საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

შევარდნაძის რეჟიმის ორი უკანასკნელი მსხვერპლი კოსტავას ეზოში
ალექსანდრე თაქთაქიშვილი

ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან დაპირისპირებულ შევარდნაძის რეჟიმის მსხვერპლთ (თბილისიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, აფხაზეთიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან) სათავეში უდგას სატანური მსხვერპლშეწირვის პირველი ზვარაკი  თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმეზე - მამა თეოდორე, ხოლო თხუთმეტი წლის შემდეგ ეს სია დაბოლოვდა ორი უკანასკნელი მსხვერპლით - ლევან დუმბაძითა და ნუგზარ ლეჟავათი.

მონარქისტული მოძრაობის ეს ორი გამორჩეული წარმომადგენელი ზუსტად 15 წლის წინ, 1998 წლის 16 და 17 დეკემბერს გმირულად აღესრულნენ მერაბ კოსტავას ეზოში - ლევანი 16-ში, ეროვნულ-განმათავისუფleბელი მოძრაობის მიტინგზე დაიღუპა ლექსის კითხვის დროს,  ხოლო ნუგზარს - 17 დეკემბერს, ”ბარაბარობა” დღეს მლოცველს - სანთლით ხელში, მღებრიშვილის სპეცრაზმის ჯალათებმა ამოხადეს სული.

16 დეკემბერს, ტრადიციულ ოთხშაბათობაზე ლევანმა წაიკითხა ახლად დაწერილი ლექსი - დააბოლოვა: ”ჰა, ეს ლექსიც, ჩემი სულის უკვდავების ნიშანი!” და იქვე, ლექსის დასრულებას უკანასკნელი სუნთქვაც ამოაყოლა - ბრძოლის ველზე დაეცა პოეტისათვის ულამაზესი სიკვდილით - მშობელი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ მოწოდებისას!

მეორე დღეს იმავე ადგილას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები  შიმშილობდნენ მათი დაპატიმრებული  თანამებრძოლების განთავისუფლების მოთხოვნით. შებინდდა თუ არა, სიბნელით ძალმოცემული ხელისუფლების ნიღბიანი ჯალათები  წარმართული გააფთრებით შეცვივდნენ ეზოში და ეკვეთნენ მოშიმშილეებს, როგორც ბარბაროსები პირველ ქრისტიანებს და ”ბარბარობა” დღეს წმიდა ბარბარესავით აწამეს ისინი, რომელთა შორის სასიკვდილოდ  ჰგვემეს რკინის ხელკეტებითა და მაჯაგნებით ნუგზარ ლეჟავა.

სამშობლოსათვის შეწირული გმირები დღეს ერთმანეთის გვერდით არიან დაკრძალულნი საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც ყოველ ”ბარბარობა” დღეს მათი თანამებრძოლების შეკრების ადგილია.

ქვემოთ გთავაზობთ მათი შემოქმედების ნიმუშებს - ლევანი უკვე საკმაოდ ცნობილი პოეტი გახლდათ, რომელიც იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში, თუმცა, სამწუხაროდ, მის შემოქმედებას აქამდე  არ იცნობენ თანამემამულეები ნიჭის შესაფერისად; რაც შეეხება ნუგზარს, ის არ აცხადებდა პოეტობაზე პრეტენზიას, თუმცა, როგორც ყველა ქართველს, ვერც მას  წარმოედგინა ულექსოდ ცხოვრება.

 

ლევან დუმბაძე

 

***

დაბინდულან მინდვრები და დაბინდულან ქედები,

და მამულზე დაფიქრდები, ფიქრით ცას მოედები,

მამულისთვის გული გტკივა უსაშველო ტკივილით,

გამარჯვებულ ქართველების გენატრება ყივილი.

ან მე რა მაქვს, სხვა რა მინდა, მაქვს ამ ლექსის ბწკარები,

მკლავს სტამბულში ჩაკარგული სევდა კოლხი ქალების,

ხშირად სისხლი აბორგდება, გულს წუხილი გახედნის,

როგორ აუტირებიათ შენი ტკბილი კახეთი.

ლაღად გაშლილს მოინატრებ მოშრიალე იფნარებს,

თვალზე ცრემლი მოგადგება, ჩუმად ხელს მიიფარებ,

ნუ დამალავ, ლამაზია სიყვარულის ნაწვეთი,

ასეთია ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ცრემლიც ასეთი.

ჩვენ დავითის ვაჟები ვართ, ზვიადს ომში მივყვებით,

ახლა უნდა მოვიშორო ყორნისფერი ფიქრები.

ჩვენ ღალატი არ გვჩვევია კაცის, ჯვარზე ვნებულის,

ივერიის ღამე უნდა ვნახოთ გათენებული.

გაზაფხულზე, სევდის ნაცვლად, სიხარულმა იწვიმოს,

გაზაფხულზე ვაზის ლერწი მკლავზე გადავიწვინოთ.

ჩემზე უკეთ ვერას გეტყვის მჩხიბავი თუ მისანი -

ჰა ეს ლექსიც, ჩემი სულის უკვდავების ნიშანი!

                                                    16 ნოემბერი, 1998 წ.

                                                    (ლევან დუმბაძე დაიღუპა ამ ლექსის კითხვისას)

 

                               ***

                                           იქედენეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ

                                          მომავალი რისხვისაგან გაქცევა?”

                                          იოანე ნათლისმცემლის ქადაგებიდან

 

ახლა რას იტყვით მწიგნობარნო, ფარისეველნო!

სამშობლოს ბედის უსირცხვილოდ ფეხის მთრეველნო.

 

უცხო ტომისთვის მისასყიდად ოქროს დამთვლელნო.

ვაი, ქართველნო, ვითომ ქართველნო.

მორჩა, გათავდა, გამყიდველნი თქვენ ხართ ივერთა.

ნიღბები თქვენი საცოდავად ჩამოიღვენთა.

თქვენი სულები ისევ ეშმას ელაციცება,

ეშმას ტალახში იხატება თქვენთვის ”დიდება”.

გვაშოროს ღმერთმა შერიგება მტერთან, მსტოვართან,

და შეგინება მამა-პაპის დანატოვართან.

 

მამულო ჩემო! მერამდენედ უნდა გიტირო,

ან მერამდენედ  ჩაქცეულო, ჩემო ქვითკირო.

 

ისარდაკრული ირემივით წევხარ მდელოზე.

ცრემლის გარეშე ვით ”ვიმღერო” საქართველოზე!

                                                                 1994 წ.

 

                    მწყურია

 

მწყურია დედი, მე ისეთი მწყურვალი წაველ

ვეფერებოდი იმ მზისფერ თაველს...

და სიზმრებიდან ამომყავდა ქართული მთვარე...

სოფლის ბოლოში თვალმერცხალა დამრჩა გოგონა:

ლამაზი, როგორც ანთებული ჭიაკოკონა...

ახლა იმისი ზღვის თვალები, დარჩა ნამულად,

და სიყვარული, დარწეული ზღვა სინანულად.

ჩვენი ღვინისა მენატრება, მასვი ფიალით,

თორო ვეღარსად დაეტია გული ტიალი,

ჩვენს თეთრ ტაძრებში მენატრება სანთლის დანთება,

ვაჟკაცს მამულზე როცა ფიქრში დაათენდება,

მტერზე მისული მენატრება ჩემი ქურანი,

იმის ჭიხვინმა დამავიწყოს წყენა-ურვანი...

მამული ჩემი, სხივოსანი ჩემი ბატონი,

ჩემი მინდვრები, ჩემი სულის სანავარდონი...

იქნება მტერმა გადამიწვა, ჰაი დედასა...

სულით ჯაბანმა...

იმ ჩვენი სისხლით დაჩითული ჩვენი ყანები,

-მე სულეთიდან ვუდარაჯებ სამშობლოს - მტირალს,

შენ მომაგებე ლოცვა და წირვა...

-ვეფერებოდი იმ მზისფერ თაველს,

მწყურია დედი,

                          მე ისეთი

                                      მწყურვალი

                                                   წაველ...

 

                 ***

დავიქანცე, ნისლიან გზებს ვეტევები

და ქუჩებიც გესლის ღვარით დაიფარა,

იქნებ ახლა სიჩუმეა შენს ეზოში

და მთვარესთან სწუხს გიტარა.

 

დავიქანცე, აღარ მინდა ეს ქუჩები,

ეს ქალაქი ქვის გულით და გამზირებით,

წამოვიდე, იქნებ სადმე სოფლის ბოლოს

შემეყარონ თამარქალის ვაზირები.

 

იქნებ, სადმე სიხარული ამიფრინდეს

ყანებიდან, ვით ფრინველი უეცარი,

მონადირემ ცხელი ტყვია დაადევნოს,

მე სიზმრების დავადევნო ნიავქარი.

 

იქნებ ქსანზე ნიავი რომ მომეფეროს,

დავიჯერო, რომ არა აქვს იმედს ბოლო,

იქნებ, თეთრი მუხრანულის შხეფის ხმაზე

დიდგორიდან ხმლის ჭახანი გავიგონო.

 

დავიღალე, ნისლიანში ვეხეტები,

სული შფოთავს, ცისკენ იწევს მალიმალო,

იქნებ, მართლა, შენს მუხრანში წამოვიდე

და მუხრანის ღამებში დავიმალო.

                                                     1998 წ.

 

 

ნუგზარ ლეჟავა

 

სიკვდილისათვის არა ვშობილვარ

 

მოეშვი მწარე სიტყვების თამაშს,

რომ უეჭველად გველის სიკვდილი, -

რა დიდი სიბრძნე სჭირდება ამას,

რომ ეს ცხოვრება არის ჭიდილი.

ნუ დამამწუხრებ, ჩემო მეარღნევ,

ღვინოს ხომ მოსდევს აზრი ცინცხალი,

ახლა ჩემს თავზე მეტად მიყვარხარ,

მინდა შენს გვერდით ვიდგე ცოცხალი.

მიდი, დაუკარ, ჩემო მეარღნევ,

კაცი ვარ, - ლექსად გადარჩენილი!

სიკვდილისათვის არა ვშობილვარ,

სიცოცხლისათვის ვარ გაჩენილი!..

 

***

დამადგით ჯვარი

საფლავის ქვაზე.

ანათოს მთვარემ

ლურჯთვალა ცაზე.

მერე გათენდეს,

აენთოს მზე.

უბრალოებაშია -

სილამაზე...

 

***

სულო! ცხოვრების გზებზე,

ფრთხილად იარე!

გამაგრდი და არ გაბედო ურჩობა.

გახსოვდეს,

ალგეთის ლეკვებს -

ჭაობში

არ უწერიათ დახრჩობა...

 

***

მაინც რა არის სიკვდილი, ნეტავ?..

და რად მაწუხებს ეს ყოველივე?..

 

***

ო, ჩვენ იმდენჯერ დავხოცილვართ

სასტიკ ბრძოლაში,

რომ ერთხელ კიდევ თუ მოვკვდებით, -

არაფერია!..

 

***

საქართველოს კი არა და -

ქართველს უნდა გადარჩენა,

თორემ ის დროც მალე მოვა,

ეს ქვეყანა სხვას დარჩება!

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq