვა - ჩვენი უსტარი

სამხიარულო, ვით გლოვის ზარი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq